ამობეჭდვის თარიღი: 27.09.2024 02:21:00
კატეგორია: იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:პროექტი - „ბათუმის ბულვარის ბრენდინგი“-ს ფარგლებში, შეთავაზება ქართული ნაყინისა და გლიასეს მწარმოებელი კომპანიებისათვის, თავიანთი ბრენდის პოპულარიზაციის მიზნით, ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე ბრენდირებული სანაყინე ჯიხურების განთავსებისათვის (3 ლოკაცია).
განაცხადის #:39307DFH71822221
აუქციონის #: 39307
ლოტის #: 718222
დაწყება/დასრულება: 18/06/2021 17:00 - 24/06/2021 12:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 7920GEL
დასრულების დრო: 24.06.2021 12:00:00
გაყიდვის ფასი : 10197.0000 GEL
საწყისი ფასი: 9900 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 297 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ "ბათუმის ბულვარი"
მისამართი: ბათუმი / კ. გამსახურდიას 2 6000
ტელეფონი: 995-422278808
თვისებები
ბუნებრივი გაზი-ქვეყანასაქართველო
ქალაქიბათუმიწყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ქუჩა(დასახელება/ნომერი)რესტორან აჭარული სახლის გასწვრივ, რესტორან ძველი გემის გასწვრივ და 26 მაისის ქუჩის გასწვრივ
მიწის ფართობი(მ²)24Rs რუკის მხარდაჭერა-
სარგებლობაში გადაცემის ვადა2021 წლის 01 დეკემბერიტელეფონის ნომერი0422 27 88 08
;
აღწერილობა
აღწერილობა
შეთავაზება ქართული ნაყინისა და გლიასეს მწარმოებელი კომპანიებისათვის, თავიანთი ბრენდის პოპულარიზაციის მიზნით, ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე ბრენდირებული სანაყინე ჯიხურების განთავსებისათვის 
მოკლე აღწერილობა

ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

 დავით გამრეკელაშვილი - 0422 27 88 08
პირობა

შეთავაზება :

პროექტი - „ბათუმის ბულვარის ბრენდინგი “ გულისხმობს:

-         სწორად დაგეგმილი და ბულვარის საერთო ინტერიერში შერწყმული ბრენდინგის შექმნა;

-         კონცენტრირებული და სწორად დაგეგმილი კომუნიკაცია დამსვენებელზე;

-         ვიზიტორებისათვის დასვენებისა და ტურიზმის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი პირობების შექმნა;

-         უკონკურენტო ფლეისმენთი საქართველოს საზაფხულო საკურორტო ზონაში;

-         კრეატიულ საიმიჯო აქტივობების შექმნის საშუალება;

-         პირდაპირი კავშირი დამსვენებელთან;

-         ყველაზე დიდი კოეფიციენტი საიმიჯო კამპანიის„ feed beck“-ი ზაფხულის სეზონზე;

       პირობა :

-          ქონების სარგებლობაში მიმღები შეიძლება იყოს  იურიდიული პირი;

-         აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია საკუთარი სახსრებით გადაიხადოს ყველა სახის  კომუნალური მომსახურების გადასახადი და დაამონტაჟოს ყველა საჭირო მრიცხველი;

-         აუქციონში გამარჯვებულს არ აქვს უფლება იჯარის ხელშეკრულებით მიღებული უფლება-მოვალეობები, სსიპ  ბათუმის ბულვარის წინასწარი თანხმობის გარეშე გადასცეს მესამე პირს;

-         მოიჯარე ვალდებულია იჯარის გასვლის ვადის შემდგომ გადაცემული უძრავი ქონება დააბრუნოს პირვანდელ მდგომარეობაში.

-         აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია საიჯარო საწყის  ღირებულებაზე ბიჯის დანამატის შედეგად მაქსიმალური საფასურის შეთავაზება;

-         გამარჯვებული ვალდებულია 3 სამუშაო დღის განმავლობაში სსიპ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში წარმოადგინოს ბრენდირებული სანაყინე ჯიხურის ვიზუალიზაცია. (აღნიშნული ვიზუალიზაციის წარმოუდგენლობა ან/და ბულვარის მიერ მისი შეუთანხმებლობა გამოიწვევს აუქციონის შედეგების გაუქმებას).

