ამობეჭდვის თარიღი: 10.05.2025 21:56:00
კატეგორია: სხვა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი წყვილთვალები, წყვილთვალის ღერძები და თვლები
განაცხადის #:202GUC121
აუქციონის #: 202
ლოტის #: 1
რაოდენობა: 2644
დაწყება/დასრულება: 28/12/2021 13:00 - 17/01/2022 13:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 100465GEL
დასრულების დრო: 17.01.2022 13:00:00
გაყიდვის ფასი : 1024664.0000 GEL
საწყისი ფასი: 1004664 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 20000.00 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: საქართველოს რკინიგზა
მისამართი: ქ.თბილისი, თამარ მეფის გამზ. #15
ტელეფონი: 995-
თვისებები
მდგომარეობაცუდიქუჩა(დასახელება/ნომერი)ოსიაურის დასახლება. ხაშურის სავაგონო დეპო
ქვეყანასაქართველოქალაქიხაშური
რაოდენობა2644მწარმოებელირუსეთი
გადახდის პერიოდი50ზომის ერთეულიცალი
ტელეფონის ნომერი591199367
;
აღწერილობა
პირობა

 ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, "მყიდველთან" ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება, იმ პირობების გათვალისწინებით, რომლის შინაარსიც გამოქვეყნებულია ლოტის საინფორმაციო ველში (იხ. მიმაგრებული ფაილი "ნასყიდობის ხელშეკრულება" და "სააუქციონო პირობები").

 შეძენილი ქონების საფასურის (აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი, გადახდილი საგარანტიო თანხის („ბე“-ს )გამოკლებით) გადახდის ვადაა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან - 20 კალენდარული დღე;

შეძენილი ქონების "მყიდველისთვის" გადაცემა განხორციელდება ეტაპობრივად.

  სარეალიზაციო ქონებისა  და აუქციონის  პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ს/ს ”საქართველოს რკინიგზაში”. მის: ქ. თბილისი, თამარ მეფისგამზ. N15.

      საკონტაქტო ტელეფონი:   

  ინფორმაცია ქონების შესახებ: 5 91 19 93 67;

  იურიდიულ საკითხებზე: 5  91 19 90 05;

   ტექნიკურ საკითხებზე:  5 91 19 00 58.
 
 

მოკლე აღწერილობა

სს "საქართველოს რკინიგზა" აცხადებს ელექტრონულ აუქციონს მის საკუთრებაში არსებული 95 ერთეული ექსპლუატაციისათვის უვარგისი, საბუქსე კვანძებით დაუკომპლექტებელი წყვილთვალის, 2402 ერთეული წყვილთვალის თვალის და 147 ერთეული წყვილთვალის ღერძის რეალიზების მიზნით.

აღწერილობა

   სარეალიზაციოდ გამოტანილი წყვილთვალების , წყვილთვალების ღერძებისა და წყვილთვალების  თვლების მახასიათებლები (ადგილმდებარეობა, ნომრული სია, ღერძის ტიპი, ღერძის ნომერი, აშენებისა და ფორმირების წლები) წარმოდგენილია დანართების 1,2 3 სახით.

   წყვილთვალების ღერძები დამზადებულია მაღალი ხარისხის ფოლადისაგან, მარკით ОС, ხოლო წყვილთვალის თვლები ფოლადით, მარკით 2 ან Т. შეძენილი ქონება "მყიდველს" გადაეცემა ხაშურის სავაგონო დეპოში, შესაბამისი მიღება-გადაცემის აქტ(ებ)ის შედგენით.

"მყიდველი" ვალდებულია რეალიზებული ქონების გადაცემის შესახებ "გამყიდველის" მხრიდან შეტყობინების მიღებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში გამოცხადდეს შეტყობინებაში მითითებულ ადგილზე და ჩაიბაროს შეძენილი ქონება, მიღება-გადაცემის აქტ(ებ)ის გაფორმებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში კი უზრუნველყოს სს "საქართველოს რკინიგზის" ტერიტორიიდან გატანა. წინააღმდეგ შემთხვევაში "მყიდველს" დაეკისრება შეძენილი ქონების შენახვის ხარჯი, ქონების სარეალიზაციო ღირებულების 0.1%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. შეტყობინებიდან 10 დღის ვადაში, შეტყობინებაში მითითებულ ადგილზე "მყიდველის" გამოუცხადებლობის ან მისი მიზეზით მიღება-გადაცემია აქტ(ებ)ის გაუფორმებლობის შემთხვევაში, 20 დღიანი ვადის ათვლა დაიწყება შეტყობინებიდან მე-11 დღეს.

  "მყიდველი" ვალდებულია უზრუნველყოს ელექტრონულ აუქციონზე შეძენილი ქონების საკუთარი ხარჯით გატანა (დატვირთვა-გადმოტვირთვა და ტრანსპორტირება).

;