ამობეჭდვის თარიღი: 27.09.2024 02:07:54
კატეგორია: სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფ. ურაველის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ურაველის“ ნახშირმჟავიანი მინერალური (ჩამოსასხმელი) წყლის საბადო (კატეგორია - A, მოსაპოვებელი წიაღისეულის მოცულობა - 21 900 მ3/წელიწადში).
განაცხადის #:398OTH1121
აუქციონის #: 398
ლოტის #: 11
დაწყება/დასრულება: 21/07/2021 12:00 - 21/07/2021 18:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 42670GEL
მიმდინარე ფასი : 424695 GEL
საწყისი ფასი: 424695 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 42469.5 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო
მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N 150
ტელეფონი: 971-(032)2950030
თვისებები
ქვეყანასაქართველოქუჩა(დასახელება/ნომერი)ახალციხის მუნიციპალიტეტი, სოფ. ურაველის მიმდებარე ტერიტორია
Rs რუკის მხარდაჭერა-გადახდის პერიოდი15
ტელეფონის ნომერი2950030
;
აღწერილობა
აღწერილობა

ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ: 

) მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში(არ დადებს მინიმუმ ერთ ბიჯს); ) გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ელექტრონულ აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას.

ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულზე შესაბამისი ლიცენზია გაიცემა მის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული თანხის გადახდის დადასტურებიდან 30 კალენდარულ დღის ვადაში.

გთხოვთ, ისარგებლოთ eauction.ge-ის ანგარიშსწორების ახალი სისტემით: საგარანტიო თანხის ღირებულების  გადახდა შესაძლებელია საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით და სს „ლიბერთი ბანკში“ ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით. ორივე მეთოდით გადახდილი (ზუსტი ფორმით) თანხა ავტომატურად  აისახება ელექტრონული აუქციონის სისტემაში. გადახდის განსახორციელებლად  მომხმარებელი ბანკში წარადგენს ლოტის განაცხადის ნომერს (რომელზეც სურს რომ  მოახდინოს გადახდა) და აუქციონზე რეგისტრირებული მომხმარებლის მონაცემს (ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; პირადი ნომერი/საინდენტიფიკაციო კოდი).

დამატებითი ინფორმაციისათვის  მოგვმართეთ:   (+995) 32 2601 601   ან (+995) 32  2950030
მოკლე აღწერილობა

პირობა
თანხა მოიცავს 200 ლარიან სალიცენზიო მოსაკრებელს.

სარგებლობის ლიცენზიის ვადა 25 წელი.

ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება:
 
