ამობეჭდვის თარიღი: 22.11.2024 21:51:22
კატეგორია: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, არამატერიალური ქონებრივი სიკეთის - შპს "საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის" (ს/ნ 212917183) 100%-იანი წილის (სასყიდლით, პირობებით) პრივატიზებისათვის
განაცხადის #:11FBP121
აუქციონის #: 11
ლოტის #: 1
დაწყება/დასრულება: 27/08/2021 17:00 - 01/09/2021 17:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 350000.00GEL
დასრულების დრო: 01.09.2021 17:00:00
გაყიდვის ფასი : 577017.0000 GEL
საწყისი ფასი: 567017.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10000.00 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ქალაქ ქუთაისის მერია
მისამართი: ქალაქი ქუთაისი, რუსთაველის გამზირი N3
ტელეფონი: 971-
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)რუსთაველის გამზირი N3Rs რუკის მხარდაჭერა-
საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა30წილის პროცენტი100.00
ტელეფონის ნომერი595-220-989ბრძანების ნომერიბ44.44212392
გადახდის პერიოდი30ქალაქიქუთაისი
ქვეყანასაქართველო
;
აღწერილობა
აღწერილობა

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაუკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601.

                    აუქციონის შედეგების ოქმის საფუძველზე, 15 კალენდარული დღის ვადაში ფორმდება, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს შორის წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება. აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) დღის განმავლობაში

ელექტრონული აუქციონის შედეგები გაუქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობი და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ჩაირიცხება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, თუ:
ა) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;
ბ) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, სრულად არ გადაიხადა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება;

                  თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც გადაიხადეს ბე ან წარმოადგინეს/გააქტიურეს (ელქტრონულად) უპირობო გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, (არ დადებენ ბიჯს) ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

მოკლე აღწერილობაიყიდება, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთე - შპს "საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის"  (ს/ნ 212917183) 100%-იანი წილი (სასყიდლით, პირობებით).
პირობა

სააუქციონო პირობები

მყიდველი ვალდებულია: 1. შპს ,,საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ (საიდენტიფიკაციო კოდის №212917183) 100%-იანი წილის გადაცემიდან არაუგვიანეს 2021 წლის 30 სექტემბრამდე არსებული კრედიტორული დავალიანების დასაფარად, განახორციელოს 670 000.00 (ექვსასსამოცდაათიათასი) - ლარის ინვესტიცია, ხოლო არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრამდე განახორციელოს არანაკლებ 1 800 000.00 (ერთი მილიონ რვაასი ათასი) ლარის ინვესტიცია.

2. მართოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი“ (საიდენტიფიკაციო კოდის №212917183) როგორც გულისხმიერმა მფლობელმა, კეთილსინდისიერი კომერსანტის ძალისხმევით, მოიძიოს ინვესტორები, დონორები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემოსავლის სხვა წყაროები, რათა კლუბის წლიურმა ბიუჯეტმა შეადგინოს მინიმუმ 4 000 000.00 (ოთხი მილიონი) ლარი.

3. უეფასა და ეროვნული ლიცენზიის ყოველწლიურად ასაღებად, კომპანიაში შექმნას საჭირო პირობები, ლიცენზირების დებულებების შესაბამისად. უზრუნველყოს, კომპანიის საფეხბურთო გუნდების შესაბამის ლიგებში ასპარეზობა. საკუთრებაში გადაცემული კომპანიის გამართულად ფუნქციონირებისათვის, ყოველწლიურად უზრუნველყოს  საჭირო პირობების შექმნა.

4. უზრუნველყოს საფეხბურთო სკოლა-აკადემიისა და ბავშვთა გუნდების ფუნქციონირება (წელიწადში 100-200 ბავშვზე), ოფიციალური მატჩებისა და სასწავლო-საწვრთნელი პროცესი, ფიფას, უეფას და საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის დებულებით დადგენილი პირობების შესაბამისად.

