|
კატეგორია:
სხვა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
დასახელება:სხვადასხვა დიამეტრის მეორადი დემონტირებული მილები
განაცხადის #:31917CGN77579922 აუქციონის #: 31917 ლოტის #: 775799 დაწყება/დასრულება: 07/03/2022 13:00 - 21/03/2022 17:00 ლოტის სტატუსი: ჩაშლილი ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 40000GEL
მიმდინარე ფასი :
261500 GEL
საწყისი ფასი: 261500 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 3000 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია მისამართი: საქართველო, ქ. თბილისის, ისანი-სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილი, №21 ტელეფონი: 995-322244040(514) |
თვისებები
|
ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | თბილისი | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | კახეთის გზატკეცილი №21 | გადახდის პერიოდი | 25 | საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა | 55 | ზომის ერთეული | მეტრი | ტელეფონის ნომერი | 595223233 |
აღწერილობა
|
პირობა |
აუქციონში მონაწილეობის მიღებამდე და სარეალიზაციო ობიექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, რეკომენდირებულია დაუკავშირდეთ კორპორაციის ქონების მართვის დეპარტამენტის უფროსს ვახტანგ ხუტუაშვილს ტელ: 224 40 40 / 514 მობ: 595 223 233 და კორპორაციის წარმომადგენელთან ერთად ადგილზე დათვალიერდეს სარეალიზაციო ქონება;
საწყობში განლაგებული მეორადი/დემონტირებული მილების ელექტრონულ აუქციონზე რეალიზაციის პირობები
1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილე პირს უფლება აქვს: ა) აუქციონში მონაწილეობის მიღებამდე გამოითხოვოს სარეალიზაციო ქონებასთან დაკავშირებული, კორპორაციის ხელთ არსებული ინფორმაცია; ბ) კორპორაციის წარმომადგენელთან ერთად ადგილზე დაათვალიეროს სარეალიზაციო ქონება;
2. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირსა და სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ შორის ნასყიდობის ხელშეკრულება (www.eauction.ge-ის საიტზე განთავსებული პროექტის შესაბამისად) გაფორმდება ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში;
3. თუ აუქციონში გამარჯვებული, ფიზიკურ ან იურიდიული პირი დადგენილ ვადებში არასაპატიო მიზეზით არ გააფორმებს ხელშეკრულებას სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან“ აუქციონში გამარჯვებულს ერთმევა (უუქმდება) გამარჯვებულის სტატუსი და მის მიერ გადახდილი ბე-ს თანხა სრულად დარჩება კორპორაციას;
4. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში სრულად უნდა იქნეს გადახდილი ქონების ღირებულება. აღნიშნულის შემდეგ, ,,მყიდველს“ მიენიჭება საწყობიდან ,,ქონების“ ფაქტიურად გატანის უფლებამოსილება;
5. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ქონებაზე საკუთრების უფლებას მოიპოვებს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ;
6. აუქციონში გამარჯვებულივალდებულია „კორპორაციასთან“ წინასწარ შეათანხმოს შეძენილი ქონების საწყობიდან გატანის დრო;
7. აუქციონში გამარჯვებული ,,მყიდველი“ ვალდებულია, ,,გამყიდველისაგან“ ,,ქონება“ საკუთარი სახსრებით და ძალებით სრულად მიიღოს და გაიტანოს მისი მდებარეობის ადგილიდან (საწყობიდან) ,,ქონების“ ღირებულების სრულად გადახდიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში.
8. აუქციონის ჩატარებასთან დაკავშირებული სხვა პირობები და აუქციონის შედეგებიდან გამომდინარე მხარეთა უფლებამოვალეობანი (რომელსაც არ მოიცავს სააუქციონო განაცხადი და ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტი) დარეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
9. სარეალიზაციო ობიექტების ადგილმდებარეობის (აღნიშნული ტერიტორიები იმყოფება სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მფლობელობაში) შესახებ ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში.
10. დემონტირებული მილების მითითებული დიამეტრები ეფუძნება მილსადენების მშენებლობისას არსებულ ინფორმაციას, შესაბამისად ექსპლუატაციის პერიოდის გათვალისწინებით, გარკვეულ მონაკვეთები (ბუნებრივი ცვეთის ნორმების ფარგლებში) შესაძლოა იყოს კოროზირებული/გაცვეთილი.
აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას. | |||||||||||||||||||||||||||||
მოკლე აღწერილობა |
* მილები განთავსებულია ქ. ლანჩხუთში, აღმაშენებლის ქუჩა N51, კორპორაციის მილსაწყობში. | |||||||||||||||||||||||||||||
აღწერილობა |
* ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601 |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |