ამობეჭდვის თარიღი: 27.09.2024 02:07:23
კატეგორია: იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ფართი კვების ბლოკის ფუნქციონირებისათვის
განაცხადის #:28360BPH82681122
აუქციონის #: 28360
ლოტის #: 826811
დაწყება/დასრულება: 26/09/2022 18:00 - 02/10/2022 18:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 450GEL
მიმდინარე ფასი : 150.00 GEL
საწყისი ფასი: 150.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ქალაქ ხაშურის #1 საჯარო სკოლა
მისამართი: ხაშურის რაიონში / ქ.ტაბიძე #22
ტელეფონი: 995-0368241901
თვისებები
სართული1TV-
ცხელი წყალი+გათბობა+
სველი წერტილები1წყალი და კანალიზაცია+
ტელეფონი-ინტერნეტი-
პარკირება-ლიფტი-
ბუხარი-აივანი-
ლოჯი-კვადრატულობა(მ²)43.00
შენობის ფართობი(მ²)7.2Rs რუკის მხარდაჭერა-
ელექტრო მომარაგება+ბუნებრივი გაზი-
ოთახების რაოდენობა1ქვეყანასაქართველო
ქალაქიხაშურიქუჩა(დასახელება/ნომერი)ხაშური, ტაბიძის ქ. N22
შენობის პროექტიარასტანდარტულიშენობის მდგომარეობაახალი გარემონტებული
სათავსო-სარგებლობაში გადაცემის ვადა12 თვე
ტელეფონის ნომერი577720033
;
აღწერილობა
აღწერილობა7.2 კვ.მ. ფართი კვების ბლოკის ფუნქციონირებისთვის შენობის პირველ სართულზე, გარემონტებული.
პირობაფართი გაიცემა მხოლოდ კვების ბლოკის ფუნქციონირებისთვის ერთი წლის ვადით.

1. სარგებლობაში გადასაცემი ქონების საწყისი საფასური შეადგენს ერთი თვის საიჯარო გადასახადს.

2. ხელშეკრულების სავალდებულო პირობაა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოთხოვნიდან ორი კვირის ვადაში შეწყდეს იჯარის ხელშეკრულება.

3.1. მოიჯარე ვალდებულია: 
3.1.1. გამოიყენოს საიჯარო ქონება მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;
3.1.2. სასკოლო კვების ორგანიზებისას გაითვალისწინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2017 წლის 5 მაისის N410 ბრძანებით გათვალისწინებული სასკოლო კვების ორგანიზების შესახებ რეკომენდაციები;
3.1.3. დაიცვას  საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის,  ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, ,,ჯანსაღი და უსაფრთხო კვება სკოლაში” - საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 27 ოქტომბრის N01-306/ო ბრძანების, ,,საკვებდანამატების გამოყენების სანიტარული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N311/ნ ბრძანების, ,,სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოწყობის, აღჭურვისა და სამუშაო რეჟიმის სანიტარული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N308/ნ ბრძანების, ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილების, ,,ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის  №90 დადგენილებისა და  საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის  მოთხოვნები;
3.1.4. გადაიხადოს საიჯარო ქირა ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და ოდენობით;
3.1.5. მოუაროს საიჯარო ქონებას, მკაცრად დაიცვას ხანძარსაწინააღმდეგო და სხვა ტექნიკური უსაფრთხოების წესები, სანიტარული მოთხოვნები, საიჯარო ფართში არსებული მოწყობილობების და ინვენტარის, აგრეთვე არსებული საიჟინრო კომუნიკაციებისა და ქსელების ექსპლოატაციის წესები; 
3.1.6. მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა საიჯარო ქონების  დაზიანების საფრთხისაგან დასაცავად, ხოლო მისი ბრალით გამოწვეული დაზიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ მეიჯარეს და მისი მითითების შესაბამისად, გონივრულ ვადაში აღმოფხვრას დაზიანება თავისი ხარჯებით;
3.1.7. ითმინოს ყველა სახის ზემოქმედება, რომელიც ნებადართულია მეიჯარის მიერ და აუცილებელია საიჯარო ქონების შესანახად ან/და მისი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად,  არ ეწინააღმდეგება მოიჯარის ინტერესებს  და არსებითად არ აფერხებს მის მიერ საიჯარო ქონებით სარგებლობას;
3.1.8. დაუბრკოლებლად შეუშვას მეიჯარე, მისი წარმომადგენელი და მაკონტროლებელი ორგანო საიჯარო ქონების ტერიტორიაზე და საკვების მომზადების ადგილას წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესრულების, სანიტარული და ტექნიკური პირობების კონტროლის და შემოწმების მიზნით;
3.1.9. დროულად გადაიხადოს დაკავებული ფართის კომუნალური გადასახადები არსებული ტარიფებისა და წესის მიხედვით;
3.1.10. გადაიხადოს საიჯარო ქონების  შენახვისა და მოვლა-პატრონობის ხარჯები;
3.1.11. მეიჯარესთან შეთანხმების გარეშე არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რაც გამოიწვევს საიჯარო ქონების მნიშვნელოვან  ცვლილებას, მათ შორის კაპიტალური რემონტი, მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია, ფასადის იერსახის შეცვლა და სხვა;
3.1.12. აუნაზღაუროს მეიჯარეს ყოველგვარი ზიანი, რომელიც მიადგება საიჯარო ქონებას მოიჯარის არამართლზომიერი ქმედების შედეგად;
3.1.13. ხელშეკრულების შეწყვეტისას უკან დაუბრუნოს მეიჯარეს საიჯარო ქონება მისი გადაცემის მომენტში არსებულ მდგომარეობაში, ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით; 
3.1.14. მეიჯარის თანხმობის გარეშე არ გასცეს საიჯარო ქონება მესამე პირებზე ქვეიჯარით ან სარგებლობის სხვა ფორმით;
3.1.15. სკოლისათვის განკუთვნილი საკვების დამზადების ადგილას დაიცვას, სკოლისათვის განკუთვნილი საკვების დამზადებასთან დაკავშირებული, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და წერილობითი ფორმით აცნობოს მეიჯარეს აღნიშნული საკვების დამზადების ადგილი.

3.1.16. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადეს „ბე“ ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში მონაწილეობისათვის გადახდილი „ბე“ ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკოგარანტია სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში.

3.1.17. საწყისი თანხა მოიცავს ერთი თვის იჯარის ღირებულებას.

მოკლე აღწერილობადამატებით დაგვიკავშირდით: ქ.ხაშური, ტაბიძის ქ.N22; 0368241901; 577720033;
;