|
![]() |
კატეგორია:
სასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი მარნეულში
განაცხადის #:6260AM113 აუქციონის #: 6260 ლოტის #: 1 საქმის ნომერი: A12062312 დაწყება/დასრულება: 24/01/2013 15:00 - 01/02/2013 15:00 ლოტის სტატუსი: ჩაშლილი ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 7800GEL
მიმდინარე ფასი :
78000 GEL
საწყისი ფასი: 78000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 1560 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო. ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურო. მისამართი: 1) ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი 29ა (რუსთავის იუსტიციის სახლი) 2) ქ. თეთრიწყარო,კოსტავას ქ. #11 3) ქ. ბოლნისი,სულხან-საბას ქ. #113 4) ქ. მარნეული, ნარიმანოვის ქ, #4 ტელეფონი: 971-2749649 |
თვისებები
|
საქმის ნომერი | A12062312 | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | მარნეული, ქუჩა სულხან-საბა ორბელიანი ქუჩა #34 | ქვეყანა | საქართველო | მიწის ფართობი(მ²) | 1190 | საკადასტრო კოდი | 83.02.05.594 | შეფასების თანხა | 156000 | საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა | 23 | გადახდის პერიოდი | 10 | წყალი და კანალიზაცია | - | ელექტრო მომარაგება | - | ბუნებრივი გაზი | - | Rs რუკის მხარდაჭერა | - |
აღწერილობა
|
აღწერილობა | ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ გადახდა: ინფორმაცია გადახდის პროცესის შესახებ. ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებული პირი, ვალდებულია: აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს შეძენილი ქონების სრული საფასური და თანხის სრულად გადახდიდან 3 სამუშაო დღის შემდეგ ჩაიბაროს საკუთრების უფლების შესახებ განკარგულება. ქონების წინასარეალიზაციო დათვალიერება შესაძლებელია მის განთავსების ადგილზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601. 2 405-405 |
მოკლე აღწერილობა | უძრავი ქონება მდებარეობს ქალაქი მარნეული, ქუჩა სულხან-საბა ორბელიანი, #34-ში. წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზედ განლაგებულ შენობა-ნაგებობებს. შესაფასებელ მიწის ნაკვეთზე განლაგებული შენობა-ნაგებობა #1 წარმოადგენს ორსართულიან საცხოვრებელ სახლს. სახლი ნაშენებია სამშენებლო წვრილი ბლოკითა და სამშენებლო ქვით, ხოლო გადახურულია ე.წ. ,,შიფერით”. საცხოვრებელი სახლის პირველი სართული შედგება შესასვლელი, სამი საძინებელი, ორი სასტუმრო, სამზარეულო და ორი მომცრო ოთახისაგან. აღნიშნული ოთახების იატაკი ხისაა (გარდა ორი მომცრო ოთახისა), ხოლო კედლები გაჯითაა გალესილი. აღნიშნული ორი მომცრო ოთახი კარკასულ მდგომარეობაშია და დამხმარე დანიშნულებით გამოიყენება. საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ასვლა შესაძლებელია გარე კიბით. სახლის მეორე სართული შედგება შესასვლელი და ექვსი ოთახისაგან. აღნიშნული ოთახების იატაკი მობეტონებულია, ხოლო კედლები გასალესია. საცხოვრებელი სახლის გადახურვა დაუსრულებელი სახითაა წარმოდგენილი. სახლის პირველი სართულის ქვემოთ მოწყობილია სათავსო ოთახი. შენობა-ნაგებობა #2 წამოადგენს ერთსართულიან საცხოვრებელ სახლს, რომელიც ნაშენებია სამშენებლო ქვითა და სამშენებლო წვრილი ბლოკით, ხოლო გადახურულია ე.წ. ,,შიფერით”. სახლი შედგება სამი დანაყოფისაგან. ერთ დანაყოფში განლაგებულია შესასვლელი და საძინებელი ოთახი. შესასვლელის იატაკი ხისაა, ხოლო კედლები ნაწილობრივ გალესილია. საძინებელი ოთახის იატაკი მობეტონებულია, ხოლო კედლები გასალესია. სახლის მეორე დანაყოფში მოწყობილია საძინებელი ოთახი, რომლის იატაკი ხისაა, ხოლო კედლები გაჯითაა გალესილი. მესამე დანაყოფში მოწყობილია საძინებელი ოთახი, რომლის კედლები გაჯითაა გალესილი. ნაგებობა #3 ნაშენებია წვრილი სამშენებლო ბლოკით, ხოლო გადახურულია ე.წ. ,,შიფერით”. აღნიშნულ შენობაში შესვლა ვერ მოხერხდა. შესაფასებელი მიწის ნაკვეთი უმეტესად ვაკე რელიეფისაა. მიწის ნაკვეთი ნაწილობრივ მობეტონებულია, ხოლო გრუნტოვან ნაწილზე აღმოცენებულია მცენარეები. შესაფასებელ მიწის ნაკვეთზე განლაგებულია სამშენებლო წვრილი ბლოკით ნაშენები ავტოფარეხი და მასზედ მიდგმული სათავსო ოთახი, ასევე საპირფარეშო. საცხოვრებელი სახლის ეზოში შესვლა შესაძლებელია ორი მხრიდან. ეზოში მოწყობილია ტალავერი. უზრუნველყოფილია კომუნიკაციებით: ელ. ენერგია, წყალი. ბუნებრივი აირი. #1 განაშენიანების ფართი 179 კვ.მ #2 განაშენიანების ფართი 81კვ.მ. #განაშენიანების ფართი 29 კვ. მ |
პირობა | სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენის უფლება არ აქვს საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |