ამობეჭდვის თარიღი: 27.12.2024 07:09:24
კატეგორია: იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 125248 კვ.მ ; ს/კ N35.07.58.177 ; N38.15.43.846 ; N35.07.59.007
განაცხადის #:725FJX122
აუქციონის #: 725
ლოტის #: 1
რაოდენობა: 3.
დაწყება/დასრულება: 14/09/2022 13:00 - 23/09/2022 15:10
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 6262.40GEL
დასრულების დრო: 23.09.2022 15:10:00
გაყიდვის ფასი : 32877.6000 GEL
საწყისი ფასი: 31312 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 1565.60 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტო“
მისამართი: ქ. თბილისი, გულუას ქ.N6
ტელეფონი: 971-0322753959
თვისებები
ბუნებრივი გაზი-ქალაქისაჩხერე
კვადრატულობა(მ²)125248წყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ქვეყანასაქართველო
ქუჩა(დასახელება/ნომერი)საჩხერის მუნიციპალიტეტი. სოფელი ჭორვილა, იმერეთის სატყეო სამსახურის ჭიათურის სატყეო უბანი, ბევერეთის სატყეო, კვარტალი N4, ლიტერი N10 ყოფილი საკოლმეურნო ტყე. საჩხერის სატყეო უბანი, კორბოულის სატყეო, კვარტალი N16, ლიტერი N2 და კვარტალი N15 ლიტერი N1 .რაოდენობა3.
ბრძანების ნომერი2139/სმიწის ფართობი(მ²)125248
საკადასტრო კოდი35.07.58.177 ; 38.15.43.846 ; 35.07.59.007Rs რუკის მხარდაჭერა-
გადახდის პერიოდი30სარგებლობაში გადაცემის ვადა49 წელი
ტელეფონის ნომერი2 75 39 31
;
აღწერილობა
აღწერილობა

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 125248 კვ.მ ; ს/კ N35.07.58.177 ; N38.15.43.846 ; N35.07.59.007

მოკლე აღწერილობაარასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 125248 კვ.მ ; ს/კ N35.07.58.177 ; N38.15.43.846 ; N35.07.59.007  წლიური საწყისი ღირებულებაა 31312 ლარი.
პირობა

1.გამარჯვებულმა პირმა, სარგებლობისათვის გათვალისწინებული ტყის ფართობი გამოიყენოს ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენეს (მწყრის, კაკბის და ხოხბის თავისუფალი შენახვის აგროკომპლექსის მოწყობა, ხის ვოლიერების განთავსება, ბადით გადახურვა(ნაწილობრივ) და ტერიტორიის შემოღობვა ) მოსაწყობად. 

ტყით სპეციალური  სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში გამარჯვებულმა მითითებულ საბანკო ანგარიშზე:   ს.ს.ი.პ ეროვნული სატყეო სააგენტო (ს/კ 204  578  581) - ქ. თბილისი, მიმღების ბანკი-სახელმწიფო ხაზინა, მიმღების დასახელება-ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი -TRESGE22, სახაზინო კოდი  (ანგარიში N707367019) ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით უნდა შეიტანოს ის ფულადი თანხა, რომელიც შეესატყვისება თავის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო/შეთავაზებულ წლიურ ფასს.  

სახელმწიფო ქონების სასყიდლით სარგებლობაში მიმღები ფიზიკური პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია ამ ქონებით სარგებლობის განმავლობაში უზრუნველყოს  ქონების მოვლა-პატრონობა და დაცვა, თავისი საქმიანობით ხელი არ შეუშალოს ტყის მართვის ორგანოს მიერ განსახორციელებელ სატყეო-სამეურნეო ღონისძიებებს, ტყითსარგებლობისას არ გამოიყენოს საქმიანობის ის ფორმები და მეთოდები, რაც გამოიწვევს გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას, ასევე (მათ შორის), ტერიტორიის ან ჰაერის დაბინძურებას. 

სააგენტოსათან შეთანხმების გარეშე არ განახორციელოს ხე-ტყის მოჭრა, საკუთარი ინიციატივით ახალი მისასვლელი გზების გაყვანა, არსებული საგზაო კომუნიკაციების თვითნებური აღდგენა;
 ტყითმოსარგებლე ვალდებულია, გრძელვადიანი ტყითსარგებლობის უფლების მოპოვებიდან ერთი წლის ვადაში შეიმუშაოს და ტყის მართვის ორგანოს წარუდგინოს ტყითსარგებლობის გეგმა. დაუშვებელია ტყითმოსარგებლის მიერ საქმიანობის განხორციელება ტყითსარგებლობის გეგმის ტყის მართვის ორგანოსთან შეთანხმების გარეშე. 
ტყითმოსარგებლე ვალდებულია დაიცვას სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან გაფორმებული ტყითსარგებლობის ხელშეკრულების პირობები.
 ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მოპოვება, ტყითმოსარგებლეს არ ათავისუფლებს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ნებართვის მოპოვების ვალდებულებისაგან.  ტყითმოსარგებლე ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონის "საქართველოს ტყის კოდექსის" და საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის N221 დადგენილებით დამტკიცებული "ტყითსარგებლობის წესი"-ს მოთხოვნები (მათ შორის, გადაიხადოს ქონების (მ.შ მიწაზე) და სხვა გადასახადები);

სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს საიჯარო ქირის ოდენობის გადახედვა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანოს მიერ დადგენილი ეროვნული სამომხმარებლო ფასების ინდექსის მიხედვით და გაზარდოს საიჯარო ქირა, რისთვისაც ბაზისად აღებული იქნება საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების თარიღის მაჩვენებელი. 

ხელშეკრულების ვადის დასრულების ან მართვის უფლებით მიმღების ბრალეული ქმედებით ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ქონებაზე მოწყობილი ინფრასტრუქტურა ყოველგვარი ანაზღაურებისა და კომპენსაციის გადახდის გარეშე რჩება სახელმწიფო საკუთრებაში.

,ბე“ უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ ა) მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში; ბ) გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ელექტრონულ აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას; გ) აუქციონში გამარჯვებული პირი არ გააფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას. 

ტყის ფონდით მოსარგებლის უფლება-მოვალეობები

1.  ტყითმოსარგებლე უფლებამოსილია სარგებლობის ობიექტი სარგებლობაში გადასცეს სხვა პირს მთლიანად.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ შემთხვევაში ტყითმოსარგებლე ( სარგებლობის უფლების გადამცემი)  ვალდებულია, შესაბამისი საბუთები წარუდგინოს სააგენტოს. ტყითსარგებლობის ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილებები ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის მომენტიდან. 

3. საჯარო რეესტრში ტყითსარგებლობის ხელშეკრულების რეგისტრაციას უზრუნველყოფს ახალი ტყითმოსარგებლე.

4. ტყითმოსარგებლე ვალდებულია დაიცვას საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის N221 დადგენილებით დამტკიცებული "ტყითსარგებლობის წესი"-ს მოთხოვნები (ასევე, გადაიხადოს ქონების (მ.შ მიწაზე) და სხვა გადასახადები).

5. ფართობით სარგებლობა უნდა განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.  

6. ტყითსარგებლობისას სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე არ გამოიყენოს საქმიანობის ის ფორმები და მეთოდები, რომლებიც უკავშირდება გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას (ჰაერის დაბინძურება, ხე-ტყის მოჭრა და ა.შ).                       

7. თავისი საქმიანობით ხელი არ შეუშალოს ტყის მოვლა-აღდგენისა და დაცვის ღონისძიებების განხორციელებას.  

8.გადაცემული ქონება არ გამოიყენოს იმ მიზნებისათვის, რომელიც  ხელშეკრულებით არ იქნება გათვალისწინებული.

აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია ტყითსარგებლობა განახორციელოს საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის N221 დადგენილებით დამტკიცებული "ტყითსარგებლობის წესი"-ს, მის საფუძველზე მასთან გაფორმებული ტყითსარგებლობის შესახებ ხელშეკრულების, ამ ბრძანებისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს საიჯარო ქირის ოდენობის გადახედვა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანოს მიერ დადგენილი ეროვნული სამომხმარებლო ფასების ინდექსის მიხედვით და გაზარდოს საიჯარო ქირა, რისთვისაც ბაზისად აღებული იქნება საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების თარიღის მაჩვენებელი. 

ტყის მართვის ორგანო  ტყითსარგებლობის შეწყვეტის ან მისი ვადის გასვლის შემდგომ უფლებამოსილია დაიტოვოს და საკუთარ ბალანსზე უსასყიდლოდ აიყვანოს ტყითმოსარგებლის მიერ ტყითსარგებლობის ფარგლებში აშენებული მუდმივი (კაპიტალური) შენობა-ნაგებობები თავისი შესაბამისი ინფრასტრუქტურით (ელექტრო და წყალგაყვანილობის ჩათვლით), მათი  შემდგომი სარგებლობის/განკარგვის მიზნით. ან მოსთხოვოს ტყითმოსარგებლეს ტყითსარგებლობის შეწყვეტის, ან მისი ვადის გასვლის შემდგომ  ტყითსარგებლობაში გადაცემული ტერიტორია საკუთარი ხარჯებით მოიყვანოს პირვანდელ მდგომარეობაში.

შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420; ან სსიპ "ეროვნული სატყეო სააგენტოს" საკონტაქტო ნომრებზე: 2 75 39 50;

;