ამობეჭდვის თარიღი: 24.11.2024 06:57:41
კატეგორია: არასაცხოვრებელი ფართი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქალაქი ზუგდიდი, ზვ. გამსახურდიას გამზ. N19/რუსთაველის ქ. N89-ში მდებარე შენობის I, II და III სართულზე განთავსებული 2359,00 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №43.31.49.015.01.519)) განმეორებითი პირობებიანი ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზება
განაცხადის #:102694OQL82255122
აუქციონის #: 102694
ლოტის #: 822551
დაწყება/დასრულება: 08/09/2022 17:00 - 30/09/2022 17:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 300000GEL
მიმდინარე ფასი : 3000000 GEL
საწყისი ფასი: 3000000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 30000.00 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მისამართი: ქ.ზუგდიდი / რუსთაველის 90
ტელეფონი: 995-591445351
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ზვ. გამსახურდიას ქ. N19/რუსთაველის ქ. N89კონდიციონერი-
ბრძანების ნომერიბ24.24222508 07.09.2022საკადასტრო კოდი43.31.49.015.01.519
Rs რუკის მხარდაჭერა-წყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
ტელეფონი-ინტერნეტი-
პარკირება-ლიფტი-
ბუხარი-ავეჯი-
აივანი-ლოჯი-
ქვეყანასაქართველოქალაქიზუგდიდი
TV-ცხელი წყალი-
გათბობა-სათავსო-
გადახდის პერიოდი30ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
ტელეფონის ნომერი591447522
;
აღწერილობა
აღწერილობა

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი შეიძლება იყოს ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი ან ასეთ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც მუნიციპალიტეტის ან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მონაწილეობის წილი 25 პროცენტზე ნაკლებია.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების 41  მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მყიდველი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში წარადგინოს საინვესტიციო ვალდებულების არანაკლებ 10 პროცენტის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 4 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას.

ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის საფუძველზე 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში ფორმდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს შორის წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება.

ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს შეძენილი ქონების სრული ღირებულება.

ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, თუ:

ა) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;

ბ) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა შეძენილი ქონების სრული ღირებულება.

თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც გადაიხადეს ბე ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.  

მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდა, ასევე ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდა შესაძლებელია საბანკო დაწესებულებაში, ინტერნეტბანკის საშუალებით, საბანკო პლასტიკური ბარათით და აუქციონატორის მიერ შეთავაზებული სხვა საშუალებებით, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა შესაძლებელია როგორც გააქტიურებით (ელექტრონულად), ასევე წარდგენის საშუალებით.

მყიდველმა აუქციონზე შეძენილი ქონების საბოლოო ფასი უნდა გადაიხადოს შემდეგ ანგარიშზე:

სახელმწიფო ბიუჯეტის ცენტრალიზებული შემოსულობები, ხაზინის ერთიანი ანგარიში - №GE24NB0330100200165022;

მიმღების ბანკი -სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი - №TRESGE22;

საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი- №300823313 (შემოსულობა ადგილობრივი თვითმართველი ერთეულების საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი შენობების გაყიდვიდან)
მოკლე აღწერილობადამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ 591447522
პირობა

     ქონების შემძენი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში უზრუნველყოფს 2 000 000 (ორი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელებას სასტუმროს, კომერციული ფართის ან/და საცხოვრებელი ფართის მოწყობის მიზნით. შემძენს ექნება შესაძლებლობა არასაცხოვრებელ ფართზე მოაწყოს მანსარდული ტიპის მეოთხე სართულის დაშენება.

;