ამობეჭდვის თარიღი: 15.01.2025 16:02:44
კატეგორია: არასასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:უძრავი ქონებისა და მასთან დაკავშირებული მოთხოვნების გაყიდვა
განაცხადის #:199GUC121
აუქციონის #: 199
ლოტის #: 1
რაოდენობა: 10245
დაწყება/დასრულება: 10/12/2021 12:00 - 20/12/2021 12:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 12260039.6GEL
მიმდინარე ფასი : 41138196.9 GEL
საწყისი ფასი: 41138196.9 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 3099.1 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: საქართველოს რკინიგზა
მისამართი: ქ.თბილისი, თამარ მეფის გამზ. #15
ტელეფონი: 995-
თვისებები
ქვეყანასაქართველოქალაქითბილისი
რაოდენობა10245მიწის ფართობი(მ²)10245.00
შენობის ფართობი(მ²)6437საკადასტრო კოდი01.17.12.002.037
Rs რუკის მხარდაჭერა-წყალი და კანალიზაცია+
ელექტრო მომარაგება+ბუნებრივი გაზი+
გადახდის პერიოდი10საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა90
ამონაწერი საჯარო რეესტრიდანზომის ერთეულიკვადრატული მეტრი
ტელეფონის ნომერი971-ქუჩა(დასახელება/ნომერი)ქ. თბილისი, მოსკოვის გამზ. N2
;
აღწერილობა
მოკლე აღწერილობა

„საქართველოს რკინიგზის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა (მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები) და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის, მოთხოვნების სახით -  გაყიდვა

პირობაინფორმაცია სასამართლო დავიდან გამომდინარე მოთხოვნებზე:

სს „საქართველოს რკინიგზასა“ (მოსარჩელე)  და შპს „კაპიტალ ფროფერთის“  (მოპასუხე) შორის მიმდინარეობს სამოქალაქო დავა  (N2/7069-15)   თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (საქმის განხილვის მოსამზადებელი ეტაპი) მხარეთა შორის 2010 წლის 03 სექტემბერს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტილად ცნობის,  განუხორციელებელი ინვესტიციის , საიჯარო ქირის დავალიანებისა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების მოთხოვნით (შემდგომში „სასამართლო დავა“) 2 .  ჯამურად სასარჩელო მოთხოვნები 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს: 15 410 775 აშშ დოლარი.



სასამართლო დავის გაცნობის საფასური (შემდგომში საფასური) – 1000 (ათასი) ლარი;

დამატებითი ინფორმაცია აუქციონზე გატანილი უძრავი ქონების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ:

აუქციონზე  გატანილი უძრავი ქონება (ს/კ 01.17.12.002.037) მდებარე ქ. თბილისში მოსკოვის გამზ. N2  და ასევე N01.13.03.051.067 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული დიდი დიღმის დასახლებაში მდებარე  მიწის ნაკვეთი, წარმოადგენს 2010 წლის 03 სექტემბერს სს „საქართველოს რკინიგზასა“ (მეიჯარე) და შპს „კაპიტალ ფროფერთისთან“ (მოიჯარე)  საინვესტიციო პირობებით  გაფორმებულ  გრძელვადიანი იჯარის ხელშეკრულების (სრული სახელწოდება „ხელშეკრულება უძრავი ნივთის იჯარით აღების შესახებ“)  საგანს  (შემდგომში „იჯარის ხელშეკრულება“).

წინამდებარე აუქციონით სს „საქართველოს რკინიგზას“  სურს გაასხვისოს მხოლოდ  ქ. თბილისში მოსკოვის გამზ.N2-ში მდებარე N 01.17.12.002.037 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული მშენებარე ნაგებობით,  რაც შეეხება  „იჯარის ხელშეკრულებით“ გათვალისწინებულ მეორე უძრავ ქონებას (N01.13.03.051.067 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული დიდი დიღმის დასახლებაში მდებარე  მიწის ნაკვეთი) უნდა დაუბრუნდეს  მესაკუთრეს (სს „საქართველოს რკინიგზა“ ) სასამართლო დავის დასრულების შემდგომ   აუქციონით დადგენილი  პირობების შესაბამისად.



