|
კატეგორია:
იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
დასახელება:ქირავდება ქალაქ ბათუმში, ბაქოს ქუჩა N8-ის შ/ნ N01/3-ში არსებული 226,18 კვ.მ. (მ/შ ანტრესოლი 105.07) ფართი
განაცხადის #:1JOG175922 აუქციონის #: 1 ლოტის #: 1759 დაწყება/დასრულება: 31/10/2022 17:30 - 10/11/2022 17:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 12 ბიჯი საგარანტიო თანხა: 500GEL
დასრულების დრო: 10.11.2022 17:04:00
გაყიდვის ფასი : 3800.0000 GEL
საწყისი ფასი: 3200 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 50 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია“ მისამართი: კოსტავას ქ. #70 ტელეფონი: 995-2226533 |
თვისებები
|
გათბობა | - | აივანი | - | ლოჯი | - | TV | - | ცხელი წყალი | - | კვადრატულობა(მ²) | 105.07 | წყალი და კანალიზაცია | - | ტელეფონი | - | ინტერნეტი | - | პარკირება | - | ლიფტი | - | ბუხარი | - | ბრძანების ნომერი | თანხმობა N 15/54407 | მიწის ფართობი(მ²) | 226.18 | შენობის ფართობი(მ²) | 105.07 | საკადასტრო კოდი | 05.21.54.052.01.506 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | ელექტრო მომარაგება | - | ბუნებრივი გაზი | - | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | ბათუმი | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | ბაქოს ქუჩა N8 | შენობის პროექტი | არასტანდარტული | შენობის მდგომარეობა | ძველი გარემონტებული | სათავსო | - | გადახდის პერიოდი | 30 | ამონაწერი საჯარო რეესტრიდან | https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFIWoCswHqHvgV18vQf1P[4UJ49PEJ95tSj9ekobqdbyP | სარგებლობაში გადაცემის ვადა | 5 წელი | ტელეფონის ნომერი | 2226533 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | ყურადღება! იჯარის ვადა განისაზღვრება 5 (ხუთი) წლით. აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიასთან" შეთანხმებით; აღნიშნულ ლოტზე ვაჭრობის განსახორციელებლად საჭიროა საგარანტიო თანხის გადახდა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: (+995 32) 222 65 33; 598 773 723 |
მოკლე აღწერილობა | ქირავდება ქალაქ ბათუმში, ბაქოს ქუჩა N8-ის შ/ნ N01/3-ში არსებული 226,18 კვ.მ. (მ/შ ანტრესოლი 105.07) ფართი (ს/კ N05.21.54.052.01.506). ერთი თვის საწყისი (ყოველთვიური) საიჯარო ღირებულება შეადგენს - 3,200 (სამიათას ორასი) ლარს დღგ-ს ჩათვლით, ბიჯი - 50 (ორმოცდაათი) ლარი, საგარანტიო თანხა ბე - 500 (ხუთასი) ლარი. |
პირობა | 1) ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობაა საგარანტიო თანხის შეტანა ანგარიშზე, www.eauction.ge-ს წესების შესაბამისად და შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ მიერ დადგენილი ოდენობით; 2)საგარანტიო(ბე)- ს სახით გადახდილი თანხა მიემართება პირველი თვის საიჯარო ქირის ანგარიშში, იმ შემთხვევაში, თუ საგარანტიო თანხა (ბე) საკმარისი არ იქნება პირველი თვის საიჯარო ქირის დასაფარად, აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 30 საბანკო დღის ვადაში დაფაროს დარჩენილი საიჯარო ქირის ნაწილი; 3) ელ-აუქციონში მონაწილეობის მსურველ პირს უფლება აქვს, სამუშაო საათებში დაათვალიეროს გასაიჯარებელი ფართი მესაკუთრესთან შეთანხმებით (ინფორმირებით); 4) ელ. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია, აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 30 საბანკო დღის ვადაში გააფორმოს იჯარის ხელშეკრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში, აუქციონის შედეგები უქმდება, ხოლო გადახდილი საგარანტიო თანხა (ბე) უკან აღარ ბრუნდება; 5) საიჯარო ხელშეკრულებით დადგინდება ყოველთვიური საიჯარო ქირის გადახდის თარიღი, რომელიც იქნება მიმდინარე თვის საიჯარო ქირა, თუ გადახდის თარიღი აღემატება ყოველი თვის 5 რიცხვს, საიჯარო ქირა ჩაითვლება მომდევნო თვის გადასახდელად, ასეთ შემთხვევაში, პირველი თვის საიჯარო ქირის გადახდისას, გადახდის