|
![]() |
კატეგორია:
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, არამატერიალური ქონებრივი სიკეთის - შპს "საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის" (ს/ნ 212917183) 100%-იანი წილის (სასყიდლით, პირობებით) პრივატიზებისათვის
განაცხადის #:10FBP121 აუქციონის #: 10 ლოტის #: 1 დაწყება/დასრულება: 04/08/2021 17:00 - 19/08/2021 17:00 ლოტის სტატუსი: ჩაშლილი ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 350000GEL
მიმდინარე ფასი :
567017 GEL
საწყისი ფასი: 567017 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10000 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: ქალაქ ქუთაისის მერია მისამართი: ქალაქი ქუთაისი, რუსთაველის გამზირი N3 ტელეფონი: 971- |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | ქუთაისი | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | ქუთაისი | ბრძანების ნომერი | ბ44.442121516 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | კრედიტორული დავალიანება | 607692 | წილის პროცენტი | 100 | გადახდის პერიოდი | 30 | საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა | 30 | ტელეფონის ნომერი | 595-22-09-89 |
აღწერილობა
|
აღწერილობა |
| |
მოკლე აღწერილობა | იყიდება, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთე - შპს "საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის" (ს/ნ 212917183) 100%-იანი წილი (სასყიდლით, პირობებით). | |
პირობა | სააუქციონო პირობები მყიდველი ვალდებულია: 1. შპს ,,საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ (ს/ნ 212917183) 100%-იანი წილის გადაცემიდან არაუგვიანეს 2021 წლის 31 აგვისტომდე, არსებული კრედიტორული დავალიანების დასაფარად, განახორციელოს 670 000.00 (ექვსასსამოცდაათი ათასი) - ლარის ინვესტიცია, ხოლო არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრამდე განახორციელოს არანაკლებ 1 800 000.00 (ერთი მილიონ რვაასი ათასი) ლარის ინვესტიცია. 2. მართოს შპს ,,საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი“ (ს/ნ 212917183) როგორც გულისხმიერმა მფლობელმა, კეთილსინდისიერი კომერსანტის ძალისხმევით, მოიძიოს ინვესტორები, დონორები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემოსავლის სხვა წყაროები. შპს ,,საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ (ს/ნ 212917183) განვითარებისათვის, ყოველწლიურად განახორციელოს მინიმუმ 1 000 000.00 (ერთი მილიონი) ლარის ინვესტიცია, გარდა ფეხბურთის განვითარების ფონდიდან მიღებული დაფინანსებისა. ამასთან, აღნიშნულ თანხაში არ შედის შპს ,,საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ (ს/ნ 212917183) მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი. 3. უეფასა და ეროვნული ლიცენზიის ყოველწლიურად ასაღებად, კომპანიაში შექმნას საჭირო პირობები, ლიცენზირების დებულებების შესაბამისად. უზრუნველყოს, კომპანიის საფეხბურთო გუნდების შესაბამის ლიგებში ასპარეზობა. საკუთრებაში გადაცემული კომპანიის გამართულად ფუნქციონირებისათვის, ყოველწლიურად უზრუნველყოს საჭირო პირობების შექმნა. 4. უზრუნველყოს საფეხბურთო სკოლა-აკადემიისა და ბავშვთა გუნდების ფუნქციონირება (წელიწადში 100-200 ბავშვზე), ოფიციალური მატჩებისა და სასწავლო-საწვრთნელი პროცესი, ფიფას, უეფას და საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის დებულებით დადგენილი პირობების შესაბამისად. 5. უზრუნველყოს, რომ საფეხბურთო კლუბმა შეასრულოს უეფასა და საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ დადგენილი საკლუბო ლიცენზირების სავალდებულო მოთხოვნები და სხვა სტანდარტები. 6. დაიცვას ადგილობრივ და უეფას საკლუბო შეჯიბრებებში მონაწილეობისათვის კლუბების ლიცენზირების დებულებებით დადგენილი „სამი წლის“ წესი. (უეფას საკლუბო შეჯიბრებებში მონაწილეობისათვის კლუბების ლიცენზირების დებულების მე-11 მუხლის შესაბამისად). 7. ყოველი საანგარიშო წლის ბოლოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგინოს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 ოქტომბრის N17 ბრძანების მე-2 მუხლით განსაზღვრული აუდიტორების/აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში www.saras.gov.ge -ზე რეგისტრირებული აუდიტორის ან/და აუდიტორული კომპანიის დადასტურება, ინვესტორის ფინანსური შემოსავლების გამჭვირვალეობის შესახებ. 