4.  აუქციონში გამარჯვებული პირის  ვალდებულებები:

სს „საქართველოს რკინიგზა“ აცხადებს თანხმობას,  სრულად გავიდეს შპს „კაპიტალ ფროფერთისთან“ არსებული სამართალურთიერთობიდან, რომელიც გამომდინარეობს „იჯარის ხელშეკრულებიდან“ და   „სასამართლო დავაში“ მისი ადგილი სრულად  დაიკავოს აუქციონში გამარჯვებულმა პირმა, ხოლო, მეორე მხრივ, აუქციონში გამარჯვებული პირი კისრულობს ვალდებულებას, სრულად  ჩაენაცვლოს სს „საქართველოს რკინიგზას“ შპს „კაპიტალ ფროფერთისთან“ არსებულ სამართალურთიერთობაში და  „სასამართლო დავაში“ სრულად დაიკავოს სს „საქართველოს რკინიგზის“ ადგილი. ამ მიზნით, აუქციონში გამარჯვებული პირი კისრულობს  ვალდებულებას, სასამართლოს მიერ უფლებამონაცვლეობის დადგენის შემდგომ, განახორციელოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი უფლებებები და ვალდებულებები, რა უფლება-მოვალეობებითაც სს „საქართველოს რკინიგზა“, როგორც მოსარჩელე სარგებლობდა „სასამართლოდავაში“და „სასამართლო დავა“ დაასრულოს იმგვარად, რომ მიღწეულ იქნეს ქვემოთ მითითებული სამართლებრივი შედეგები, რომლებიც გამომდინარეობს „სასამართლო დავის“ ფარგლებში სს „საქართველოს რკინიგზის“ სასარჩელო მოთხოვნებიდან:

ა) სს „საქართველოს რკინიგზას“  ყოველგვარი ვალდებულების გარეშე, უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო  მდგომარეობაში, ნორმალური სამეურნეო ცვეთის გათვალისწინებით  დაუბრუნდება N01.13.03.051.067 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული დიდი დიღმის დასახლებაში მდებარე უძრავი ქონება.   

ბ) სს „საქართველოს რკინიგზას“ დაუბრუნდება სს „თიბისი ბანკში“ 2010 წლის სექტემბერში ესქროუ ანგარიშით მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე გახსნილი, ესქროუ ტიპის ანაგარიშზე განთავსებული თანხა (366 516,44 ლარი), შესაბამის საპროცენტო ( წლიური 6%) სარგებელთან ერთად (იხ.  შენიშვნა N 2 ).



5. აუქციონის არსებითი პირობები:

5.1 წინამდებარე აუქციონის საფუძველზე გამარჯვებული პირი, შესაბამისი ვალდებულების შესრულების შედეგად, რაც გულისხმობს  ნასყიდობის საფასურის სრულად გადახდას,  შეიძენს საკუთრების უფლებას უძრავ ქონებაზე - მიწის ნაკვეთი (საკ. კოდი - 01.17.12.002.037) და მასზე განთავსებულ მშენებარე შენობა-ნაგებობა  (შემდგომში „უძრავი ქონება“) ასევე, მოთხოვნებზე;

5.2 ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიზნით, დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს „ბე“-ს თანხა ან წარმოადგინოს შესაბამისი საბანკო გარანტია, წინამდებარე დოკუმენტის 2.3 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.    

5.3 ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია აუქციონის შედეგების გამოცხადებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში გადაიხადოს აუქციონის შედეგად დაფიქსირებული ნასყიდობის სრული ღირებულება (გადახდილი „ბეს“ გამოკლებით) , წინააღმდეგ შემთხვევაში აუქციონი ჩაითვლება ჩაშლილად და მას არ დაუბრუნდება გადახდილი „ბე“-ს თანხა.

