ამობეჭდვის თარიღი: 28.04.2025 16:33:48
კატეგორია: შავი მეტალი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:100 ტონა შავი ლითონის ჯართი
განაცხადის #:51286EUY80144022
აუქციონის #: 51286
ლოტის #: 801440
დაწყება/დასრულება: 05/07/2022 14:00 - 12/07/2022 18:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 8700GEL
მიმდინარე ფასი : 87000 GEL
საწყისი ფასი: 87000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 870 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სს "თამ" თბილავიამშენი
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისის სამგორის რაიონში, ბ.ხმელნიცკის ქ.,#181
ტელეფონი: 971-322700057
თვისებები
ბრძანების ნომერი88ქვეყანასაქართველო
ქალაქითბილისიქუჩა(დასახელება/ნომერი)გაბრიელ სალოსის 191
გადახდის პერიოდი7შეფასების თანხა87000
ზომის ერთეულიტონაწონა(ტონა)100.00
ტელეფონის ნომერი555 51 53 30
;
აღწერილობა
აღწერილობაყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420
პირობა

ელექტრონული აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.

შეძენილი ქონების საფასურის (აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი, გადახდილი „ბე“-ს გამოკლებით) გადახდის ვადა: აუქციონის დასრულებიდან - არაუმეტეს 7 კალენდარული დღე.

 მყიდველი ვალედებულია ქონების მიღებამდე და/ან მიღების პროცესში, სს „თამ“ თბილავიამშენის წარმომადგენლის თანდასწრებით, მოახდინოს მისი გადაწონვა სს"თამ" თბილავიამშენის ტერიტორიაზე განთავსებული დაკალიბრებული და სერტიფიცირებული  სასწორის საშუალებით.

 მყიდველი ვალდებულია ქონების გატანა განახორციელოს საკუთარი ხარჯებით.

ნებისმიერი შეტყობინება და მიმოწერა მხარეებს შორის უნდა განხორციელდეს წერილობით ქართულ ენაზე და გადაცემულ უნდა იქნეს პირადად, ფაქსის, შეკვეთილი წერილის, კურიერის ან ხელშეკრულებაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მისამართებზე.

მყიდველს უნდა გააჩნდეს მოქმედი ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელიც მიეთითება ხელშეკრულებაში და მასზე გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.

ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება მისი გაგზავნის მომენტიდან.

თითოეული მხარე მისამართის შეცვლის შემთხვევაში ვალდებულია აცნობოს აღნიშნულის თაობაზე მეორე მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ძველ მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება.

მყიდველი ვალდებულია შეძენილი ქონების გატანა განხორციელოს ქონების საფასურისს სრულად გადახდიდან არაუგვიანეს 20 სამუშაო დღეში, 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე. (ათვლა იწყება სრულად გადახდის შემდგომი სამუშაო დღიდან).

ქონების გატანის ვადების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს - ქონების სარეალიზაციო ღირებულების 0,1%-ს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს - გადაუხდელი თანხის 0,1%-ს, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას დარღვევის გამოსწორების ვადის (რომელიც არ აღემატება 10 კალენდარულ დღეს) და პირგასამტეხლოს ოდენობის მითითებით.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად.

 ასეთ შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგები, პრივატიზებული ქონება უბრუნდება გამყიდველს და  სახელმწიფო ქონების შემძენს არ უნაზღაურდება საპრივატიზებო თანხა, გადახდილი თანხები და ქონებაზე გაწეული დანახარჯები.

მყიდველის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა მყიდველს არ უბრუნდება.

 დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხის გადახდა არ ათავისუფლებს მყიდველს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან.

აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში.

 ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ:

ა) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;

ბ) აუქციონში გამარჯვებულმა პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა საპრივატიზებო საფასური;

გ) დაარღვია აუქციონში მონაწილეობის „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონით და „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესით“ დადგენილი პირობები.

ქონების შემძენს შეძენილ ქონებაზე საპრივატიზებო საფასურის გადახდამდე არ აქვს უფლება საპრივატიზებო ქონება გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს.

ამასთან, ის პასუხისმგებელია საპრივატიზებო საფასურის გადახდის შემდგომ, საპრივატიზებო ქონების გამყიდველის ტერიტორიიდან ეტაპობრივი გატანის პროცესში მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.

აუქციონში გამარჯვებულმა პირმა, აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 7 კალენდარულ დღეში უნდა წარმოუდგინოს გამყიდველს (სს „თამ“ თბილავიამშენ-ს):

1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ფიზიკური პირის შემთხვევაში);

2. სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა ან დაწესებულების მიერ გაცემულ სათანადო მინდობილობა, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;

3. სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება) ასლები  და განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედი ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);

4. საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 ჯართის საორიენტაციო წონით რეალიზაციისას - ჯართის წონის ერთეულის რეალური ფასის და ანგარიშსწორების კორექციის ოდენობის განსაზღვრის წესი

ჯართის საორიენტაციო წონით რეალიზაციისას -  ანგარიშსწორების კორექტირების საჭიროების შემთხვევაში, გამარჯვებულის მიერ დაფიქსირებული გაყიდვის ფასის საფუძველზე - წონის ერთეულის რეალური ფასი განისაზღვრება შემდეგი ალგორითმის შესაბამისად:

p2 = fc / m1

განმარტება:

fc - გამარჯვებულის მიერ დაფიქსირებული გაყიდვის ფასი.

m1 - ჯართის საორიენტაციო წონა

p2 - აუქციონის შედეგის თანახმად განსაზღვრული წონის ერთეულის რეალური ფასი

აუქციონში გამარჯვებულის მიერ დაფიქსირებული გაყიდვის ფასის გადახდის შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, ანგარიშსწორების კორექციის ოდენობა განისაზღვრება შემდეგი ალგორითმის შესაბამისად:

x = (m2-m1) * p2

განმარტება:

m2 - ჯართის დაზუსტებული წონა

m1 - ჯართის საორიენტაციო წონა

p2 - აუქციონის შედეგის თანახმად განსაზღვრული წონის ერთეულის რეალური ფასი

x - აუქციონში გამარჯვებულის მიერ დაფიქსირებული გაყიდვის ფასის გადახდის შემდგომ, განსახორციელებელი ანგარიშსწორების კორექციის ოდენობა.

გამარჯვებულად გამოვლინდება აუქციონში მონაწილე ის პირი, რომელიც აიღებს ვალდებულებას დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში სახელმწიფო ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.

ქონების დათვალიერებასთან დაკავშირებით საკონტაქტო პირი: ანდრო გოგავა 555 51 53 30

მოკლე აღწერილობასს თამ თბილავიამშენის ტერიტორიაზე არსებული 100 ტონა შავი ლითონის ჯართის რეალიზაცია.
;