ამობეჭდვის თარიღი: 29.04.2025 14:51:07
კატეგორია: სამშენებლო მასალები
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:5 დასახელების ეკინისა და ალუმინის სამშენებლო მასალა
განაცხადის #:28269BNT70600821
აუქციონის #: 28269
ლოტის #: 706008
რაოდენობა: 5.00
დაწყება/დასრულება: 23/04/2021 17:00 - 30/04/2021 17:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 200GEL
დასრულების დრო: 30.04.2021 17:00:00
გაყიდვის ფასი : 650.0000 GEL
საწყისი ფასი: 600 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 50 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისის, ისანი-სამგორის რაიონში, აეროპორტი, (აეროპორტის დასახლება)
ტელეფონი: 995-595796226
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)რუსთაველის გამზ. 85ბრძანების ნომერი21 22.04.2021წ.
ქვეყანასაქართველოქალაქიქუთაისი
რაოდენობა5.00მდგომარეობასაშუალო
მწარმოებელიგაურკვეველიგადახდის პერიოდი3
საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა44ტელეფონის ნომერი599151908; 595796226
;
აღწერილობა
აღწერილობა

გასაყიდად ერთ ლოტად წარმოდგენილია 5 დასახელების მეორადი სამშენებლო ქონება:

Ø რკინის ფასადი (2,5მ/1,70მ) და 2 ცალი კარის გისოსი ( თითოეული ზომით 2,2მ/1,7მ) – ჯამში 34,23 კვ.მ;
Ø ალუმინის კარი (2,2მ/1,70მ) – 2 ცალი;
Ø ალუმინის კუთხოვანა (16 ცალი, თითოეული 2,9გრძ/მ) - 46,40 გრძ.მ;
Ø ალუმინის პლინტუსი - ჯამური სიგრძით 31მ.

რომელიც შეადგენს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ საკუთრებაში არსებული, ქ. ქუთაისში, რუსთაველის გამზ. #85-ში მდებარე არასაყოფაცხოვრებო ფართის შემადგენელ ნაწილს. ფართი აუქციონის გზით გადაცემულია იჯარით. სააუქციონო პირობების თანახმად, მოიჯარე  ვალდებულია ფართში განახორციელოს რემონტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მყიდველის მიერ შესყიდული მასალის დემონტაჟი და გატანა უნდა განხორციელდეს მოიჯარესთან შეთანხმებით, რათა ფართი არ დარჩეს დაუცველად,  კარებებისა და ფასადის გარეშე.

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601

მოკლე აღწერილობა

გასაყიდი ქონების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შპს ”საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ადმინისტრაციის შენობაში. საკონტაქტო ტელ: +995599151908, +995595796226.

პირობა
საწყისი ღირებულება მოცემულია დღგ-ს ჩათვლით.
აუქციონის ფორმით ქონების შემძენი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, პირთა გაერთიანება, სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი.
აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია საწყის გასაყიდ ღირებულებაზე ბიჯის დამატების შედეგად მაქსიმალური საფასურის შეთავაზება.
უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საბოლოო გამოსასყიდი  საფასურის გადახდის ვადას.
მყიდველი ვალდებულია, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ ელ. ფოსტის საშუალებით გაგზავნილი შეტყობინებით განსაზღვრული თარიღში, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვის ვადაში, საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს აუქციონზე შეძენილი მოძრავი ქონების დემონტაჟი,  დატვირთვა, ტრანსპორტირება და განთავსების ტერიტორიიდან გატანა.
თუ აუქციონში გამარჯვებული მოითხოვს დადგენილზე მეტ ვადას, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ უფლებამოსილია განსაზღვროს დამატებითი ვადა არაუმეტეს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადით. აღნიშნულ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
თუ ქონების განმკარგავმა შეცვალა აუქციონში მონაწილეობის წესი ან სხვა პირობები და განათავსა ვებ-გვერდზე, აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა.
თუ აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირები არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, მათ მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება ქონების განმკარგავი სუბიექტის ბიუჯეტში.
აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე დაუბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში.
აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს 3 სამუშაო დღის ვადაში, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” საბანკო ანგარიშზე გადარიცხოს ან შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო საფასურს. გამარჯვებულ პირს გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობა  ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას საბოლოო საფასურის ნაწილად.
გამარჯვებულთან ნასყიდობის ხელშეკრულება იდება აუქციონის დასრულებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში. ამასთან, დადგენილ ვადაში ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, ქონების განმკარგავ ორგანოში გამოუცხადებლობა მიიჩნევა ხელშეკრულების გაფორმებაზე უარად.
აუქციონის შედეგები ძალას კარგავს და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება ქონების განმკარგავი  სუბიექტის ბიუჯეტში, თუ:
ა)დადგენილ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში;
ბ)აუქციონში გამარჯვებულის მიერ ქონების განმკარგავი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ქონების სრული საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში.
გ)იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ უზრუნველყოფს ქონების გატანას;
დ)საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი აუქციონში მონაწილეობის წესების დარღვევის შემთხვევაში.
აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლება გადადის შეძენილი ქონების საფასურის გამყიდველის მიერ სააუქციონო პირობებში მითითებულ ვადაში სრულად გადახდისა და ნასყიდობის ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისთანავე.

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

;