5.4 ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულთან  ხელშეკრულება გაფორმდება ნასყიდობის სრული ღირებულების გადახდიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში, არსებითად დანართის სახით წარმოდგენილი  ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტის მიხედვით.

5.5 ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული (შემდგომში „მყიდველი“) ვალდებულია გასწიოს „უძრავი ქონების“ ნასყიდობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი, რომელიც უკავშირდება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებასა და უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციას.

5.6 „უძრავი ქონების“ „მყიდველის“ სახელზე „რეესტრში“ რეგისტრაციისთანავე მასზე სრულად გადადის „უძრავი ქონებიდან“ გამომდინარე ყველა უფლება და ვალდებულება.

6. განსაკუთრებული პირობები:

6.1 აუქციონით შესყიდულ უძრავ ქონებაზე  „მყიდველმა“   უნდა უზრუნველყოს შესყიდულ   ტერიტორიაზე განსათავსებულ  ახალაშენებულ  შენობაში  სს „საქართველოს რკინიგზისათვის“  არანაკლებ 210 კვ.მ შიდა ფართის გამოყოფა საოპერაციო საქმიანობის განსახორციელებლად.

6.2 6.1 პუნქტში მითითებული  შიდა ფართი  სს „საქართველოს რკინიგზას“ უნდა გადაეცეს უსასყიდლოდ, უვადო (საქართველოს რკინიგზის არსებობის ვადით) უზუფრუქტის ფორმით. უზუფრუქტით გადაცემული ფართები უნდა იყოს გარემონტებული და ვარგისი მიზნობრივად გამოყენებისათვის. გადასაცემი ფართების მდებარეობა წინასწარ უნდა შეთანხმდეს სს „საქართველოს რკინიგზასთან“ წერილობით.



7. ანგარიშსწორების პირობები:

7.1          აუქციონით გაყიდული  ქონების (უძრავი ქონება და მოთხოვნები) საფასური განისაღვრება  აშშ დოლარში, აუქციონის დასრულების დღისათვის,  ლოტზე  დაფიქსირებული საბოლოო ლარის ღირებულების ექვივალენტით ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსით აშშ დოლართან მიმართებაში.  

7.2  ნასყიდობის ღირებულების გადახდა უნდა განხორციელდეს ეროვნულ ვალუტაში, სააუქციონო პირობების 5.3 პუნქტით დადგენილ ვადაში, გადახდის დღისათვის არსებული ლარის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით აშშ დოლართან მიმართებაში, შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე გადარიცხვის გზით:



აღწერილობა

სხვა ვალდებულებები:

8.1 აუქციონის საშუალებით შესყიდულ უძრავ ქონებაზე, სამშენებლო/სარეკონსტრუქციო ან ნებისმიერი სამუშაოების წარმოების პერიოდში, მყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს   ქ. თბილისში მოსკოვის გამზ. N2-ში,  N 01.17.12.002.037  საკადასტრო კოდზე  განთავსებული  დროებითი ნაგებობის (ჯიხური) შენარჩუნება, სადაც ფუნქციონირებს   სს „საქართველოს რკინიგზის“  მგზავრთა მომსახურების სერვის-ცენტრი.

 8.2 აუქციონის საშუალებით შესყიდულ უძრავ ქონებაზე სარეკონსტრუქციო ან/და  სამშენებლო სამუშაოების შესაბამი პროექტი  უნდა შეთანხმდეს საქართველოს რკინიგზასთან.

