ამობეჭდვის თარიღი: 05.02.2025 18:01:41
კატეგორია: სხვა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი წყვილთვალები, წყვილთვალის ღერძები და თვლები
განაცხადის #:193GUC121
აუქციონის #: 193
ლოტის #: 1
რაოდენობა: 2644
დაწყება/დასრულება: 24/09/2021 14:00 - 15/10/2021 14:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 125600GEL
მიმდინარე ფასი : 1255830 GEL
საწყისი ფასი: 1255830 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 20000 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: საქართველოს რკინიგზა
მისამართი: ქ.თბილისი, თამარ მეფის გამზ. #15
ტელეფონი: 995-
თვისებები
მდგომარეობაცუდიქუჩა(დასახელება/ნომერი)ოსიაურის დასახლება. ხაშურის სავაგონო დეპო
მწარმოებელირუსეთიტელეფონის ნომერი591199367
ზომის ერთეულიცალირაოდენობა2644
გადახდის პერიოდი50ქალაქიხაშური
ქვეყანასაქართველო
;
აღწერილობა
პირობა

 ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, "მყიდველთან" ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება, იმ პირობების გათვალისწინებით, რომლის შინაარსიც გამოქვეყნებულია ლოტის საინფორმაციო ველში (იხ. მიმაგრებული ფაილი "ნასყიდობის ხელშეკრულება" და "სააუქციონო პირობები").

 შეძენილი ქონების საფასურის (აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი, გადახდილი საგარანტიო თანხის („ბე“-ს )გამოკლებით) გადახდის ვადაა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან - 20 კალენდარული დღე;

შეძენილი ქონების "მყიდველისთვის" გადაცემა განხორციელდება ეტაპობრივად.

  სარეალიზაციო ქონებისა  და აუქციონის  პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ს/ს ”საქართველოს რკინიგზაში”. მის: ქ. თბილისი, თამარ მეფისგამზ. N15.

      საკონტაქტო ტელეფონი:   

  ინფორმაცია ქონების შესახებ: 5 91 19 93 67;

  იურიდიულ საკითხებზე: 5  91 19 90 05;

   ტექნიკურ საკითხებზე:  5 91 19 00 58.
 
 

მოკლე აღწერილობა

სს "საქართველოს რკინიგზა" აცხადებს ელექტრონულ აუქციონს მის საკუთრებაში არსებული 95 ერთეული ექსპლუატაციისათვის უვარგისი, საბუქსე კვანძებით დაუკომპლექტებელი წყვილთვალის, 2402 ერთეული წყვილთვალის თვალის და 147 ერთეული წყვილთვალის ღერძის რეალიზების მიზნით.

აღწერილობა

   სარეალიზაციოდ გამოტანილი წყვილთვალების , წყვილთვალების ღერძებისა და წყვილთვალების  თვლების მახასიათებლები (ადგილმდებარეობა, ნომრული სია, ღერძის ტიპი, ღერძის ნომერი, აშენებისა და ფორმირების წლები) წარმოდგენილია დანართების 1,2 3 სახით.

   წყვილთვალების ღერძები დამზადებულია მაღალი ხარისხის ფოლადისაგან, მარკით ОС, ხოლო წყვილთვალის თვლები ფოლადით, მარკით 2 ან Т. შეძენილი ქონება "მყიდველს" გადაეცემა ხაშურის სავაგონო დეპოში, შესაბამისი მიღება-გადაცემის აქტ(ებ)ის შედგენით.

"მყიდველი" ვალდებულია რეალიზებული ქონების გადაცემის შესახებ "გამყიდველის" მხრიდან შეტყობინების მიღებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში გამოცხადდეს შეტყობინებაში მითითებულ ადგილზე და ჩაიბაროს შეძენილი ქონება, მიღება-გადაცემის აქტ(ებ)ის გაფორმებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში კი უზრუნველყოს სს "საქართველოს რკინიგზის" ტერიტორიიდან გატანა. წინააღმდეგ შემთხვევაში "მყიდველს" დაეკისრება შეძენილი ქონების შენახვის ხარჯი, ქონების სარეალიზაციო ღირებულების 0.1%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. შეტყობინებიდან 10 დღის ვადაში, შეტყობინებაში მითითებულ ადგილზე "მყიდველის" გამოუცხადებლობის ან მისი მიზეზით მიღება-გადაცემია აქტ(ებ)ის გაუფორმებლობის შემთხვევაში, 20 დღიანი ვადის ათვლა დაიწყება შეტყობინებიდან მე-11 დღეს.

  "მყიდველი" ვალდებულია უზრუნველყოს ელექტრონულ აუქციონზე შეძენილი ქონების საკუთარი ხარჯით გატანა (დატვირთვა-გადმოტვირთვა და ტრანსპორტირება).

;