|
კატეგორია:
არასასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
დასახელება:ქალაქ თბილისში, რიყის ტერიტორიაზე (ნაკვეთი N65/061) არსებული 14591.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობა
განაცხადის #:220BV122 აუქციონის #: 220 ლოტის #: 1 საქმის ნომერი: 2022022374712 დაწყება/დასრულება: 23/02/2022 18:00 - 09/03/2022 17:00 ლოტის სტატუსი: ჩაშლილი ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 9500000GEL
მიმდინარე ფასი :
10000000 GEL
საწყისი ფასი: 10000000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 20000 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო” მისამართი: თბილისი, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზირი #49ა. ტელეფონი: 995-1420 |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | ქალაქ თბილისში, რიყის ტერიტორიაზე (ნაკვეთი N65/061) | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | თბილისი | საქმის ნომერი | 2022022374712 | ბრძანების ნომერი | 1/1-909 | ტელეფონის ნომერი | 2601601 | ქონების ტიპი | უძრავი ქონება | საკადასტრო კოდი | 01.17.01.065.061 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | წყალი და კანალიზაცია | - | ელექტრო მომარაგება | - | ბუნებრივი გაზი | - | გადახდის პერიოდი | 61 | ამონაწერი საჯარო რეესტრიდან | https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFMa5oWdNZLrejlOMuhfyWvGIwlagu77UCvoo10cnly5v | საკადასტრო რუკა | https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFI1VTQbIIgi8nnSNuF6cjZUvmbKcByvalwvoM1I4ItJp | საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა | 76 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | 1.საპრივატიზებო მიწის ნაკვეთი მდებარეობს დედაქალაქის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, შესაბამისად ტერიტორიის განვითარების კონცეფციის ესკიზი (პროექტი) უნდა შეთანხმდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან. 2. ფუნქციური ზონირების შესახებ ინფორმაცია იხილეთ www.tas.ge 3. საპრივატიზებო უძრავი ქონების არქიტექტურული პროექტის ავტორია საპროექტო კომპანია LDT FUKSAS, დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ლინკზე http://docs.tbilisi.gov.ge/DownloadServlet?downloadCase=2&attachedFileId=241486. 4. საპრივატიზებო უძრავი ქონებიდან 1221 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ვრცელდება სერვიტუტის უფლება. ყურადღება!
|
მოკლე აღწერილობა | 14591.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობა |
პირობა | ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს 2 (ორი) თვის ვადაში; ბ) პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადაში საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე მუზეუმ(ებ)ის (ღვინის და ციფრული ხელოვნების/ტექნოლოგიების მუზეუმ(ებ)ის) და საგამოფენო/საკონფერენციო სივრცე(ებ)ის/დარბაზ(ებ)ის შექმნა, შესაბამისი შენობა-ნაგებობების კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღება (საჭიროების შემთხვევაში) და მუზეუმ(ებ)ის ფუნქციონირების დაწყება; გ) პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით არანაკლებ 20 000 000 (ოცი მილიონი) ლარის ინვესტიციის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) განხორციელება. დ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებიდან არანაკლებ 10 (ათი) წლის განმავლობაში ამავე ქვეპუნქტის შესაბამისად შექმნილი მუზეუმ(ებ)ისათვის და საგამოფენო/საკონფერენციო სივრც(ებ)ისათვის/დარბაზ(ებ)ისათვის პროფილის შენარჩუნება. „ა-გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში წარმოადგინოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკის მიერ გაცემული, „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო თანხის 5%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადას. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |