ამობეჭდვის თარიღი: 25.11.2024 05:04:20
კატეგორია: არასასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფ. ანაკლიაში მდებარე 5585,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (117კვ.მ მიწის ნაკვეთი დატვირთულია სერვიტუტის უფლებით) და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე: N2 საერთო ფართით-1589,52კვ.მ (მათ შორის I სართულის ფართი-1182,71კვ.მ; II სართულის ფართი-406,81კვ.მ. N1(აუზი) (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №43.30.47.129)). ელექტრონული აუქციონის (პირობებიანი) ფორმით პრივატიზება
განაცხადის #:102694OQL80756922
აუქციონის #: 102694
ლოტის #: 807569
დაწყება/დასრულება: 21/07/2022 17:00 - 15/08/2022 17:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 125000GEL
მიმდინარე ფასი : 1250000 GEL
საწყისი ფასი: 1250000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 15000 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მისამართი: ქ.ზუგდიდი / რუსთაველის 90
ტელეფონი: 995-591445351
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)სოფ.ანაკლიაბრძანების ნომერიბ24.24222014 20.07.2022
ქვეყანასაქართველოქალაქიზუგდიდი
საკადასტრო კოდი43.30.47.129Rs რუკის მხარდაჭერა-
წყალი და კანალიზაცია-ელექტრო მომარაგება-
ბუნებრივი გაზი-გადახდის პერიოდი15
ამონაწერი საჯარო რეესტრიდანტელეფონის ნომერი591447522
;
აღწერილობა
აღწერილობა

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის 669 დადგენილების ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი შეიძლება იყოს ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი ან ასეთ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც მუნიციპალიტეტის ან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მონაწილეობის წილი 25 პროცენტზე ნაკლებია.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის 669 დადგენილების 41  მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მყიდველი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში წარადგინოს საინვესტიციო ვალდებულების არანაკლებ 10 პროცენტის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 4 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას.

ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის საფუძველზე 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში ფორმდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს შორის წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება.

ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს შეძენილი ქონების სრული ღირებულება.

ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, თუ:

ა) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;

ბ) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა შეძენილი ქონების სრული ღირებულება.

თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც გადაიხადეს ბე ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.  

მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდა, ასევე ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდა შესაძლებელია საბანკო დაწესებულებაში, ინტერნეტბანკის საშუალებით, საბანკო პლასტიკური ბარათით და აუქციონატორის მიერ შეთავაზებული სხვა საშუალებებით, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა შესაძლებელია როგორც გააქტიურებით (ელექტრონულად), ასევე წარდგენის საშუალებით.

მყიდველმა აუქციონზე შეძენილი ქონების საბოლოო ფასი უნდა გადაიხადონ შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტის ცენტრალიზებული შემოსულობები, ხაზინის ერთიანი ანგარიში №GE24NB0330100200165022; ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი №TRESGE22, უძრავი ქონების პრივატიზება - №300823390 (შემოსულობა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გაყიდვიდან).
მოკლე აღწერილობადამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ 591447522
პირობა

  ელექტრონული აუქციონის პირობად განისაზღვროს:

        არასაცხოვრებელი ფართის შემძენის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში მულტიფუნქციური დანიშნულების ფართის მოწყობის მიზნით 1 000 000 (ერთი მილიონი)  ლარის ინვესტიციის განხორციელება.

;