ა) ლიცენზიის ძალაში შესვლიდან, არა უმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში განახორციელოს სასარგებლო წიაღისეულის რესურსის შესწავლა, მინერალური წყლის მარაგების გამოთვლა და სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დასამტკიცებლად შესაბამის ორგანოში მარაგების ანგარიშის წარდგენა;
ბ) ლიცენზიის ძალაში შესვლიდან 2 (ორი) წლის ვადაში „ურაველის“ ნახშირმჟავიანი მინერალური წყლის შესწავლისა და ჩამოსხმის მიზნით განახორციელოს არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ოდენობის ინვესტიცია; 
გ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების პროცესში, ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში, უზრუნველყოს  საქართველოს არანაკლებ  10 (ათი) მოქალაქის დასაქმება; 
დ) მარაგების დამტკიცების შემდგომ დამტკიცებული მარაგების ფარგლებში აითვისოს საბადოს მთლიანი რესურსი; 
ე) მინერალური წყლის საბადოსა და წყლის ჩამომსხმელ საწარმოს შორის წყლის ტრანსპორტირება განახორციელოს მხოლოდ მათი დამაკავშირებელი მილსადენის საშუალებით; 
ვ) ,,ბ” ქვეპუნქტში მითითებული საინვესტიციო ვალდებულების უზრუნველსაყოფად, ლიცენზიის ძალაში შესვლიდან, არა უგვიანეს 2 (ორი) თვის ვადაში ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს საბანკო გარანტია 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას; 
ზ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადის გასვლიდან, 2 (ორი) თვის ვადაში, ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი აუდიტორის/აუდიტორული ფირმის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის (1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი) განხორციელებას;
თ) მოპოვებული მიწისქვეშა მინერალური წყლის რაოდენობრივი აღრიცხვა წარმოებს დამონტაჟებული და დალუქული მრიცხველის ჩვენების მიხედვით. ამ მიზნით ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია შეიძინოს, დაამონტაჟოს, შეაკეთოს, შეცვალოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სახის მოწყობილობები, დანადგარები და სხვა საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფს აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავს მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან;
ი) აღრიცხვის კვანძის მოწყობის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ლიცენზიის გამცემს;
კ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, მიწისქვეშა მინერალური წყლის  მოპოვება განახორციელოს დამონტაჟებული და დალუქული მრიცხველის მეშვეობით. ამასთან, მრიცხველი და, შესაბამისად, აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა სახის ელემენტები (დანადგარები) უნდა იყოს დაცული მათ მუშაობაში უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან, რათა არ მოხდეს მრიცხველის ჩვენების შეცვლა ან სხვა სახის ხელყოფა. აგრეთვე, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, არ დაუშვას მიწისქვეშა მინერალური  წყლის  მოპოვება მრიცხველის გვერდის ავლით ან მის გარეშე;
ლ) აღრიცხვის კვანძი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს. აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს ისე, რომ დაინტერესებულ პირს ჰქონდეს მრიცხველის ჩვენების აღების საშუალება;
მ)  ლუქის ახსნა-დადება და შესაბამისი აქტის შედგენა  რეგულირების საფასურის გადამხდელთა სალიცენზიო ობიექტებზე ხორციელდება – ლიცენზიის გამცემი ორგანოს საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ, ყველა სხვა  შემთხვევაში კი – ლიცენზიის მფლობელის მიერ, მისი ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
ნ) ლიცენზიანტი, რომელსაც არ ეხება რეგულირების საფასურის გადახდა, ვალდებულია, ლუქის ახსნის/დადების პროცესის ამსახველი დოკუმენტაცია წარუდგინოს ლიცენზიის გამცემს მისი განხორციელებიდან არაუგვიანეს 5 დღისა. დოკუმენტაცია მოიცავს ფოტომასალას ჭაბურღილის, ჭის ან/და წყაროს X და Y კოორდინატების მითითებით, ფოტოზე ასევე დატანილი უნდა იყოს მოქმედების განხორციელების თარიღი;
ო) აწარმოოს მონიტორინგული დაკვირვება წყლის დებიტზე, ტემპერატურასა და ქიმიურ შედგენილობაზე;
პ) მონიტორინგის მასალებზე დაყრდნობით, შეადგინოს წყლის მარაგების ანგარიში და უზრუნველყოს მისი დასამტკიცებლად წარდგენა;
ჟ) უზრუნველყოს სანიტარული ზონების დაცვა;
რ) ლიცენზიის მოქმედების პერიოდში უზრუნველყოს მუდმივი ჰიდროქიმიურ-რეჟიმული დაკვირვებები და სანიტარულ-ბაქტერიოლოგიური კონტროლი;
ს) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს წყაროს კაპიტალური კაპტაჟის მოწყობა;
ტ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია გასცეს თანხმობა, სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“-ს მიერ სალიცენზიო მიწის ნაკვეთის განკარგვის
/სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში;
უ) ლიცენზიის მფლობელმა მოქალაქეებს არ უნდა შეუზღუდოს სალიცენზიო ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება;
ფ) სალიცენზიო ობიექტის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისების შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელმა არ შეუზღუდოს აღნიშნული ტერიტორიის მესაკუთრეს ხელშეკრულებით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველყოფა;
ქ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის შესახებ შესაბამისი ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ლიცენზიის გამცემს დასამტკიცებლად წარუდგინოს სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით);
ღ) დაცული იქნეს საქართველოს კანონებით, ბუნებრივი რესურსით სარგებლობისათვის საქართველოს გარემოს დაცვითი კანონმდებლობით, „საქართველოს ტყის კოდექსით“, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი პირობები, აგრეთვე ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილი მოთხოვნები.

აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო თანხის გადახდა გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში.
;