ამობეჭდვის თარიღი: 28.03.2024 19:32:53
კატეგორია: არასასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ქალაქ ბორჯომში, რუსთაველის ქუჩა N107-ში მდებარე 8864 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები
განაცხადის #:1701BV121
აუქციონის #: 1701
ლოტის #: 1
საქმის ნომერი: 2021030472308
დაწყება/დასრულება: 18/10/2021 18:00 - 01/11/2021 17:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 282300GEL
მიმდინარე ფასი : 470500 GEL
საწყისი ფასი: 470500 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 3000 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო”
მისამართი: თბილისი, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზირი #49ა.
ტელეფონი: 995-1420
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ქალაქი ბორჯომი, რუსთაველის ქუჩა N107ქვეყანასაქართველო
ქალაქიბორჯომისაქმის ნომერი2021030472308
ბრძანების ნომერი1/1-5373საკადასტრო კოდი64.23.07.022
Rs რუკის მხარდაჭერა-წყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
გადახდის პერიოდი30ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
საკადასტრო რუკაhttps://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFFsk]xsTj1nz5[mPaqfz]1Vsei1wL9HQwuE0fW3lzS8rსაბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა45
ტელეფონის ნომერი2601601ქონების ტიპიუძრავი ქონება
;
აღწერილობა
აღწერილობა

შენიშვნა:

 

 

 

ა) საპრივატიზებო მიწის ნაკვეთებზე გადის სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული დაურეგისტრირებელი ხაზოვანი ნაგებობა (ელ. გადამცემი ხაზი).  მყიდველმა   შეძენილ ობიექტზე სამუშაოების წარმოება უნდა განახორციელოს ,,ელექტრონული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ” საქართველოს მთავრობის  2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებისა და ,,ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის №134 დადგენილების სრული დაცვით.ბ) საპრივატიზებო მიწის ნაკვეთის ნაწილზე (272 კვ.მ) ვრცელდება სერვიტუტის უფლება.გ)საპრივატიზებო ობიექტზე განთავსებული მოძრავი ქონება არ წარმოადგენს პრივატიზების საგანს; დ) საპრივატიზებო   ობიექტს  იყენებს  პირი მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი  დოკუმენტის  გარეშე; ე) საპრივატიზებო მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ღობე;ვ) საპრივატიზებო ობიექტი მდებარეობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალში, შესაბამისად მასზე შესაძლოა ვრცელდებოდეს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხლით დადგენილი ის შეზღუდვები და რეგულაციები რაც უკავშირდება, კულტურული მემკვიდრეობის ინდივიდუალური დაცვის ზონაში ჩასატარებელ ქმედებებს

ყურადღება!

  1. აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით;
  2. ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს (საგარანტიო თანხის) გადახდა შესაძლებელია: ნაღდი ანგარიშსწორებით  სს  ,,ლიბერთი ბანკში”, ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით, ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით.
  3. 30 კალენდარულ დღეში საპრივატიზებო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგები. მკაცრად რეკომენდირებულია საპრივატიზებო საფასურის გადახდა 25 დღის განმავლობაში.
  4. მყიდველი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად მიმართოს სსიპ ,,იუსტიციის სახლის”  ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს (ფილიალს) აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის  ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგი.
  5. გამარჯვებულის მიერ გადახდილი "ბე"-ს (საგარანტიო) თანხა ითვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.
  6. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე : (+995) 32  2  981-111 (სსიპ  ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო”)   (+995) 32  2  601 601 (www.eauction.ge).
  7. აუქციონის გამოცხადების შესახებ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ შესაბამისი ბრძანება იხილეთ თანდართული ფაილის სახით.
  8. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანების მე-4 მუხლის შესაბამისად  დადგენილ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში ელექტონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი "ბე"-ს (საგარანტიო) თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.

მოკლე აღწერილობა

8864 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების  (ს.კ N64.23.07.022); 

ობიექტის შესაძლო, სამომავლო განვითარების პროპილი-სასტუმრო კომპლექსი
პირობა 
;