ამობეჭდვის თარიღი: 22.12.2024 16:17:34
კატეგორია: სამონადირეო ლიცენზია
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია
განაცხადის #:115691QUI77086722
აუქციონის #: 115691
ლოტის #: 770867
დაწყება/დასრულება: 10/02/2022 12:00 - 11/03/2022 18:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 104912.00GEL
დასრულების დრო: 11.03.2022 18:00:00
გაყიდვის ფასი : 1151832.0000 GEL
საწყისი ფასი: 1047120.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 104712.00 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო
მისამართი: ძველი თბილისი / დ. აღმაშენებლის გამზ. 150
ტელეფონი: 995-2439512
თვისებები
ქვეყანასაქართველოქალაქითბილისი
ქუჩა(დასახელება/ნომერი)დ. აღმაშენებლის გამზირი N150Rs რუკის მხარდაჭერა-
გადახდის პერიოდი15ტელეფონის ნომერი+995577460516
;
აღწერილობა
აღწერილობაყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601
მოკლე აღწერილობაცხადდება აუქციონი სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ფონდში(რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ონისამბროლაურისა და ლენტეხის სატყეო უბნების ტერიტორიასაერთო ფართობი - 104 712 ჰა)49 წლის ვადით სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით.
პირობა

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

ყურადღება:

ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ:

ა) პრეტენდენტი არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში;

გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ელექტრონულ აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას

ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას ,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილების და ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილების მოთხოვნები. ამასთან ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას შემდეგი დამატებითი სალიცენზიო პირობები:

ა) სალიცენზიო ფართობზე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მოახდინოს წარსულში არსებული სანადირო სახეობების, კერძოდ, კეთილშობილი ირემის (Cervus elaphus Linnaeus - კავკასიური ფორმა) და დომბას (Bison bonasus - ევროპული ბიზონი (დომბა)) რეინტროდუქცია სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;

ბ) სალიცენზიო ფართობზე, სახეობათა რეინტროდუქციისათვის, მოაწყოს სამონადირეო მეურნეობის საშენები;

გ) საკუთარი სახსრებით, უზრუნველყოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან (შემდგომში - სამინისტრო) შეთანხმებული წყაროებიდან სანადირო სახეობების შემოყვანა სამონადირეო მეურნეობის საშენებში სადედე გუნდის შესაქმნელად;

დ) საშენების მუშაობა განახორციელოს სამინისტროსთან შეთანხმებული მართვის გეგმის შესაბამისად.

ე) სალიცენზიო ტერიტორიაზე არსებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტების აღრიცხვის მიზნით მათი გადაადგილების აქტიურ ზონებში განათავსოს ფოტო-ხაფანგები სამინისტროს მიერ მიწოდებული ინსტრუქციების და წესების შესაბამისად;

ვ) სამონადირეო მეურნეობის ზონირება განახორციელოს იმგვარად, რომ საფრთხე არ შეექმნას დამსვენებლების, ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ტყეში თავისუფლად გადაადგილებასა და უსაფრთხოებას. ამ მიზნით მოაწყოს საინფორმაციო დაფები და გამაფრთხილებელი მანიშნებლები ყველა ძირითად შესასვლელში და ტურისტულ მარშრუტებზე;

ზ) დაგეგმოს და მოაწყოს საცხენოსნო და საფეხმავლო ბილიკები (მოწყობა და მარკირება განხორციელდეს საქართველოში მოქმედი სტანდარტების შესაბამისად);

თ) ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვის მიზნით, შეიძინოს და სალიცენზიო ფართობში იქონიოს შესაბამისი ინვენტარი (შენობისა და ტყის ხანძრების თავიდან ასაცილებლად/სალიკვიდაციოდ);

ი) სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით სარგებლობისას ხელი არ შეუშალოს სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის ფარგლებში არსებულ/გაცემულ ან მომავალში გასაცემ, სოჭის გირჩის, თეთრყვავილას ბოლქვების, ყოჩივარდას გორგილებით სარგებლობის ლიცენზიების, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების და კანონმდებლობით გათვალისწინებული რესურსებით სარგებლობის სხვა ლიცენზიების მფლობელების კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებას, მათ შორის, სამთო და შესაბამისი მიწის მინაკუთვნის გამოყენებაში, ასევე ამ ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში სასარგებლო წიაღისეულის საბადოებსა და გამოვლინებებზე შესაბამისი ლიცენზიების გაცემას, ენერგეტიკული ობიექტების ფუნქციონირებას/განვითარებას, ახალი ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას და ობიექტების მშენებლობას, სხვა სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასა და ფუნქციონირებას. ამასთან, აღნიშნულ ლიცენზიებთან დაკავშირებით გაითვალისწინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი მოთხოვნები, კერძოდ, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის ფარგლებში სასარგებლო წიაღისეულის საბადოებზე და გამოვლინებებზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის, აგრეთვე ლიცენზიით განსაზღვრულ ფართობზე სახელმწიფო რეესტრის მიერ დადასტურებული ფართობების გადაფარვის შემთხვევაში, შესაბამისი სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის ფართობი შესაძლებელია შემცირდეს შესაბამისი გამოვლინების/საბადოს, კანონმდებლობით გათვალისწინებული რესურსებით სარგებლობის სხვა ლიცენზიის, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებული ფართობის ოდენობის ფარგლებში;

კ) სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის შემუშავების/დამტკიცების დროს გაითვალისწინოს სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის ფართობზე არსებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიებისა და საბადოების ადგილმდებარეობა და არ მოაწყოს შესაბამის X და Y კოორდინატებზე სამონადირეო მეურნეობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა;

ლ) ხელი არ შეუშალოს ტყის მართვის ორგანოს სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების დაგეგმვაში/განხორციელებაში;