8. აიღოს პასუხისმგებლობა შპს „საფეხბურთო კლუბ ტორპედო ქუთაისის“ (ს/ნ 212917183) მიმართ მესამე პირთა მიერ წაყენებულ, მათ შორის ამ ეტაპზე აღიარებულ, დადასტურებულ ან/და აუღიარებელ, დაუდასტურებელ მოთხოვნებზე/ვალდებულებებზე (გარდა პირველ პუნქტში მითითებული ვალდებულებისა) არაუმეტეს 3 000 000 (სამი მილიონი) ლარის ფარგლებში. კერძოდ, წინამდებარე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ მოთხოვნებზე/ვალდებულებებზე: ა) შპს „საფეხბურთო კლუბ ტორპედო ქუთაისს“ პოტენციური ინვესტორებისაგან (შპს „ქოფიმა“ ს/ნ 405033743; და შპს „არგონავტიკა“ ს/ნ 406318364, რომლებთაც სურვილი ჰქონდათ სიმბოლურ ფასად საკუთრებაში მიეღოთ შპს „საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ 100%-იანი წილი) 2020-21 წლებში ინვესტიციის სახით მიღებული აქვს 2 754 640,83 (ორი მილიონ შვიდასორმოცდათოთხმეტი ათას ექვსასორმოცი ლარი და 83 თეთრი) ლარი. მათ შორის, შპს „ქოფიმადან“ 2 297 950,83 (ორი მილიონ ორასოთხმოცდაჩვიდმეტიათას ცხრაასორმოცდაათი) ლარი, შპს „არგონავტიკიდან“ 456 690.00 (ოთხასორმოცდათექვსმეტი ათას ექვსას ოთხმოცდაათი) ლარი. ინვესტორების მიერ განხორციელებული ინვესტიციის უკან დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია აწარმოოს მოლაპარაკება ან/და დავა შპს „ქოფიმასთან“ და შპს „არგონავტიკასთან“ და მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მითითებული საინვესტიციო თანხის შპს „ქოფიმას“ (ს/ნ 405033743) და შპს „არგონავტიკისათვის“ (ს/ნ 406318364) დაბრუნება. 9. შპს „საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ (ს/ნ 212917183) ადგილობრივ ან/და საერთაშორისო, (როგორც ოფიციალური, ასევე ამხანაგური), ასევე, უეფას მატჩებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, ყოველწლიურად, საფეხბურთო სეზონის დაწყებამდე, არანაკლებ 10 (ათი) სამუშაო დღისა, წარმოადგინოს არანაკლებ 4 000 000 (ოთხი მილიონი) ლარის საბანკო გარანტია (მხოლოდ საბანკო დაწესებულებიდან, ამასთან, მიკროსაფინანსო ან/და სადაზღვევო ორგანიზაციიდან გაცემული საბანკო გარანტია არ დაიშვება), საბანკო გარანტიის ვადა არ უნდა იყოს საფეხბურთო სეზონის ხანგრძლივობაზე ნაკლები. 10. საქართველოს ფეხბურთის განვითარების პროგრამის გაგრძელების შემთხვევაში უზრუნველყოს შპს ,,საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ (ს/ნ 212917183) განვითარებისათვის თანხის მოზიდვა ყოველწლიურად არანაკლებ 2 500 000.00 (ორი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით. 11. საქართველოს ფეხბურთის განვითარების პროგრამის დასრულების შემთხვევაში ყოველწლიურად უზრუნველყოს შპს ,,საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ (ს/ნ 212917183), განვითარებისათვის თანხის მოზიდვა ყოველწლიურად, არანაკლებ 4 000 000.00 (ოთხი მილიონი) ლარის ოდენობით. 12. არ შეცვალოს შპს ,,საფეხბურთო კლუბ ტორპედო ქუთაისის“ (ს/ნ 212917183) სპორტული პროფილი „ფეხბურთი“ და სახელწოდება. 13. მოზიდული ინვესტიციის 10% გამოიყენოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებისათვის, თუ აღნიშნული არ შეეწინააღმდეგება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას. 14. მყიდველი ვალდებულია აანაზღაუროს შპს ,,საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ (ს/ნ 212917183) ყოველგვარი დავალიანება კრედიტორების წინაშე. 15. ზემოაღნიშნული პირობებიდან ერთ-ერთის შეუსრულებლობის შემთხვევაში შპს ,,საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ (ს/ნ 212917183) 100%-იანი წილი საკუთრებაში უბრუნდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს. ამასთან, მყიდველი ვალდებულია გაუმჯობესებული ქონება ყოველგვარი დავალიანების გარეშე დააბრუნოს დაუყონებლივ შესაბამისი სარეგისტრაციო და სხვა საჭირო პროცედურების გავლის უზრუნველყოფის ჩათვლით, რის შემდგომაც გამყიდველი იმსჯელებს ხელშეკრულების შეწყვეტაზე. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი თავის მხრივ იღებს ვალდებულებას, ხელი შეუწყოს მყიდველს, ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში, რისთვისაც, კანონით დადგენილი წესით, სარგებლობაში გადასცემს საფეხბურთო ბაზას. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |