ამობეჭდვის თარიღი: 23.12.2024 01:21:25
კატეგორია: არასასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე N60ა-ში (ნაკვ. 13/043) / ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე N60-ში მდებარე 8350.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული N1-N8 შენობა-ნაგებობების, ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე N60ა-ში (ნაკვ. 13/043) / ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე N60-ში მდებარე 11678.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული N1-N15 შენობა-ნაგებობების და ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე N60-ში მდებარე 582.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული N1, N2 (ნაგებობა) და N3 შენობა-ნაგებობები
განაცხადის #:214BV122
აუქციონის #: 214
ლოტის #: 1
საქმის ნომერი: 2022021874686
დაწყება/დასრულება: 18/02/2022 18:00 - 04/03/2022 17:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 4000000GEL
დასრულების დრო: 04.03.2022 17:00:00
გაყიდვის ფასი : 16020000.0000 GEL
საწყისი ფასი: 16000000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 20000 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო”
მისამართი: თბილისი, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზირი #49ა.
ტელეფონი: 995-1420
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი). თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე N60ა-ში (ნაკვ. 13/043) / ქ. თბილისში, დავითაღმაშენებლისგამზირზე N60-შიქვეყანასაქართველო
ქალაქითბილისისაქმის ნომერი2022021874686
ბრძანების ნომერი1/1-827საკადასტრო კოდი01.16.05.013.049; 01.16.05.013.054; 01.16.05.013.055
Rs რუკის მხარდაჭერა-წყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
გადახდის პერიოდი61საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა76
ტელეფონის ნომერი2601601ქონების ტიპიუძრავი ქონება
;
აღწერილობა
აღწერილობა

01.16.05.013.049

https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFHDk5tvo8RobzqsbNZVmcLzsSeuxsbZXLeGKr]rROVea

https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFEsvzOdtLbJeVAMWQ9IM2Arcawa18PWV]l9nTTwdNk0l

01.16.05.013.054

https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFBAzCPfKib5H9mPd5]9ro1zKz6KRlk0v2ekV]AkYpYB]

https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFJSwhSY1OolcxA7i9Zvo3Z6OF]TYeRvb3QUVBtq2oCvo

01.16.05.013.055

https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFEW2[wSgFnxwzTLgZqGA8EWevZ4fLlCZuEwNlcxh3NUQ

https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFKej6boPj3FjiyI85SR0jymExPHRXi1Gn8ovo1RazfAp

შენიშვნები:

ა) საპრივატიზებო ობიექტებზე განთავსებული მოძრავი ქონება არ წარმოადგენს პრივატიზების საგანს ;

ბ) ფუნქციური ზონირების შესახებ ინფორმაცია იხილეთ  www.tas.ge:

გ) საპრივატიზებო მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი N01.16.05.013.055) განთავსებულია  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობები;

დ) საპრივატიზებო მიწის ნაკვეთები მდებარეობს დედაქალაქის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, შესაბამისად ტერიტორიის განვითარების კონცეფციის ესკიზი (პროექტი) უნდა შეთანხმდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს  წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან (იხილეთ დანართი -  არქიტექტურის სამსახურის წერილი);

ე) საპრივატიზებო მიწის ნაკვეთიდან (საკ. კოდი 01.16.05.013.054) 1052 კვ.მ-ზე ვრცელდება სერვიტუტის უფლება;

ვ) საპრივატიზებო მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი N01.16.05.013.055) გადის სს „სილქნეტის“ საკუთრებაში არსებული N01.00.336 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული  ხაზოვანი ნაგებობა (საკომუნიკაციო ნაგებობა).

ყურადღება!

აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით;

ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს (საგარანტიო თანხის) გადახდა შესაძლებელია:

ნაღდი ანგარიშსწორებით  სს  ,, ლიბერთი ბანკში”

ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით

ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით

მყიდველი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად მიმართოს სსიპ სახელმწიფო  ქონების  ეროვნული  სააგენტოს იურიდიულ  დეპარტამენტს  აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის  ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე : (+995) 32  2  981-111 (სსიპ  ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო”)   (+995) 32  2  601 601 (www.eauction.ge).

აუქციონის გამოცხადების შესახებ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ შესაბამისი ბრძანება იხილეთ თანდართული ფაილის სახით.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანების მე-4 მუხლის შესაბამისად კანონით დადგენილ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში ელექტონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი "ბე"-ს (საგარანტიო) თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.

მოკლე აღწერილობა

8350.00 კვ..  არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების  მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1-N8 შენობა-ნაგებობები, 11678.00 კვ.მ.  არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების  მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1-N15 შენობა-ნაგებობები და 582.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების  მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1, N2 (ნაგებობა) და N3 შენობა-ნაგებობები

ობიექტის შესაძლო სამომავლო განვითარების პროფილი-მრავალფუნქციური

პირობა 

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა  ელექტრონული  აუქციონის დასრულებიდან 2 (ორი) თვის  ვადაში;

 

ბ) პირადად ან მესამე პირის მეშვეობით,  შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 72 (სამოცდათორმეტი) თვის ვადაში საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე ან  მის ნაწილზე მრავალფუნქციური კომპლექსის, რომელიც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) არანაკლებ 8000 კვ.მ. ფართობზე მოწყობილ ხელოვნების ცენტრ(ებ)ს (რომელიც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) არანაკლებ 2400 კვ.მ. ფართობზე მოწყობილ ხელოვნების ნიმუშების საგამოფენო დარბაზ(ებ)სა და სივრცე(ებ)ს, ასევე, საწყობ(ებ)ს, სახელოსნო(ებ)ს, ბიბლიოთეკას/ბიბლიოთეკებს, სალექციო დარბაზ(ებ)ს)/საგანმანათლებლო სივრცე(ებ)ს და ჯამურად ხელოვნების ცენტრ(ებ)ის  არაუმეტეს 15% ფართობზე მოწყობილ კვების ობიექტ(ებ)ს), შექმნის მიზნით საპროექტო/სამშენებლო/სარეკონსტრუქციო/სარემონტო სამუშაოების განხორციელება (რაც შეიძლება მოიცავდეს უძრავი ქონების ნაწილის შესაბამისი კომპეტენტური ორგანო(ები)ს

თანხმობით განხორციელებულ დემონტაჟს), კომპლექსის შესაბამისი შენობა-ნაგებობ(ებ)ის ექსპლუატაციაში მიღება და ხელოვნების ცენტრ(ებ)ის  ფუნქციონირების დაწყება. ამასთან, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან  6 (ექვსი) წლის განმავლობაში უძრავ ქონებაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლ(ებ)ის მშენებლობა არ უნდა განხორციელდეს;

 

გ) პირადად ან  მესამე პირის მეშვეობით, „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით არანაკლებ  30 000 000 (ოცდაათი მილიონი) ლარის ინვესტიციის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) განხორციელება;

 

დ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელოვნების ცენტრ(ებ)ისათვის პროფილის შენარჩუნება არანაკლებ 20 წლის განმავლობაში.

 

ე) შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან  არაუმეტეს 3 (სამი) თვის ვადაში სსიპ  - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი უძრავი ქონების თაობაზე ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულების გაფორმება.

 

მყიდველი ვალდებულია, „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისთვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში წარადგინოს „გ“ პუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო თანხის 5%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით აღემატება „ბ“ პუნქტით განსაზღვრულ  ვალდებულების შესრულების ვადას.“

;