|
დასახელება:ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების (მადნეული-ფოლადაურის მადნიანი ზონა) ტერიტორიაზე (ტალავერის, რაჭისუბნის, ნახიდურის, ქვემო ბოლნისის, ქვეშის, მამხუტის, შაუმიანის ადმინისტრაციული ერთეულები), სასარგებლო წიაღისეულის (ოქრო-პოლიმეტალები) შესწავლა-მოპოვება.
განაცხადის #:461OTH222
აუქციონის #: 461
ლოტის #: 2
დაწყება/დასრულება: 30/08/2022 12:00 - 30/08/2022 18:00
დასრულების დრო:
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 7 ბიჯი
საგარანტიო თანხა:
300200GEL
დასრულების დრო: 30.08.2022 18:08:00
გაყიდვის ფასი :
5100000.0000 GEL
საწყისი ფასი: 3000000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 300000 GEL
|
ინფორმაცია გამყიდველზე
დასახელება: მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო
მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N 150
ტელეფონი: 971-(032)2950030
|
აღწერილობა | ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ელექტრონულ აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულზე შესაბამისი ლიცენზია გაიცემა მის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული თანხის გადახდის დადასტურებიდან მე-10 სამუშაო დღეს. გთხოვთ, ისარგებლოთ eauction.ge-ის ანგარიშსწორების ახალი სისტემით: საგარანტიო თანხის ღირებულების გადახდა შესაძლებელია საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით და სს „ლიბერთი ბანკში“ ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით. ორივე მეთოდით გადახდილი (ზუსტი ფორმით) თანხა ავტომატურად აისახება ელექტრონული აუქციონის სისტემაში. გადახდის განსახორციელებლად მომხმარებელი ბანკში წარადგენს ლოტის განაცხადის ნომერს (რომელზეც სურს რომ მოახდინოს გადახდა) და აუქციონზე რეგისტრირებული მომხმარებლის მონაცემს (ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი). |
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: (+995) 32 950 030 ან 1420 |
მოკლე აღწერილობა | |
|
პირობა | საგარანტიო თანხა მოიცავს 200 ლარიან სალიცენზიო მოსაკრებელს. სარგებლობის ლიცენზიის ვადა 30 წელი.
ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია: ა) ლიცენზიის ძალაში შესვლიდან არა უმეტეს 5 წლის ვადაში უზრუნველყოს სასარგებლო წიაღისეულის რესურსის შესწავლა და Joint Ore Reserves Committee (JORC) კოდექსის შესაბამისად შედგენილი სასარგებლო წიაღისეულის მარაგების ანგარიშის შესაბამის ორგანოში დასამტკიცებლად წარდგენა; ბ) ლიცენზიის ძალაში შესვლიდან 5 წლის ვადაში, ძებნა-ძიებითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, ჯამურად განახორციელოს არანაკლებ 12 000 000 (თორმეტი მილიონი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობის ინვესტიცია, მათ შორის, ლიცენზიის ძალაში შესვლიდან 16 თვის ვადაში ძებნა-ძიებითი სამუშაოებისთვის განახორციელოს არანაკლებ 3 000 000 (სამი მილიონი) ლარის ოდენობის ინვესტიცია; გ) ლიცენზიის ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს 2023 წლის დეტალური გეგმა-გრაფიკი და ბიუჯეტი განსახორციელებელი შესწავლის სამუშაოების შესახებ, ხოლო დანარჩენ პერიოდზე ყოველი მომავალი წლის შესწავლის სამუშაოების დეტალური გეგმა-გრაფიკისა და ბიუჯეტის წარდგენის ვადად განესაზღვროს წინა კალენდარული წლის 1 დეკემბერი. შესწავლის პერიოდში, ყოველწლიურად არა უგვიანეს 1 აპრილისა წარუდგინოს წინა წლის შესრულებული სამუშაოებისა და ბიუჯეტის ანგარიში. დეტალური საძიებო სამუშაოები (თანამედროვე მეთოდიკის და სტანდარტების შესაბამისად), საჭიროებისამებრ შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს, გეოლოგიური აგეგმვითი სამუშაოებით (რუკების შედგენა-დაზუსტება), გეოქიმიური და გეოფიზიკური კვლევებით, სამთო გამონამუშევრების გაყვანით, ქანების ნივთიერი და მინერალოგიური შესწავლით და ამ შესწავლისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობით; დ) „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცებიდან 4 თვის ვადაში ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს საბადოს ათვისების გეგმა და შესაბამისი საინვესტიციო გეგმა-გრაფიკი; ე) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 3 000 000 (სამი მილიონი) ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების უზრუნველსაყოფად, ლიცენზიის ძალაში შესვლიდან 2 თვის ვადაში, ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს კომერციული ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტია 500 000 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს აღნიშნული საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას; ვ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადების (16 თვე და 5 წელი) გასვლიდან ერთი თვის ვადაში ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი აუდიტორის/აუდიტორული ფირმის დასკვნები, რომლებიც დაადასტურებს შესაბამისად 3 000 000 (სამი მილიონი) ლარის და ჯამურად 12 000 000 (თორმეტი მილიონი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობის ინვესტიციების განხორციელებას; ზ) ლიცენზიის ძალაში შესვლიდან, შესწავლის პერიოდში მუდმივად დაასაქმოს საქართველოს არანაკლებ 30 მოქალაქე, ხოლო შემდგომ, საბადოს ექსპლუატაციის ეტაპზე - საქართველოს არანაკლებ 150 მოქალაქე; თ) ლიცენზიით გათვალისწინებული სამუშაოების დაწყებამდე, შესაბამისი მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთან ერთად უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ; ი) ლიცენზიით გამოყოფილი ტერიტორიის ფარგლებში კერძო საკუთრებაში არსებულ მიწაზე სალიცენზიო საქმიანობა განახორციელოს მხოლოდ ასეთი მიწის მესაკუთრესთან შეთანხმებით; კ) ხელი არ შეუშალოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. ლ) სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცების შემდგომ უზრუნველყოს, იმ ლიცენზირებული ფართობის (ტერიტორიის) დაბრუნება, რომელიც შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით წარმოადგენს უპერსპექტივო უბანს; მ) ხელი არ შეუშალოს სალიცენზიო ფართობზე მოქმედი სხვა ლიცენზიებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებას; ნ) სახელმწიფო უფლებამოსილია, ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმებით წინამდებარე სალიცენზიო ტერიტორიაზე გასცეს სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა/მოპოვების ლიცენზიები, რომლებიც არ იქნება დაკავშირებული ამ ლიცენზიით განსაზღვრული წიაღისეულით სარგებლობასთან და რაც ხელს არ შეუშლის წინამდებარე ლიცენზიით განსაზღვრულ გეოლოგიურ-საძიებო, სამთო-მოპოვებით და საწარმოო პროცესებთან დაკავშირებულ სამუშაოებს; ო) მარაგების დამტკიცების შემდეგ ლიცენზიანტი ვალდებულია, გადაიხადოს „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის 2022 წლის 2 მარტის №1 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამი, აუქციონზე მის მიერ დაფიქსირებული ბოლო შეთავაზებული ფასის გამოკლებით, თუ აუქციონზე მის მიერ დაფიქსირებული ბოლო შეთავაზებული ფასი ნაკლებია მარაგების დამტკიცების შემდეგ მის მიერ გადასახდელ თანხაზე; პ) ზემოაღნიშნული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ლიცენზიის გამცემისათვის წარდგენისა და ლიცენზიაში ცვლილების განხორციელების შემდეგ, ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია განახორციელოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება; ჟ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირება განახორციელოს ძარაგადახურული ავტომობილებით, ასევე დასახლებულ პუნქტებში სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირებისას უზრუნველყოს საავტომობილო გზის პერიოდული მორწყვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მტვრის გაფრქვევა დასახლებულ პუნქტებში; რ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია არ დააზიანოს შიდა სასოფლო გზები, ხოლო დაზიანების შემთხვევაში მოახდინოს მისი აღდგენა-რეაბილიტაცია, ლიცენზიის მფლობელს წიაღისეულის მოპოვების პერიოდში ეკრძალება გზის გვერდულებზე მასალის დასაწყობება, სამშენებლო ნარჩენების დაყრა, მანქანა-მექანიზმების გაჩერება და დგომა; ს) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს სალიცენზიო მიწის ნაკვეთზე დაზიანებული ნიადაგის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეკულტივაციის ღონისძიებების ჩატარება; ტ) ექსპლუატაციისას მეწყრული პროცესების გააქტიურების დროს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა მოხდეს სამუშაოების შეჩერება, სათანადო ღონისძიებების დასახვა და განხორციელება, გეოდინამიკური სიტუაციის გართულების (ასეთის არსებობის) შემთხვევაში, უნდა შესრულდეს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების შესაბამისი მითითებები; უ) ობიექტის დამუშავება უნდა მოხდეს ქვეყანაში მოქმედი სამთო საქმისთვის მიღებული ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების და წესების დაცვით, ობიექტის დამუშავების დროს მოხსნილი ნიადაგის ფენა და ფუჭი ქანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა დასაწყობდეს ტერიტორიის რეკულტივაციის მიზნით მისი შემდგომი გამოყენებისათვის; ფ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია შესწავლის პერიოდში, , პარარელურ რეჟიმში უნდა უზრუნველყოს ობიექტის საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური პირობების შეფასება. ქ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს № 5/20779 12.04.2022წ. წერილით განსაზღვრული მოთხოვნის შესრულება; ღ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს № 17/974 25.05.2022წ. წერილით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება; ყ) ლიცენზიის მფლობელმა შეასრულოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, მათ შორის „გარემოს დაცვის შესახებ“, ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” და „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონებით და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, ,,წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წიაღით სარგებლობისას იშვიათი მეცნიერული ან ესთეტიკური ფასეულობის ობიექტების; შ) შესწავლის დასრულების შემდგომ მოპოვების ეტაპზე გადასვლამდე, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისთვის უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის შემთხვევაში, მოპოვებითი სამუშაოები განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; ჩ) შესწავლის დასრულების შემდგომ მოპოვებითი სამუშაოების დაწყებამდე უზრუნველყოს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება; ც) ლიცენზიის მფლობელმა სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცებიდან და ლიცენზიაში შესაბამისი ცვლილების შეტანის შემდეგ ერთი თვის ვადაში ლიცენზიის გამცემს დასამტკიცებლად წარუდგინოს სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით); ძ) დაცული იქნეს „ბუნებრივი რესურსით სარგებლობისათვის“ საქართველოს კანონით და გარემოსდაცვითი კანონმდებლობით, „საქართველოს ტყის კოდექსით“, „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის N221 დადგენილებით და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი პირობები, აგრეთვე ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილი მოთხოვნები. |
---|
აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო თანხის გადახდა გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში. |