5. უზრუნველყოს, რომ საფეხბურთო კლუბმა შეასრულოს უეფასა და საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ დადგენილი საკლუბო ლიცენზირების სავალდებულო მოთხოვნები და სხვა სტანდარტები.

6. დაიცვას ადგილობრივ და უეფას საკლუბო შეჯიბრებებში მონაწილეობისათვის კლუბების ლიცენზირების დებულებებით დადგენილი „სამი წლის“ წესი. (უეფას საკლუბო შეჯიბრებებში მონაწილეობისათვის კლუბების ლიცენზირების დებულების მე-11 მუხლის შესაბამისად).

7. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ (საიდენტიფიკაციო კოდის №212917183) 100%-იანი წილის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგინოს „ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 ოქტომბრის №17 ბრძანების მე-2 მუხლით განსაზღვრული აუდიტორების/აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში www.saras.gov.ge-ზე რეგისტრირებული პირველი, ან მეორე კატეგორიის აუდიტორული კომპანიის დადასტურება, ინვესტორი იურიდიული პირის ფინანსური შემოსავლების გამჭვირვალეობის შესახებ.

8. უზრუნველყოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული (მოსარჩელე: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ქოფიმა“ (საიდენტიფიკაციო კოდის №405033743), მოპასუხე: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი“ (საიდენტიფიკაციო კოდის №212917183), საქმე №2/1978-21) საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებ(ებ)იდან გამომდინარე/წარმოშობილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისისა“ და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიმართ არსებული ყოველგვარი მოთხოვნის, ასევე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისისა“ და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიმართ წარმოშობილი ყოველგვარი (მათ შორის, სამომავლო) პრეტენზიის/მოთხოვნის (მათ შორის, საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ დადგენილი) დაკმაყოფილება  არაუმეტეს 3 000 000 (სამი მილიონი) ლარის ფარგლებში, საკუთარი სახსრებით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისისა“ და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ.

9. თუ იარსებებს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ ფინანსური მდგრადობის, მათ შორის სახელფასო დავალიანების წარმოქმნის რისკი, ინვესტორი ვალდებულია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის შემთხვევაში, 7 სამუშაო დღის ვადაში, წარმოადგინოს 4 000 000 (ოთხი მილიონი) ლარის საბანკო გარანტია შესაბამისი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად (ამასთან, მიკროსაფინანსო ან/და სადაზღვევო ორგანიზაციიდან გაცემული საბანკო გარანტია არ დაიშვება).

10. არ შეცვალოს შპს ,,საფეხბურთო კლუბ ტორპედო ქუთაისის“ (საიდენტიფიკაციო კოდის №212917183)  სპორტული პროფილი „ფეხბურთი“ და სახელწოდება.

11. მოზიდული ინვესტიციის 10% გამოიყენოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებისათვის, თუ აღნიშნული არ შეეწინააღმდეგება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას.

12. მყიდველი ვალდებულია აანაზღაუროს შპს ,,საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ (საიდენტიფიკაციო კოდის №212917183) ყოველგვარი დავალიანება კრედიტორების წინაშე.

13. ზემოაღნიშნული პირობებიდან ერთ-ერთის შეუსრულებლობის შემთხვევაში შპს ,,საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ (საიდენტიფიკაციო კოდის №212917183) 100%-იანი წილი საკუთრებაში უბრუნდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს. ამასთან,  მყიდველი ვალდებულია გაუმჯობესებული ქონება ყოველგვარი დავალიანების გარეშე დააბრუნოს დაუყონებლივ შესაბამისი სარეგისტრაციო და სხვა საჭირო პროცედურების გავლის უზრუნველყოფის ჩათვლით, რის შემდგომაც გამყიდველი იმსჯელებს ხელშეკრულების შეწყვეტაზე.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი თავის მხრივ იღებს ვალდებულებას, ხელი შეუწყოს მყიდველს, ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში, რისთვისაც, კანონით დადგენილი წესით, სარგებლობაში გადასცემს საფეხბურთო ბაზას.

;