|
![]() |
კატეგორია:
აღნაგობა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:ბაღდათის მუნიციპალიტეტში, აჯამეთის აღკვეთილის ტერიტორიაზე არსებული 2 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი 30.05.31.002) აღნაგობის უფლებით გაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონი
განაცხადის #:29230BVL77953222 აუქციონის #: 29230 ლოტის #: 779532 დაწყება/დასრულება: 04/04/2022 12:00 - 14/04/2022 16:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 1 ბიჯი საგარანტიო თანხა: 6600GEL
დასრულების დრო: 14.04.2022 16:00:00
გაყიდვის ფასი : 23000.0000 GEL
საწყისი ფასი: 22000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 1000.00 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო მისამართი: გულუას 6 ტელეფონი: 971-2752352 |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | აჯამეთის აღკვეთილი | ქვეყანა | საქართველო | Rs რუკის მხარდაჭერა | - | ტელეფონის ნომერი | 5772223364 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601 |
მოკლე აღწერილობა | ბაღდათის მუნიციპალიტეტში, აჯამეთის აღკვეთილის ტერიტორიაზე არსებული 2 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი 30.05.31.002) აღნაგობის უფლებით გაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონი |
პირობა | 1. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია: ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) წლისა უზრუნველყოს ბაღდათის მუნიციპალიტეტში, აჯამეთის აღკვეთილის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2 ჰა მიწის ნაკვეთზე (თანდართული სიტუაციური ნახაზის შესაბამისად) (უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი 30.05.31.002) არანაკლებ 20 (ოცი) კოტეჯის, მოსასვენებელი სივრცისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა - სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებული რენდერის შესაბამისად; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს არანაკლებ 400 000 (ოთხასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება; გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) თვის ვადაში წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, მთლიანი საინვესტიციო თანხის 10%-ის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ვადას; დ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყებამდე უზრუნველყოს ზურმუხტის ქსელზე შეფასების დოკუმენტის მომზადება; 2. ხელშეკრულების ვადის დასრულების და/ან აღნაგობის უფლების მქონე პირის ბრალეული ქმედების გამო ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ობიექტზე მოწყობილი ინფრასტრუქტურა ყოველგვარი ანაზღაურებისა და კომპენსაციის გადახდის გარეშე რჩება სახელმწიფო საკუთრებაში; 3. აუქციონში გამარჯვებულს უფლება აქვს ხელშეკრულების ფარგლებში გადაცემულ ქონებაზე მოაწყოს დამატებითი ინფრასტრუქტურა სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან შეთანხმებული წინასწარი რენდერის მიხედვით; 4. პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულებების შესრულება დადასტურებულ უნდა იქნეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად იმ რეგისტირებული აუდიტორების/აუდიტორული ფირმების მიერ, რომელიც რეგისტრირებულია სახელმწიფო რეესტრში და უფლებამოსილია განახორციელოს აუდიტორული საქმიანობა (მომსახურება), მათ შორის, ინდივიდუალუარად; 5. საწყისი სააუქციონო ფასი განისაზღვრა წლიური 22 000 (ოცდაორი ათასი) ლარის (დღგს გარეშე) ოდენობით; 6. უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობა განისაზღვრა 6 600 (ექვსი ათას ექვსასი) ლარის ოდენობით (ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში ან აუქციონში გამარჯვებულმა სარგებლობის ხელშეკრულების ხელის მოწერაზე უარი განაცხადა. ამასთანავე, აუქციონში გამარჯვებულ პირს, რომელიც უარს განაცხადებს ხელშეკრულების ხელმოწერაზე 1 (ერთი) წლის განმავლობაში ეკრძალება დაცულ ტერიტორიებზე ქონების სარგებლობაში აღება. 7. აუქციონის ბიჯის სიდიდე განისაზღვრა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით; 8. სარგებლობის ვადა განისაზღვრა 30 წლით. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |