ამობეჭდვის თარიღი: 04.05.2025 18:31:00
კატეგორია: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:შ.პ.ს "ფეხბურთის კლუბი-ლანჩხუთის გურია"
განაცხადის #:74050IOM80438422
აუქციონის #: 74050
ლოტის #: 804384
დაწყება/დასრულება: 13/07/2022 17:00 - 22/07/2022 17:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 27200GEL
დასრულების დრო: 22.07.2022 17:00:00
გაყიდვის ფასი : 37400.0000 GEL
საწყისი ფასი: 34000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 3400 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მისამართი: ლანჩხუთის რაიონი / კოსტავას 37
ტელეფონი: 995-
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)თამარ მეფის ქ.#35ქვეყანასაქართველო
ქალაქილანჩხუთიRs რუკის მხარდაჭერა-
კრედიტორული დავალიანება359650.28წილის პროცენტი100
გადახდის პერიოდი30საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა30
შეფასების თანხა34000ზომის ერთეულიაირჩიეთ ზომის ერთეული
ტელეფონის ნომერი551094143
;
აღწერილობა
აღწერილობაყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420
მოკლე აღწერილობალანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებული შ.პ.ს "ფეხბურთის კლუბი- ლანჩხუთის გურია"-ს (ს/ნ 433651461) 100% წილის  პირობიანი აუქციონის წესით პრივატიზება.
პირობა

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

                                                      საპრივატიზებო პირობები:

ხელი შეეწყოს ფეხბურთის პოპულარიზაციას და განვითრებას, რაც გამოიხატოს ახალგაზრდული გუნდების, ჯგუფების, კლუბების, ახალგაზრდული ჯგუფებისა და გუნდების/კლუბების მწვრთნელებისა და მომსახურე პერსონალის განვითარებასა და დაფინანსებაში, რაც უნდა შეესაბამებოდეს ქვემოთ დადგენილი ვალდებულებებს, ასევე ქვეყანაში დამტკიცებულ პროგრამებსა და სტანდარტების მოთხოვნებს, გუნდების განხლება და შესაბამისი ჩემპიონატისთვის მომზადება.

მყიდველი ვალდებულია:

              შპს ,,ფეხბურთის კლუბი ლანჩხუთის გურია“-ს  (ს/კ 433651461) განვითარებისათვის მყიდველმა უნდა უზრუნველყოს 3(სამი) წლის განმავლობაში  ყოველწლიურად არანაკლებ 700 000 (შვიდასი ათასი) ლარის ოდენობით ინვესტირება (არ იგულისხმება ა(ა)იპ „ფეხბურთის განვითარების ფონდი“-დან სახელმწიფო პროგრამით გამოყოფილი თანხები).   შპს ,,ფეხბურთის კლუბი ლანჩხუთის გურია“-ს განვითარებისათვის ინვესტირების თანხა და ,,საპრივატიზებო პირობით’’ დახარჯვა განახორციელოს  მომავალში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით და საქართველოს ფეხბურთის (სპორტის) განვითარების სახელმწიფო პროგრამის არსებობის განმავლობაში  ყოველწლიურად ორ ეტაპად. პირველი ეტაპი  1 ივლისამდე და მეორე ეტაპი 31 დეკემბრამდე.

კერძოდ:

1.  მყიდველის მიერ ინვესტირებული თანხიდან  ყოველი წლის 1 ივლისამდე ჩაირიცხოს 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით და ყოველი წლის 31 დეკემბრამდე  350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი)  ოდენობით.  თანხების არაუმეტეს 60% მდე  უნდა გაიხარჯოს შპს ,,ფეხბურთის კლუბი ლანჩხუთის გურია“-ს  თანამშრომლების, ფეხბურთელების შრომის ანაზღაურებისა და ბონუსებისათვის,არანაკლებ 20% უნდა აიხარჯოს  შპს ,,ფეხბურთის კლუბი ლანჩხუთის გურია“-ს ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებისათვის.

2. საქართველოს ფეხბურთის განვითარების პროგრამის გაგრძელების შემთხვევაში გააგრძელოს  შპს ,,ფეხბურთის კლუბი ლანჩხუთის გურია“-ს   განვითარებისთვის თანხის ინვესტირება და  ხარჯვა  ზემოთჩამოთვლილი  პრინციპის ანალოგიურად.

3საქართველოს ფეხბურთის  განვითარების სახელმწიფო პროგრამის დასრულების შემთხვევაში  შპს ,,ფეხბურთის კლუბი ლანჩხუთის გურია“-ს  განვითარებისათვის  მყიდველმა თანხის ინვესტირება უნდა განახორციელოს  ყოველწლიურად  არანაკლებ 700,000  (შვიდასი ათასი) ლარის ოდენობით მითითებული პრინციპის ანალოგიურადსაიდანაც არაუმეტეს 60% მდე თანხა უნდა ჩაირიცხოს  შპს ,,ფეხბურთის კლუბი ლანჩხუთის გურია“-ს თანამშრომლების, ფეხბურთელების შრომის ანაზღაურებისა და ბონუსებისათვის,   არანაკლებ 20% უნდა დაიხარჯოს შპს ,,ფეხბურთის კლუბი ლანჩხუთის გურია“-ს ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებისათვის.

4. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგინოს ამპირობაში  განსაზღვრული ,,ფეხბურთის კლუბი ლანჩხუთის გურია“-სთვის  ჩარიცხული თანხების დამადასტურებელი დოკუმენტები (საგადახდოდავალება) ვალდებულების დადგომის ბოლო დღიდან 3 დღეში.

5.ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგინოს საქართველოში ლიცენზირებული აუდიტის დასკვნა ამ პირობის და საპრივატიზებო  პირობის/ების   მიზნობრივად ხარჯვის შესახებ, რის შემდგომაც შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები ვალდებულების დადგომის ბოლო დღიდან წარმოადგინოს 10 სამუშაო დღის ვადაში.

6. ყოველწლიურად უზრუნველყოს  შპს ,,ფეხბურთის კლუბი ლანჩხუთის გურია“-ს  საქართველოს ეროვნული ლიგის  ჩემპიონატში მონაწილეობისათვის პირობების დაკმაყოფილება და შესაბამისი ლიცენზიის მოპოვება, როგორც ეროვნულ, ასევე,საერთაშორისო ასპარეზზე მონაწილეობის საჭიროების შემთხვევაში.

7.მყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვთა გუნდების ფუნქციონირება (წელიწადში არანაკლებ 100 ბავშვზე)უფასოდ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვების მიმართ,ასევე, საფეხბურთო სკოლა-აკადემიის  ფუნქციონირება, ოფიციალური მატჩებისა და სასწავლო-საწვრთნელი პროცესი, ფიფას, უეფას და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულებებით დადგენილი პირობების შესაბამისად;

9. საქართველოს ფეხბურთის (სპორტის) განვითარების პროგრამის  განმავლობაში შპს ,,ფეხბურთის კლუბი ლანჩხუთის გურია“-ს მიღებული თანხები თუ ისინი მიღებულია სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული პროგრამიდან ან შპს ,,ფეხბურთის კლუბი ლანჩხუთის გურია“-ს   განვითარების თანხიდან არ გამოიყენოს   ფეხბურთელის შესაძენად.

10. არ შეცვალოს შპს ,,ფეხბურთის კლუბი ლანჩხუთის გურია“-ს სპორტული პროფილი ,,ფეხბურთი’’ და საშინაო მატჩები ჩაატაროს ლანჩხუთის ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე.

11. მყიდველი ვალდებულია მიმდინარე წლის განმავლობაში კლუბში განახორციელოს არანაკლებ 200 000 (ორასი ათასი)  ლარის ინვესტიცია (არ იგულისხმება ა(ა)იპ „ფეხბურთის განვითარების ფონდი“-დან სახელმწიფო პროგრამით გამოყოფილი თანხები).   , აიღოს პასუხისმგებლობა შპს ,,ფეხბურთის კლუბი ლანჩხუთის გურია“-ს წილის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე კლუბის მიმართ მესამე პირთა მიერ წაყენებულ, მათ შორის ამ ეტაპზე აღიარებულ, დადასტურებულ ან/და აუღიარებელ, დაუდასტურებელ მოთხოვნებზე/ვალდებულებებზე, ხოლო  2022 წლის 31 დეკემბრამდე გადაიხადოს  წარმოშობილი კრედიტორული დავალიანებები საერთო თანხით 359 650,28 (სამას ორმოცდაცხრამეტიათას ექვსასორმოცდაათი ლარი და 28 თეთრი) ლარი.

12. მყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ საფეხბურთო კლუბმა შეასრულოს უეფასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დადგენილი საკლუბო ლიცენზირების სავალდებულო მოთხოვნები და სხვა სტანდარტები;

13. მყიდველი ვალდებულია ერთ-ერთი საპრივატიზებო პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყიდველს შპს ,,ფეხბურთის კლუბი ლანჩხუთის გურია“-ს  100% წილი, გაუმჯობესებული ქონება ყოველგვარი დავალიანების გარეშე დაუბრუნოს დაუყოვნებლივ შესაბამისი სარეგისტრაციო და სხვა საჭირო პროცედურების გავლის  უზრუნველყოფის ჩათვლით, რის შემდგომაც გამყიდველი იმსჯელებს ხელშეკრულების შეწყვეტაზე.

14. მყიდველი ვალდებულია  დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე გამყიდველის მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია გამყიდველს.

15. მყიდველს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, გამყიდველთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გაცემული ქონება განკარგოს, გასცეს მართვის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულყოფილად დაკმაყოფილებისა და მყიდველზე საკუთრების უფლების სრულად გადასვლის შემდეგ შეძენილი ქონების განკარგვის შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია ახალ შემძენზე ქონება გაასხვისოს  ,,ფეხბურთის კლუბი ლანჩხუთის გურია“-ს სპორტული პროფილი,,ფეხბურთი’’-ს შენარჩუნების პირობით.

16. შეძენილი ქონების სრული ღირებულების სრულად დაფარვამდე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონება გადაეცემა პირობადებულ საკუთრებაში.

17. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ  მათი დადასტურების მომენტიდან.

18.  ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ოქმით და ხელშეკრულებით  სააუქციონო პირობებიდან გამომდინარე.  კერძოდ:

) მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულების 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

) მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ელექტრონულ აუქციონზე დაფიქსირებული ქონების საბოლოო ფასის 0.05%-.

           19. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების ოქმის გაუქმების საფუძვლად. კერძოდ, ერთ-ერთი საპრივატიზებო პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყიდველს შპს ,,ფეხბურთის კლუბი ლანჩხუთის გურია“-ს  100% წილი ყოველგვარი დავალიანების გარეშე დაუბრუნოს დაუყოვნებლივ შესაბამისი სარეგისტრაციო და სხვა საჭირო პროცედურების გავლის  უზრუნველყოფის ჩათვლით, რის შემდგომაც გამყიდველი იმსჯელებს ხელშეკრულების შეწყვეტაზე.

20. შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლება და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გამყიდველის მიერ მყიდველს გადაეცემა შეძენილი ქონების საბოლოო/სრული ნასყიდობის ღირებულების დაფარვის შემდეგ, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით.

21. თუ მყიდველი დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის ქონების საფასურს, აუქციონის შედეგები უქმდება, მყიდველს არ ეძლევა საკუთრების უფლება ქონებაზე და არ უბრუნდება შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია და გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება.

22. მყიდველს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

23. ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის  მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და  შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ, ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით.

24. მყიდველი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის წარმოადგინოს ხელშეკრულების პირობების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია შესასრულებელი პირობის 10%-ის ოდენობით, შემდეგი გრაფიკით: 2022 წლისათვის შესასრულებელი ვალდებულების საბანკო გარანტია ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის; ხოლო მომდევნო წლების ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ყოველი წლის დასაწყისისთვის.

25. აუქციონში მონაწილეობისათვის დაინტერესებულმა პირმა უპირობო/გამოუხმობადი საბანკო გარანტიის თანხა უნდა გადარიცხოს აუქციონის ვადის დასრულებამდე არაუგვიანეს 28 საათისა.

26. უნაღდო ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს შემდეგ ანგარიშის ნომერზე.

მიმღების დასახელება: სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (ს/კ 205005910)

მიმღები ბანკი სს "ლიბერთი ბანკი"

ბანკის კოდი LBRTGE22

ანგარიშის ნომერი GE16LB0121192433146005

გადარიცხვა უნდა განხორციელდეს აუქციონის დასრულებამდე არაუგვიანეს 28 საათისა. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ 28 საათის ათვლა მოხდება სამუშაო დღეების გათვალისწინებით.

;