ამობეჭდვის თარიღი: 27.09.2024 02:19:19
კატეგორია: სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ხაშურის მუნიციპალიტეტი, სოფ. ვაყას მიმდებარე ტერიტორიზე არსებული ჭაბურღილიდან მიწისქვეშა თერმული წყლის (თბოენერგეტიკული დანიშნულებით) მოპოვება (კატეგორია - Р, მოსაპოვებელი წიაღისეულის ჯამური მოცულობა წელიწადში 2 000 მ3).
განაცხადის #:407OTH1321
აუქციონის #: 407
ლოტის #: 13
დაწყება/დასრულება: 28/09/2021 12:00 - 28/09/2021 18:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 1200GEL
მიმდინარე ფასი : 10000 GEL
საწყისი ფასი: 10000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 1000 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო
მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N 150
ტელეფონი: 971-(032)2950030
თვისებები
ქვეყანასაქართველოRs რუკის მხარდაჭერა-
ტელეფონის ნომერი2950030გადახდის პერიოდი15
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ხაშურის მუნიციპალიტეტი, სოფ. ვაყას მიმდებარე ტერიტორია
;
აღწერილობა
აღწერილობა

ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ

გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ელექტრონულ აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას.

ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულზე შესაბამისი ლიცენზია გაიცემა მის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული თანხის გადახდის დადასტურებიდან 30 კალენდარულ დღის ვადაში.

გთხოვთ, ისარგებლოთ eauction.ge-ის ანგარიშსწორების ახალი სისტემით: საგარანტიო თანხის ღირებულების  გადახდა შესაძლებელია საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით და სს „ლიბერთი ბანკში“ ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით. ორივე მეთოდით გადახდილი (ზუსტი ფორმით) თანხა ავტომატურად  აისახება ელექტრონული აუქციონის სისტემაში. გადახდის განსახორციელებლად  მომხმარებელი ბანკში წარადგენს ლოტის განაცხადის ნომერს (რომელზეც სურს რომ  მოახდინოს გადახდა) და აუქციონზე რეგისტრირებული მომხმარებლის მონაცემს (ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი).

დამატებითი ინფორმაციისათვის  მოგვმართეთ:   (+995) 32 2601 601   ან (+995) 32  950 030
პირობა

საგარანტიო თანხა მოიცავს 200 ლარიან სალიცენზიო მოსაკრებელს.

სარგებლობის ლიცენზიის ვადა 25 წელი.

ა) მოპოვებული მიწისქვეშა თერმული წყლის რაოდენობრივი აღრიცხვა წარმოებს დამონტაჟებული და დალუქული მრიცხველის ჩვენების მიხედვით. ამ მიზნით ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია შეიძინოს, დაამონტაჟოს, შეაკეთოს, შეცვალოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სახის მოწყობილობები, დანადგარები და სხვა საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფს აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავს მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან;
) აღრიცხვის კვანძის მოწყობის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ლიცენზიის გამცემს;
) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, მიწისქვეშა თერმული წყლის  მოპოვება განახორციელოს დამონტაჟებული და დალუქული მრიცხველის მეშვეობით. ამასთან, მრიცხველი და, შესაბამისად, აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა სახის ელემენტები (დანადგარები) უნდა იყოს დაცული მათ მუშაობაში უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან, რათა არ მოხდეს მრიცხველის ჩვენების შეცვლა ან სხვა სახის ხელყოფა. აგრეთვე, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, არ დაუშვას მიწისქვეშა თერმული  წყლის  მოპოვება მრიცხველის გვერდის ავლით ან მის გარეშე;
) აღრიცხვის კვანძი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს. აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს ისე, რომ დაინტერესებულ პირს ჰქონდეს მრიცხველის ჩვენების აღების საშუალება;
)  ლუქის ახსნა-დადება და შესაბამისი აქტის შედგენა  რეგულირების საფასურის გადამხდელთა სალიცენზიო ობიექტებზე ხორციელდებალიცენზიის გამცემი ორგანოს საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ, ყველა სხვა  შემთხვევაში კილიცენზიის მფლობელის მიერ, მისი ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
) ლიცენზიანტი, რომელსაც არ ეხება რეგულირების საფასურის გადახდა, ვალდებულია, ლუქის ახსნის/დადების პროცესის ამსახველი დოკუმენტაცია წარუდგინოს ლიცენზიის გამცემს მისი განხორციელებიდან არაუგვიანეს 5 დღისა. დოკუმენტაცია მოიცავს ფოტომასალას ჭაბურღილის, ჭის ან/და წყაროს X და Y კოორდინატების მითითებით, ფოტოზე ასევე დატანილი უნდა იყოს მოქმედების განხორციელების თარიღი;
) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ჭაბურღილის თავმორთულობის მოწყობა-მოწესრიგება, ხოლო თვითმდენი ჭაბურღილის შემთხვევაშიმისი ჰერმეტიზაციაც;
თ) ლიცენზიის მფლობელმა უზრუნველყოს ჭაბურღილის შემოღობვა. ასევე,  ჭაბურღილიდან უნდა აღიკვეთოს წყლის უმოზნოდ დათვრა;
ი) ლიცენზიის მფლობელმა აწარმოოს მონიტორინგული დაკვირვებები წყლის დებიტზე, ტემპერატურასა და ქიმიურ შედგენილობაზე.
კ) მონიტორინგის მასალებზე დაყრდნობით, ლიცენზიის მიღებიდან 2 (ორი) წლის ვადაში შეადგინოს წყლის მარაგების ანგარიში და უზრუნველყოს მისი შესაბამის ორგანოში დასამტკიცებლად წარდგენა;
ლ) ლიცენზიის მფლობელმა უზრუნველყოს სანიტარული ზონების დაცვა;
მ) ექსპლუატაციის პერიოდში უნდა განხორციელდეს მუდმივი ჰიდროქიმიურ-რეჟიმული დაკვირვებები და სანიტარულ-ბაქტერიოლოგიური კონტროლი;
) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის შესახებ შესაბამისი ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ლიცენზიის გამცემს დასამტკიცებლად წარუდგინოს სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით).
) დაცული იქნეს „ბუნებრივი რესურსით სარგებლობისათვის“ საქართველოს კანონით და გარემოსდაცვითი კანონმდებლობით, ასევე შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი პირობები და  ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილი მოთხოვნები.


აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო თანხის გადახდა გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში.

მოკლე აღწერილობა
;