ამობეჭდვის თარიღი: 17.05.2025 10:01:06
კატეგორია: არასასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:მიწა და მასზე დამაგრებული შენობა ნაგებობები (სამტრედიის სერვის ცენტრი)
განაცხადის #:146806VUW79101922
აუქციონის #: 146806
ლოტის #: 791019
დაწყება/დასრულება: 18/05/2022 17:00 - 01/06/2022 17:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 11 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 62090.00GEL
დასრულების დრო: 01.06.2022 17:04:00
გაყიდვის ფასი : 675900.0000 GEL
საწყისი ფასი: 620900.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 5000 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: შპს აგროსერვის ცენტრი
მისამართი: საქართველო, თბილისი, სამგორის რაიონი, დასახლება ზემო ალექსეევკის (ნაკვ. 002/027)
ტელეფონი: 971-
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)სამტრედიაქვეყანასაქართველო
ქალაქისამტრედიამიწის ფართობი(მ²)10274.00
შენობის ფართობი(მ²)2106.37საკადასტრო კოდი34.08.67.042
Rs რუკის მხარდაჭერა-წყალი და კანალიზაცია+
ელექტრო მომარაგება+ბუნებრივი გაზი+
გადახდის პერიოდი75საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა105
ფასი ფასდაკლებამდე887000.00ტელეფონის ნომერი597424742
;
აღწერილობა
აღწერილობა

2021 წლის 27 იანვარს შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ (ს/ნ: 206348736) მიერ დაფუძნდა (100% წილით) „შპს აგროსერვის ცენტრი“ (ს/ნ: 406321065); 
კომპანიის კაპიტალი განისაზღვრა 13,724,915 ლარით;
მათ შორის ლევან  სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შეფასდა ქ. სამტრედიაში არსებული სერვის-ცენტრი (მიწა და შენობა-ნაგებობები).

მოკლე აღწერილობასარეალიზაციოდ წარმოდგენილია საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს "სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის" შვილობილი საწარმოს შპს "აგროსერვის ცენტრის" საკუთრებაში არსებული 10274 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 2106.37 კვ.მ. ფართობის შენობა ნაგებობები (სამტრედიის სერვის ცენტრი).



ქონების დათვალიერება შესაძლებელია მითითებულ მისამართზე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (სამუშაო საათები 10:00დან 17:00მდე).

საკონტაქტო ტელ.:   597 42 47 42 ლაშა ჯიბლაძე

პირობა

აუქციონი მიმდინარეობს 30%-ანი ფასდაკლებით.

აუქციონის პირობა:

1. ქონების საწყისი სარეალიზაციო ფასი შეადგენს 620900 ლარს;
2. აუქციონში მონაწილე პირი ვალდებულია გადაიხადოს საგარანტიო თანხა (ბე) აქტივის საწყისი ღირებულების 10%-ის (62090 ლარი) ოდენობით, ან ამავე თანხაზე წარმოადგინოს უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ნასყიდობის საფასურის სრულად გადახდის ბოლო ვადას;
3. გამარჯვების შემთხვევაში გადახდილი საგარანტიო თანხა (ბე) ჩაითვლება გადახდილ ავანსად;
4. პირს, რომელიც ვერ გაიმარჯვებს აუქციონში, ავტომატურად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა (ბე);
5. აუქციონის მიმდინარეობის ვადა -  14 კალენდარული დღე;
6. აუქციონის ბიჯი შეადგენს 5000 ლარს;
7. გამარჯვებული ვალდებულია სრულად გადაიხადოს ქონების ღირებულება შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში; 
8. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გამოცხადდეს კომპანიაში ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის მიზნით აუქციონის დასრულებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში;
9. აუქციონის შედეგები უქმდება თუ:
      ა) აუქციონში გამარჯვებულმა განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა ნასყიდობის საფასური;
      ბ) აუქციონში გამარჯვებულმა უარი განაცხადა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე; აღნიშნულ შემთხვევებში აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის (ბე-ს) თანხა არ ბრუნდება და ირიცხება კომპანიის ანგარიშზე.
10.  აუქციონში მონაწილის მიერ ბიჯის არ გაკეთების შემთხვევაში,  წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის  (ბე-ს) თანხა არ ბრუნდება და ირიცხება კომპანიის ანგარიშზე.

;