მ) ხელი არ შეუშალოს ლიცენზიის არსებულ ფართობზე დაცული ტერიტორიების შექმნას;

ნ) ხელი არ შეუშალოს ლიცენზიით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე ენერგეტიკული პროექტების (მათ შორის, ელგადამცემი ხაზები, ქვესადგურები, ელექტროსადგურები და ა.შ.) განხორციელებას;

ო) სამოყვარულო და სპორტული ნადირობის, შემეცნებითი, რეკრეაციული, სათავგადასავლო და ეკოტურიზმის განვითარების მიზნით სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე განათავსოს შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურა;

პ) სალიცენზიო ფართობის გარე პერიმეტრზე განათავსოს სასაზღვრო ფირნიშები და სამონადირეო მეურნეობის სქემატური რუკა, ხოლო შიდა სამეურნეო ტერიტორიული ერთეულის ფირნიშებზე დატანილი იქნეს შესაბამისი ერთეულის კონტურები;

ჟ) სამონადირეო მეურნეობაში შექმნას ვეტერინარული სამსახური, რომლის საშუალებითაც განხორციელდება სამონადირეო მეურნეობის სავარგულებში მოპოვებული სანადირო რესურსის ვეტერინარული შემოწმება;

რ) განახორციელოს სამონადირეო მეურნეობაში მოპოვებული რესურსის მკაცრი აღრიცხვა - ცხოველების სახეობის, სქესის, ასაკის და წონის მიხედვით, ასევე, მოპოვების თარიღის, ადგილისა და დღის მონაკვეთის მითითებით;

ს) სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მოქმედების პერიოდში, უზრუნველყოს, რომ სამონადირეო მეურნეობაში დასაქმებული პერსონალის 80% წარმოადგენდეს იმ მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებსაც მოიცავს ლიცენზია;

ტ) საქმიანობის დაწყებამდე სამინისტროში შეთანხმებისთვის წარმოადგინოს ზურმუხტის ქსელის ტერიტორიაზე (რომელთაც ემთხვევა სამონადირეო მეურნეობისათვის მოთხოვნილი ფართობი) ზემოქმედების ანგარიში;

უ) სანადირო რესურსით მდგრადი სარგებლობის უზრუნველსაყოფად, ლიცენზიით სარგებლობის მთელ პერიოდში განახორციელოს სანადირო სახეობების ეკოლოგიასთან დაკავშირებული საკითხების (ცხოველთა საბინადრო გარემოს, მათი ქცევის, მიგრაციის, გამრავლების, კვების და ა.შ.) შესწავლა-შეფასება სამონადირეო მეურნეობის მთელ ტერიტორიაზე, ზურმუხტის ქსელის ჩათვლით.

ფ) უზრუნველყოს, რომ სამონადირეო მეურნეობის კუთვნილ ტერიტორიაზე, ხელი შეუწყოს ადგილობრივ მოსახლეობას, დადგენილი მოსაკრებლის გადახდის შემდეგ კანონით დაშვებულ გადამფრენ სახეობებზე ნადირობაში და ამ მიზნით, გამოყოს საზოგადოებრივი სავარგულები, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს გადამფრენ ფრინველებზე ამ პუნქტით განსაზღვრულ სეზონურ ნადირობას;

ქ) ლიცენზიის გაცემიდან 12 თვის განმავლობაში სამინისტროში წარმოადგინოს სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის პროექტი მის მიერ სალიცენზიო ფართობზე არსებული ბიომრავალფეროვნების კომპონენტების შესახებ, წლის სხვადასხვა სეზონისთვის ჩატარებული კვლევის საფუძველზე, სამინისტროსთან შეთანხმებული სქემისა და მოთხოვნების შესაბამისად;

ღ) ზემოაღნიშნული დოკუმენტების სამინისტროს მიერ შეთანხმებამდე არ განახორციელოს საქმიანობა, გარდა ტერიტორიის ფიზიკური დაცვისა, ზემოაღნიშნული კვლევების განსახორციელებლად საჭირო საქმიანობისა, გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული ქმედებებისა (ფორს-მაჟორი), სამინისტროსთან წინასწარი შეთანხმების შემთხვევაში, შეზღუდული ინტენსივობით, შეთანხმებულ ფართობსა და სახეობებზე ნადირობისა, დამტკიცებული კვოტების ფარგლებში;

ყ) სამონადირეო მეურნეობის მოწყობისას გაითვალისწინოს შესაბამისი სივრცითი მოწყობის გეგმებით განსაზღვრული მუნიციპალიტეტების განვითარების პერსპექტივები; სისტემატურად განახორციელოს გაცნობითი შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან, ითანამშრომლოს შესაბამის მუნიციპალიტეტთან, რათა თავისი საქმიანობის პროცესში გათვალისწინებულ იქნეს ადგილობრივი მოსახლეობისა და მეწარმეთა ინტერესები;

შ) სამონადირეო მეურნეობის მოწყობისთვის/ფუნქციონირებისთვის სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მიღებიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში, განახორციელოს არანაკლებ 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარის ინვესტიცია. ინვესტიციის განხორციელება და ამ განკარგულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება დადასტურებული უნდა იყოს დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ გაცემული დასკვნით, რომელიც ლიცენზიის მფლობელმა უნდა წარმოადგინოს სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოში და სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ლიცენზიის მიღებიდან არაუგვიანეს 66 (სამოცდაექვსი) თვისა. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ინვესტიცია სრულად განხორციელდება 5 (ხუთი) წლის გასვლამდე, აღნიშნული დასკვნა წარმოდგენილი უნდა იქნეს ინვესტიციის სრულად განხორციელებიდან მე-6 თვეს.

;