ამობეჭდვის თარიღი: 22.12.2024 23:06:53
კატეგორია: იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 5958 კვ.მ ; ს/კ N64.30.07.441
განაცხადის #:964FJX121
აუქციონის #: 964
ლოტის #: 1
რაოდენობა: 1.
დაწყება/დასრულება: 17/12/2021 18:00 - 24/12/2021 14:20
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 1191.60GEL
დასრულების დრო: 24.12.2021 14:20:00
გაყიდვის ფასი : 6255.9000 GEL
საწყისი ფასი: 5958.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 297.90 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტო“
მისამართი: ქ. თბილისი, გულუას ქ.N6
ტელეფონი: 971-0322753959
თვისებები
ბუნებრივი გაზი-ქალაქიბორჯომი
კვადრატულობა(მ²)5958წყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ქვეყანასაქართველო
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ბორჯომის მუნიციპალიტეტის, დაბა ბაკურიანი, სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ბაკურიანის სატყეო უბნის ბაკურიანის სატყეოს N5 კვარტლის N45 ლიტერირაოდენობა1.
ბრძანების ნომერი2747/სმიწის ფართობი(მ²)5958
საკადასტრო კოდი64.30.07.441Rs რუკის მხარდაჭერა-
გადახდის პერიოდი30სარგებლობაში გადაცემის ვადა49 წელი
ტელეფონის ნომერი2 75 39 31
;
აღწერილობა
აღწერილობა

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 5958 კვ.მ ; ს/კ N64.30.07.441

მოკლე აღწერილობა

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 5958 კვ.მ ; ს/კ N64.30.07.441   წლიური საწყისი ღირებულებაა 5958 ლარი. 

პირობა

1. გამარჯვებულმა პირმა, სარგებლობისათვის გათვალისწინებული ტყის ფართობი გამოიყენოს საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით - ტურისტული ინფრასტრუქტურის (დროებითი ტიპის ფანჩატურის) მოსაწყობად.  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოთხოვნის შსაბამისად,, სარგებლობა უნდა განხორციელდეს ხე-მცენარეები ჭრისა და შემოღობვის გარეშე. ტურისტული მარშრუტის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის ფარგლებში დასაშვებია საფეხმავლო ბილიკების და მსუბუქი კონსტრუქციის მცირე ზომის ფანჩატურების განთავსება ბაკურიანის გენგეგმის შესაბამისად.

ტყით სპეციალური  სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში გამარჯვებულმა მითითებულ საბანკო ანგარიშზე:   ს.ს.ი.პ ეროვნული სატყეო სააგენტო (ს/კ 204  578  581) - ქ. თბილისი, მიმღების ბანკი-სახელმწიფო ხაზინა, მიმღების დასახელება-ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი -TRESGE22, სახაზინო კოდი  (ანგარიში N707367019) ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით უნდა შეიტანოს ის ფულადი თანხა, რომელიც შეესატყვისება თავის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო/შეთავაზებულ წლიურ ფასს.  
სახელმწიფო ქონების სასყიდლით სარგებლობაში მიმღები ფიზიკური პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია ამ ქონებით სარგებლობის განმავლობაში უზრუნველყოს  ქონების მოვლა-პატრონობა და დაცვა, თავისი საქმიანობით ხელი არ შეუშალოს ტყის მართვის ორგანოს მიერ განსახორციელებელ სატყეო-სამეურნეო ღონისძიებებს, ტყითსარგებლობისას არ გამოიყენოს საქმიანობის ის ფორმები და მეთოდები, რაც გამოიწვევს გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას, ასევე (მათ შორის), ტერიტორიის ან ჰაერის დაბინძურებას. 
სააგენტოსათან შეთანხმების გარეშე არ განახორციელოს ხე-ტყის მოჭრა, საკუთარი ინიციატივით ახალი მისასვლელი გზების გაყვანა, არსებული საგზაო კომუნიკაციების თვითნებური აღდგენა;
 ტყითმოსარგებლე ვალდებულია, გრძელვადიანი ტყითსარგებლობის უფლების მოპოვებიდან ერთი წლის ვადაში შეიმუშაოს და ტყის მართვის ორგანოს წარუდგინოს ტყითსარგებლობის გეგმა. დაუშვებელია ტყითმოსარგებლის მიერ საქმიანობის განხორციელება ტყითსარგებლობის გეგმის ტყის მართვის ორგანოსთან შეთანხმების გარეშე. 
ტყითმოსარგებლე ვალდებულია დაიცვას სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან გაფორმებული ტყითსარგებლობის ხელშეკრულების პირობები.
 ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მოპოვება, ტყითმოსარგებლეს არ ათავისუფლებს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ნებართვის მოპოვების ვალდებულებისაგან.  ტყითმოსარგებლე ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონის "საქართველოს ტყის კოდექსის" და საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის N221 დადგენილებით დამტკიცებული "ტყითსარგებლობის წესი"-ს მოთხოვნები (მათ შორის, გადაიხადოს ქონების (მ.შ მიწაზე) და სხვა გადასახადები);

სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს საიჯარო ქირის ოდენობის გადახედვა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანოს მიერ დადგენილი ეროვნული სამომხმარებლო ფასების ინდექსის მიხედვით და გაზარდოს საიჯარო ქირა, რისთვისაც ბაზისად აღებული იქნება საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების თარიღის მაჩვენებელი. 

ხელშეკრულების ვადის დასრულების ან მართვის უფლებით მიმღების ბრალეული ქმედებით ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ქონებაზე მოწყობილი ინფრასტრუქტურა ყოველგვარი ანაზღაურებისა და კომპენსაციის გადახდის გარეშე რჩება სახელმწიფო საკუთრებაში.

,ბე“ უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ ა) მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში; ბ) გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ელექტრონულ აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას.

ტყის ფონდით მოსარგებლის უფლება-მოვალეობები

1.  ტყითმოსარგებლე უფლებამოსილია სარგებლობის ობიექტი სარგებლობაში გადასცეს სხვა პირს მთლიანად.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ შემთხვევაში ტყითმოსარგებლე ( სარგებლობის უფლების გადამცემი)  ვალდებულია, შესაბამისი საბუთები წარუდგინოს სააგენტოს. ტყითსარგებლობის ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილებები ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის მომენტიდან. 

3. საჯარო რეესტრში ტყითსარგებლობის ხელშეკრულების რეგისტრაციას უზრუნველყოფს ახალი ტყითმოსარგებლე.

4. ტყითმოსარგებლე ვალდებულია დაიცვას საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის N221 დადგენილებით დამტკიცებული "ტყითსარგებლობის წესი"-ს მოთხოვნები (ასევე, გადაიხადოს ქონების (მ.შ მიწაზე) და სხვა გადასახადები).

5. ფართობით სარგებლობა უნდა განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.  

6. ტყითსარგებლობისას სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე არ გამოიყენოს საქმიანობის ის ფორმები და მეთოდები, რომლებიც უკავშირდება გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას (ჰაერის დაბინძურება, ხე-ტყის მოჭრა და ა.შ).                       

7. თავისი საქმიანობით ხელი არ შეუშალოს ტყის მოვლა-აღდგენისა და დაცვის ღონისძიებების განხორციელებას.  

8.გადაცემული ქონება არ გამოიყენოს იმ მიზნებისათვის, რომელიც  ხელშეკრულებით არ იქნება გათვალისწინებული.

9.  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოთხოვნის შსაბამისად,, სარგებლობა უნდა გამხორციელდეს ხე-მცენარეები ჭრისა და შემოღობვის გარეშე. ტურისტული მარშრუტის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის ფარგლებში დასაშვებია საფეხმავლო ბილიკების და მსუბუქი კონსტრუქციის მცირე ზომის ფანჩატურების განთავსება ბაკურიანის გენგეგმის შესაბამისად.

აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია ტყითსარგებლობა განახორციელოს საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის N221 დადგენილებით დამტკიცებული "ტყითსარგებლობის წესი"-ს, მის საფუძველზე მასთან გაფორმებული ტყითსარგებლობის შესახებ ხელშეკრულების, ამ ბრძანებისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს საიჯარო ქირის ოდენობის გადახედვა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანოს მიერ დადგენილი ეროვნული სამომხმარებლო ფასების ინდექსის მიხედვით და გაზარდოს საიჯარო ქირა, რისთვისაც ბაზისად აღებული იქნება საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების თარიღის მაჩვენებელი. 

შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601 601; ან სსიპ "ეროვნული სატყეო სააგენტოს" საკონტაქტო ნომრებზე: 2 75 39 50; 595 00 06 15; 577 38 02 58;

;