|
კატეგორია:
არასაცხოვრებელი ფართი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
დასახელება:ქალაქი ზუგდიდი, ზვ. გამსახურდიას ქ. N19/რუსთაველის ქ. N89-ში მდებარე შენობის I, II და III სართულზე განთავსებული 2359,00 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №43.31.49.015.01.519)) ელექტრონული აუქციონის (პირობებიანი) ფორმით პრივატიზება
განაცხადის #:102694OQL80755322 აუქციონის #: 102694 ლოტის #: 807553 დაწყება/დასრულება: 21/07/2022 17:00 - 15/08/2022 17:00 ლოტის სტატუსი: ჩაშლილი ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 400000GEL
მიმდინარე ფასი :
4000000.00 GEL
საწყისი ფასი: 4000000.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 40000 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი მისამართი: ქ.ზუგდიდი / რუსთაველის 90 ტელეფონი: 995-591445351 |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | ზვ. გამსახურდიას ქ. N19/რუსთაველის ქ. N89 | კონდიციონერი | - | ბრძანების ნომერი | ბ24.24222021 21.07.2022 | საკადასტრო კოდი | 43.31.49.015.01.519 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | წყალი და კანალიზაცია | - | ელექტრო მომარაგება | - | ბუნებრივი გაზი | - | ტელეფონი | - | ინტერნეტი | - | პარკირება | - | ლიფტი | - | ბუხარი | - | ავეჯი | - | აივანი | - | ლოჯი | - | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | ზუგდიდი | TV | - | ცხელი წყალი | - | გათბობა | - | სათავსო | - | გადახდის პერიოდი | 15 | ამონაწერი საჯარო რეესტრიდან | https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFAbZZ7JLF98ywRaSFcZUlK1KcYhpCp7M7wVY[DrFGTps | ტელეფონის ნომერი | 591447522 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი შეიძლება იყოს ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი ან ასეთ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც მუნიციპალიტეტის ან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მონაწილეობის წილი 25 პროცენტზე ნაკლებია. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების 41 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მყიდველი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში წარადგინოს საინვესტიციო ვალდებულების არანაკლებ 10 პროცენტის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 4 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის საფუძველზე 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში ფორმდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს შორის წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს შეძენილი ქონების სრული ღირებულება. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, თუ: ა) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა; ბ) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა შეძენილი ქონების სრული ღირებულება. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც გადაიხადეს ბე ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდა, ასევე ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდა შესაძლებელია საბანკო დაწესებულებაში, ინტერნეტბანკის საშუალებით, საბანკო პლასტიკური ბარათით და აუქციონატორის მიერ შეთავაზებული სხვა საშუალებებით, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა შესაძლებელია როგორც გააქტიურებით (ელექტრონულად), ასევე წარდგენის საშუალებით. მყიდველმა აუქციონზე შეძენილი ქონების საბოლოო ფასი უნდა გადაიხადოს შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ბიუჯეტის ცენტრალიზებული შემოსულობები, ხაზინის ერთიანი ანგარიში - №GE24NB0330100200165022; მიმღების ბანკი -სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი - №TRESGE22; საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი- №300823313 (შემოსულობა ადგილობრივი თვითმართველი ერთეულების საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი შენობების გაყიდვიდან) |
მოკლე აღწერილობა | დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ 591447522 |
პირობა | ელექტრონული აუქციონის პირობად განისაზღვროს: არასაცხოვრებელი ფართის შემძენის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში აღნიშნულ ფართში 2 000 000 (ორი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება, სასტუმროს ან/და კომერციული ფართის (გარდა ინდივიდუალური საკუთრების საცხოვრებლისა) მოწყობისათვის. შემძენს ექნება შესაძლებლობა არასაცხოვრებელ ფართზე მოაწყოს მანსარდული ტიპის მეოთხე სართულის დაშენება. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |