ამობეჭდვის თარიღი: 29.03.2024 16:26:10
კატეგორია: იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქ. ბათუმში ლეონიძის ქ. №13-ის მიმდებარედ არსებული 95,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 05.25.11.407) იჯარის უფლებით სარგებლობაში გადაცემა
განაცხადის #:52IMF121
აუქციონის #: 52
ლოტის #: 1
დაწყება/დასრულება: 21/07/2021 16:00 - 03/08/2021 14:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 75 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 1250GEL
დასრულების დრო: 03.08.2021 14:30:00
გაყიდვის ფასი : 10000.0000 GEL
საწყისი ფასი: 2500 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 100 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ქალაქ ბათუმის მერია
მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. ასათიანის ქ. N25/ ფაქტ: ქ. ბათუმი ლერმონტოვის ქ. N90ა
ტელეფონი: 995-(0422)272606
თვისებები
ბუნებრივი გაზი-ქვეყანასაქართველო
ქალაქიბათუმიწყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ქუჩა(დასახელება/ნომერი)ლეონიძის ქ. №13-ის მიმდებარედ
ბრძანების ნომერიბ14.14212025მიწის ფართობი(მ²)95
საკადასტრო კოდი05.25.11.407Rs რუკის მხარდაჭერა-
ამონაწერი საჯარო რეესტრიდანსაკადასტრო რუკაhttps://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFPzH6VTkNTPLlY4JI]luHlnOPw7FMY7H]AXrtpaUGQrE
სარგებლობაში გადაცემის ვადა5ტელეფონის ნომერი577 925224
;
აღწერილობა
აღწერილობა

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებულ, ქ. ბათუმში ლეონიძის ქ. №13-ის მიმდებარედ არსებული 95,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 05.25.11.407) იჯარის უფლებით სარგებლობაში გადაცემის მიზნით

აუქციონის ჩატარების პირობები: იხილეთ „წესები და პირობები“, ასევე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესები“, აუქციონში გამარჯვებულთან გარიგების გაფორმებისა და აუქციონში გამარჯვებულის პასუხისმგებლობის პირობები განისაზღვრება ამავე დადგენილებითა და „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2018 წლის 11 აპრილის N37 დადგენილებით.

ყურადღება:
ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს გადახდის წესები:  იხილეთ გრაფა "გადახდები". რეგისტრირებული მომხმარებლისათვის  ხელმისაწვდომია ბეს  გადახდის ფორმები (რომლებიც შეიცავენ ინფორმაციას გადამხდელის, ლოტის, აუქციონატორის შესახებ, დასახელებისა და ანგარიშის/ანგარიშების ნომრ(ებ)ის, ბეს თანხის მითითებით) აღნიშნულისათვის იხილეთ გრაფა: "დანიშნულება".

აუქციონში გამარჯვების პირობაა მაქსიმალური ფასის დასახელება, რომელიც უნდა აღემატებოდეს გამოცხადებულ საწყის საფასურს, არანაკლებ ერთი ბიჯისა (ქონება ითვლება განკარგულად ელექტრონულ აუქციონში საბოლოო  თანხის შემომთავაზებელ მონაწილეზე).

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვების თაობაზე შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გამოცხადდეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურში და ხელშეკრულების დასადებად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია. ხელშეკრულება უნდა დაიდოს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.

აუქციონში გამარჯვებულს გადახდილი ბე/საგარანტიო თანხა ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას, მის მიერ ელექტრონულ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს (სრულ ღირებულებას) და საგარანტიო თანხას/„ბე-ს“  ოდენობას შორის არსებული სხვაობის მითითებულ ვადაში სრულად გადახდის შემთხვევაში, ხოლო თუ წარმოდგენილია საბანკო გარანტია (საგარანტიო ფურცელი), საბანკო გარანტია უბრუნდება უკან, მის მიერ აუქციონზე განკარგული ქონების სრული საფასურის დადგენილ ვადებში სრულად გადახდის შემთხვევაში.

თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადეს ბე, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში მონაწილეობისათვის გადახდილი ბე სრულად ირიცხება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა ან აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, სრულად არ გადაიხადა ქონების სარგებლობის  სრული ღირებულება, ასევე, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესებით“  და „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2018 წლის 11 აპრილის N37 დადგენილებით განსაზღვრული წესი და პირობები.

დაინტერესებულ პირს  დამატებითი ინფორმაციისათვის შეუძლია მიმართოს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურს (მის. ქ. ბათუმი, სულხან-საბა ორბელიანის ქ. N10; ტელ: (0422) 24 63 15; 24 63 06; 577 92 52 24 ; საკონტაქტო პირი - ხათუნა ალიშანიძე)

მოკლე აღწერილობა

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებულ, ქ. ბათუმში ლეონიძის ქ. №13-ის მიმდებარედ არსებული 95,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 05.25.11.407) იჯარის უფლებით სარგებლობაში გადაცემის მიზნით

პირობა


      აუქციონის პირობები:

1.     მოიჯარეს (აუქციონი გამარჯვებულს) უფლება აქვს იჯარის უფლებით სარგებლობაში მიღებულ მიწის ნაკვეთზე განათავსოს  ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პლიტიკის სამსახურთან შეთანხმებული პროექტის მიხედვით მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობა.

2.       წლიური სარგებლობის საფასურის (იჯარის) გადახდა ხორციელდება თანაბარწილად კალენდარული წლის 01 ივნისამდე და 01 დეკემბრამდე. ხელშეკრულების ვადის გასვლამდე ბოლო სახელშეკრულებო წლის სარგებლობის საფასური სრულად უნდა იქნეს გადახდილი. აუქციონში გამარჯვებულს გადახდილი ,,ბე ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო წლის გადასახდელი ქირის ოდენობაში. იჯარის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მიუხედავად ხელშეკრულების შეწყვეტის დროისა, მოიჯარე (აუქციონში გამარჯვებული) სრულად იხდის იმ სახელშეკრულებო წლის სარგებლობის საფასურს, როდესაც მოხდა ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა.

სარგებლობაში გადაცემის ვადა: 05 წელი

;