 8.3 მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში  და ასევე შემდგომ, შესაბამისი კომერციული საქმიანობის განხორციელებისას,  მყიდველი (ან მისი უფლებამონაცვლე პირი)  ვალდებულია არ განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რაც ხელს შეუშლის  მგზავრებისა და მატარებლების უსაფრთხო, შეუფერხებელ გადაადგილებას, სარკინიგზო ვაგზლის ნორმალურ ფუნქციონირებას;

8.4 მყიდველს ეკრძალება შესყიდული უძრავი ქონების ტერიტორიაზე  რკინიგზის მგზავრთა ქვეითად გადაადგილებისათვის დააწესოს რაიმე ტიპის საფასური. აღნიშნული ვალდებულება ძალაშია წინამდებარე უძრავი ქონების ყოველი ახალი მესაკუთრისათვის.

8.5 უძრავი ქონების მშენებლობისა და შემდგომ მასზე კომერციული საქმიანობის პროცესში, მყიდველი ვალდებულია შეუფერხებლად დაუშვას რკინიგზის წარმომადგენლები სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან, მისი/მათი შეკეთების ან/და სხვა საქმინაობის წარმოების მიზნით.  მყიდველი ასევე ვალდებულია,  გამყიდველის საოპერაციო საქმიანობის  განხორციელების მიზნით, რაც დაკავშირებულია  საავარიო ბრიგადების  შემთხვევის ადგილზე შეუფერხებლად მიღწევასთან,  უზრუნველვეყოს აუქციონზე გატანილი მიწის ნეკვეთის გასწვრივ მდებარე საავტომობილო გზაგამტარზე რკინიგზის ბრიგადების შეუფერხებელი დაშვება, უვადოდ და ყოველგვარი საფასურის დაკისრების გარეშე (თვალსაჩინოებისთვის იხ. თანდართული ნახაზი). 

8.6  მყიდველმა უნდა უზრუნველყოს  სამგზავრო ბაქნის მოწყობა თანდართული  ბაქნის ტექნიკური პირობების გათვალისწინებით, რომლებზეც  მგზავრთა დაშვება მატარებელში ჩასხდომა/ გადმოსხდომის მიზნით განხორციელდება შეუფერხებლად და უსასყიდლოდ.

შენიშვნა:1

01.17.12.002.037 საკადასტრო კოდით  რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული მშენებარე ნაგებობა დღეის მდგომარეობით არის კანონიერი თანახმად  თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 08 აპრილის კანონიერ ძალაში შესული  გადაწყვეტილებისა  (საქმე N3ბ/388-16).



 შენიშვნა2. 

აუქციონში მონაწილეობით დაინტერესებულ პირს, წინამდებარე პირობების 1.1.3 პუნქტით დადგენილი „სასამართლო დავის“ გაცნობის საფასურის გადახდისა და გაუთქმელობის შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდგომ, უფლება აქვს  დეტალურად გაეცნოს „სასამართლო დავის“ მასალებს და ამ მიზნით, სს „საქართველოს რკინიგზამ“ უნდა უზრუნველყოს აუქციონში მონაწილე დაინტერესებული პირისთვის აღნიშნული სასამართლო მასალების სრულყოფილად და შეუფერხებლად გაცნობა.   იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი არ მიიღებს აუქციონში მონაწილეობას ან ვერ   გაიმარჯვებს,   „სასამართლო დავის“ გაცნობის საფასური დაინტერესებულ პირს არ დაუბრუნდება, ხოლო აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მიერ გადახდილი  საფასური ჩაითვლება უძრავი ქონების ნასყიდობის ღირებულების ანგარიშში.



შენიშვნა:3

წინამდებარე სააუქციო პირობებში დაფიქსირებული თანხები დაკონვერტირდება ლარში, ინტერნეტ აუქციონზე (eauction.ge)  მათი ატვირთის დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის დოლართან მიმართებით  ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.  ამასთანავე, აუქციონზე ატვირთვის დღისათვის გასაყიდი  ქონების (უძრავი ქონება და მოთხოვნები) ღირებულება გაერთიანდება და აიტვირთება ერთი ჯამური  თანხა

;