-         გამარჯვებული ვალდებულია გამარჯვებიდან   7 სამუშაო დღის განმავლობაში ( ამ ვადაში გათვალისწინებულია ასევე ვიზუალიზაციის შეთანხმების პერიოდიც) გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება სსიპ ბათუმის ბულვართან.

-         გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა გადაიხადოს ელექტრონული აუქციონში საბოლოოდ დაფიქსირებული საიჯარო თანხა სრულად.

-         გამარჯვებულის მიერ საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში,  მას ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს თანხა არ უბრუნდება;

-         აუქციონში გამარჯვებულზე დროებით სარგებლობის უფლება  გადადის საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან;

-         იჯარის უფლების მქონე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში გადაცემული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი  გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ, მიზნობრივად - ბრენდირებული სანაყინე ჯიხურისათვის;

-         იჯარის უფლების მქონე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში  უზრუნველყოს სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მოვლა-პატრონობა და ყოველდღიური დასუფთავება.

-         თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა  იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული იურიდიული პირები, რომლებმაც  გადაიხადეს ბე ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ, გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში

მოთხოვნები და ვალდებულებები:

-         გამარჯვებული ვალდებულია 2021 წლის 05 ივლისამდე სარგებლობაში გადაცემულ ტერიტორიაზე  ( 3 ლოკაციაზე) განათავოს არაუმეტეს 8 კვ.მ.-ზე მსუბუქი კონსტრუქციის ბრენდირებული სანაყინე ჯიხური. რომლისგანაც მოხდება დამსვენებლების მომსახურება ნატურალური პროდუქტების საფუძველზე წარმოწებული ნაყინისა და გლიასეს სხვადასხვა ასორტიმენტით.

-         გამარჯვებული ვალდებულია 2021 წლის საზაფხულო სეზონის განმავლობაში მოაწყოს არანაკლებ 2 ღონისძიება სსიპ ბათუმის ბულვართან შეთანხმებით;

-         გამარჯვებული ვალდებულია ბრენდირებულ სანაყინე ჯიხურებში წარმოდგენილი პროდუქციის რეალიზაცია განახორციელოს ისე, რომ პროდუქტის საცალო ღირებულება არ აღემატებოდეს კომპანიის ქსელურ ფასს (საქართველოს მასშტაბით);  

-          გამარჯვებული  ვალდებულია,  დაამზადოს და განათავსოს საინფორმაციო ბანერი, სადაც მითითებული იქნება პროდუქციის ფასები სამ ენაზე (ქართული,ინგლისური და რუსული),  (სამივე ლოკაციაზე). აღნიშნული ბანერის ვიზუალური მხარე უნდა შეთანხმდეს სსიპ ბათუმის ბულვართან.

-         სარგებლობაში გადაცემულ ტერიტორიაზე  განთავსებული ბრენდირებული სანაყინე ჯიხურები უნდა იყოს ახალი და არ უნდა გააჩნდეს ხარვეზ(ებ)ი;

-         გამარჯვებული ვალდებულია სარგებლობაში გადაცემულ ტერიტორიაზე  განთავსებულ ბრენდირებულ სანაყინე ჯიხურებში მომსახურე პერსონალი შემოსოს  უნიფორმით, რომლის დიზაინიც უნდა შეთანხმდეს სსიპ ბათუმის ბულვართან;

შეზღუდვა:

-         აუქციონში მონაწილეობა შეუძლიათ იმ იურიდიულ პირებს/ან პირთა გაერთიანებას, რომლებიც  საქართველოში აწარმოებენ ნაყინსა და  გლიასეს და სარეალიზაციო პროდუქცია წარმოდგენილი იქნება ქსელური ფასით;

-         გამარჯვების შემდგომ კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია თავიანთი ბრენდის შესახებ:  ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, დირექტორის პირადობის მოწმობა ან/და სხვა ყველა სახის დოკუმენტაცია რაც დაადასტურებს კონკრეტულ ბრენდთან მათ სამართლებრივ ურთიერთობას.

;