ამობეჭდვის თარიღი: 17.05.2025 12:15:30
კატეგორია: არასასოფლო მიწა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის N23 საჯარო სკოლის მიწის ნაწილი
განაცხადის #:49994EQU81634122
აუქციონის #: 49994
ლოტის #: 816341
დაწყება/დასრულება: 19/08/2022 13:30 - 24/08/2022 15:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 4500GEL
დასრულების დრო: 24.08.2022 15:00:00
გაყიდვის ფასი : 3510.0000 GEL
საწყისი ფასი: 3500 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის # 23 საჯარო სკოლა
მისამართი: ძველი თბილისი / უზნაძის ქ. 59
ტელეფონი: 971-
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)უზნაძის 59ქვეყანასაქართველო
მიწის ფართობი(მ²)720საკადასტრო კოდი01.16.05.011.016
Rs რუკის მხარდაჭერა-წყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
გადახდის პერიოდი30ტელეფონის ნომერი577331414
;
აღწერილობა
აღწერილობა

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420

საკონტაქტო ინფორმაცია:

577 33 14 14

მოკლე აღწერილობა

იჯარით გაიცემა სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის N23 საჯარო სკოლის ეზოში არსებული 720 კვ. ფართის მიწა.

პირობა

1.     ართი იჯარით გაიცემა ქალაქ თბილისში, სანქტ-პეტერბურგის ქუჩაზე მდებარე სასტუმროს მომსახურე პერსონალისთვის ალტერნატიული შესასვლელის მოსაწყობად. 

2.     მოიჯარე ვალდებულია 2022 წლის 31 დეკემბრამდე:

·       სკოლის ეზოს შესასვლელი ჭიშკარი მოაწყოს ახლიდან, ახალი კონსტრუქციით;

·       საიჯარო ფართის/ეზოს მთელი ტერიტორია მოაპირკეთოს ასფალტის საფარით ან ფილებით;

·       საიჯარო ფართში დაამონტაჟოს ბაღის/ეზოს სკამები, რითაც ისარგებლებენ სკოლის მოსწავლეების მშობლები დალოდებისას;

·       მოაწყოს სკოლისთვის პეტანკის (ფრანგული სპორტის ერთ-ერთი სახეობა) სათამაშო 4 მოედანი;

·       გამიჯნოს სკოლის სარგებლობაში არსებული ტერიტორია გასაიჯარებელი ტერიტორიისგან მსუბუქი კონსტრუქციით, რომელიც გაიღება იოლად და არ შეუქმნის ბარიერებს სახანძროს მანქანის გადაადგილებას საჭიროების შემთხვევაში;

·       სკოლას არ შეუზღუდოს უფლება ისარგებლოს ამ ეზოში განთავსებული საქვაბე მეურნეობით.

3.     მოიჯარე ვალდებულია ვალდებულებებში მითითებული სამუშაოების წარმოების პროექტი სამუშაოების დაწყებამდე შეათანხმოს მეიჯარესთან,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან.

4.     საწყისი თანხა შეადგენს იჯარის ფორმით  ფართის სარგებლობის ერთი თვის საიჯარო გადასახადს.

5.     ფართი იჯარით გაიცემა 5 წლის ვადით.

6.     მოიჯარეს ფართით სარგებლობის უფლება აქვს თვიურად.

7.     მოიჯარე  ვალდებულია  დროულად გადაიხადოს საიჯარო ქირა ( ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად)  და დაიცვას  სანიტარული-ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო  უსაფრთხოების ნორმები;    ასევე ვალდებულია საიჯარო ფართით ისარგებლოს ისე, რომ ამით ხელი არ შეუშალოს სასწავლო პროცესის მიმდინარეობას.

8.     ფართი იჯარით გაიცემა იმ პირობით რომ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 2 კვირის ვადაში შეწყდება მოიჯარესთან გაფორმებული  იჯარის ხელშეკრულება.

9.     მეიჯარეს უფლება აქვს საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნით ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ ირღვევა ბავშვთა უსაფრთხოებასთან და უფლებებთან დაკავშირებული რეგულაციები.

10.  იჯარის ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეიძლება შეწყდეს თუ ეს გამოწვეულია სახელმწიფო პოლიტიკით, კანონმდებლობის ცვლილებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნით, სკოლაში სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების შემთხვევაში, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

11.  მოიჯარეს მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა (ბე) ჩაითვლება საიჯარო ქირაში საბოლოო ანგარიშსწორებისას.

12.  ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულიად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულებაზე ხელმოწერაზე უარი განაცხადა.

13.  თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს.

14.  სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის/პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე - უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა.

15.  აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს და აუქციონში რეგისტრირებულ პირებს, რომლებმაც მონაწილეობა არ მიიღეს სააუქციონო ვაჭრობაში ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში.

16.  იჯარის ხელშეკრულება უნდა დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში. რეგისტრაციის ხარჯები ეკისრება მოიჯარეს.

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნების/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

მიმაგრებულ  ფაილებში იხილეთ   “სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება.

;