ამობეჭდვის თარიღი: 22.11.2024 03:53:04
კატეგორია: არასასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ქალაქ თბილისში, რიყის ტერიტორიაზე (ნაკვეთი N65/061) არსებული 14591.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობა
განაცხადის #:2123BV121
აუქციონის #: 2123
ლოტის #: 1
საქმის ნომერი: 2021122974421
დაწყება/დასრულება: 29/12/2021 17:00 - 12/01/2022 17:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 9500000GEL
მიმდინარე ფასი : 30000000 GEL
საწყისი ფასი: 30000000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 20000 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო”
მისამართი: თბილისი, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზირი #49ა.
ტელეფონი: 995-1420
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ქალაქ თბილისში, რიყის ტერიტორიაზე (ნაკვეთი N65/061)ქვეყანასაქართველო
ქალაქითბილისისაქმის ნომერი2021122974421
ბრძანების ნომერი1/1-6975საკადასტრო რუკაhttps://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFGpEbNSoUiKumKrZ9AXvQNhVhRxnsl6hLmInmiugFoU0
საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა74ტელეფონის ნომერი2601601
ქონების ტიპიუძრავი ქონებასაკადასტრო კოდი01.17.01.065.061
Rs რუკის მხარდაჭერა-წყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
გადახდის პერიოდი59ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
;
აღწერილობა
აღწერილობაშენიშვნა:
 

1.საპრივატიზებო მიწის ნაკვეთი მდებარეობს დედაქალაქის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, შესაბამისად ტერიტორიის განვითარების კონცეფციის ესკიზი (პროექტი) უნდა შეთანხმდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან.

 

2. ფუნქციური ზონირების შესახებ ინფორმაცია იხილეთ www.tas.ge

 

3. საპრივატიზებო უძრავი ქონების არქიტექტურული პროექტის ავტორია საპროექტო კომპანია LDT  FUKSAS, დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ლინკზე http://docs.tbilisi.gov.ge/DownloadServlet?downloadCase=2&attachedFileId=241486

ყურადღება!

  • აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით;
  • ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს (საგარანტიო თანხის) გადახდა შესაძლებელია:
    • ნაღდი ანგარიშსწორებით  სს  ,, ლიბერთი ბანკში”
    • ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით
    • ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით
  • მყიდველი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად მიმართოს სსიპ სახელმწიფო  ქონების  ეროვნული  სააგენტოს იურიდიულ  დეპარტამენტს  აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის  ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგი.
  • დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე : (+995) 32  2  981-111 (სსიპ  ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო”)   (+995) 32  2  601 601 (www.eauction.ge).
  • აუქციონის გამოცხადების შესახებ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ შესაბამისი ბრძანება იხილეთ თანდართული ფაილის სახით.
  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანების მე-4 მუხლის შესაბამისად თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა გამარჯვებულის მიერ გადახდილი "ბე"-ს (საგარანტიო) თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.

მოკლე აღწერილობა 

14591.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობა

პირობა 

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა  ელექტრონული  აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს 2 (ორი) თვის  ვადაში;

 

ბ) პირადად ან მესამე პირის მეშვეობით შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან  არაუმეტეს 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადაში საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე მუზეუმ(ებ)ის (ღვინის და ციფრული ხელოვნების/ტექნოლოგიების მუზეუმ(ებ)ის) და საგამოფენო/საკონფერენციო სივრცე(ებ)ის/დარბაზ(ებ)ის) შექმნა, შესაბამისი შენობა-ნაგებობების კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღება (საჭიროების შემთხვევაში) და მუზეუმ(ებ)ის ფუნქციონირების დაწყება;

 

გ) პირადად ან  მესამე პირის მეშვეობით, „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით არანაკლებ 20 000 000 (ოცი მილიონი) ლარის ინვესტიციის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) განხორციელება;

 

დ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებიდან არანაკლებ 5 (ხუთი) წლის განმავლობაში ამავე ქვეპუნქტის შესაბამისად შექმნილი მუზეუმ(ებ)ისათვის და საგამოფენო/საკონფერენციო სივრც(ებ)ისათვის/დარბაზ(ებ)ისათვის პროფილის შენარჩუნება.

მყიდველი  ვალდებულია

მყიდველი  ვალდებულია ამ ბრძანების მე-3 პუნქტის „ა-დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საპრივატიზებო  პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში“ წარმოადგინოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკის მიერ გაცემული, მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით  განსაზღვრული საინვესტიციო თანხის 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას და რომელიც მისი მოქმედების  განმავლობაში უზრუნველყოფს „ა-დ“ პუნქტებით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობების შესრულებას.

;