დღემდე წარმოქმნილი სხვაობა უნდა დაფაროს აუქციონში გამარჯვებულმა პირმა საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებამდე; 6) მეიჯარე უფლებამოსილია ყოველწლიურად გადახედოს საიჯარო ქირის ოდენობას; 7) საიჯარო ქირაში არ შედის კომუნალური გადასახადები, რომლის გადახდის წესი და პირობები განისაზღვრება იჯარის ხელშეკრულებით 8) აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია, იჯარის ხელშეკრულების გაფორმებამდე, მეიჯარეს მიაწოდოს ინფორმაცია (პირის იდენტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემები) იმ პირთა შესახებ, ვინც მასთან ერთად ისარგებლებს, ან შესაძლოა ისარგებლოს იჯარით აღებულ უძრავ ქონებაში. ამასთან უნდა განაცხადოს, რომ ვინც მასთან ერთად აპირებს სარგებლობას, არ გააჩნია საიჯარო ფართის მესაკუთრის მიმართ დავალიანება; 9) კომპანია არ გააფორმებს ხელშეკრულებას და დაუბრუნებს გადახდილ საგარანტიო თანხას აუქციონში გამარჯვებულ პირს, რომელსაც აქვს დავალიანება კომპანიის მიმართ და არ დაფარავს აღნიშნულ დავალიანებას აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს სამი საბანკო დღის ვადაში; 10) აუქციონში გამარჯვებულ პირთან საიჯარო ხელშეკრულება არ გაფორმდება, თუ: ა) აუქციონში გამარჯვებულ პირს უძრავი ქონების მესაკუთრის მიმართ გააჩნია დავალიანება; ბ) აუქციონში გამარჯვებული პირის ოჯახის წევრს უძრავი ქონების მესაკუთრის მიმართ გააჩნია დავალიანება (წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისათვის ოჯახის წევრად იგულისხმება აუქციონში გამარჯვებულ პირთან მუდმივად მცხოვრები ნებისიერი პირი, რომელიც მასთან ერთად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას); გ) აუქციონში გამარჯვებული იურიდიული პირი სამართლებრივად დაკავშირებულია პირთან, რომელსაც უძრავი ქონების მესაკუთრის მიმართ გააჩნია დავალიანება (ამ ხელშეკრულების მიზნებისათვის აუქციონში გამარჯვებულ იურიდიულ პირთან სამართლებრივად დაკავშირებულ პირად ითვლება ის პირი, რომელიც თვითონ, ან მისი ოჯახის რომელიმე წევრი რაიმე ფორმით ახორციელებს ხელმძღვანელობით, ან წარმომადგენლობით საქმიანობას ამ იურიდიულ პირში (უშუალოდ ან წარმომადგენლის მეშვეობით), თვითონ ან/და მისი ოჯახის წევრი ფლობს ამ იურიდიული პირის წილებს, აქციებს, პაის, ან ამ იურიდიულ პირში არის კომანდიტი, კომპლიმენტარი, მეპაიე); ზემოხსენებულ შემთხვევებში, აუქციონში გამარჯვებულ პირთან შესაძლებელია გაფორმდეს საიჯარო ხელშეკრულება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს სამი საბანკო დღის ვადაში დაფარული იქნება დავალიანება. 11) მეიჯარეს უფლება აქვს, უარი უთხრას მოიჯარეს ქონების ქვეიჯარით გადაცემაზე, თუ ქვემოიჯარე წარმოადგენს მეიჯარისთვის არასასურველ პირს, ან გაიჯარებული უძრავი ქონება ზედმეტად გადაიტვირთა, ან თუ სხვა მიზეზების გამო მეიჯარისთვის მიუღებელია ქვეიჯარით გაცემა; 12) უძრავი ქონების მესაკუთრეს უფლება აქვს ნებისმიერ დროს, დაუყოვნებლივ, ცალმხრივად მოშალოს საიჯარო ხელშეკრულება, თუ: ა) ადგილი ექნება საიჯარო ქონებით ისეთი პირის მიერ სარგებლობას, ვისაც კომპანიის მიმართ პირადად გააჩნია დავალიანება, ან არსებობს ამ პირობების მე-10 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ნებისმიერი გარემოება. ბ) მოიჯარის“ მიერ „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულების გამო; გ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში; 13) იჯარის ხელშეკრულების ვადამდე მოშლა დასაშვები იქნება სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულისააგენტოს“, ან მისი უფლებამონაცვლის მიერ აღნიშნული ქონების საწარმოს კაპიტალიდან ამოღების, ან მესაკუთრის მიერ მოშლის თაობაზე ცალმხრივი ნების გამოვლენის შემთხვევაში. იჯარის ხელშეკრულებისდასახელებული საფუძვლით მოშლის ვადა უნდა განისაზღვროს მოშლის თაობაზე შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან არაუმეტეს ორი თვის ოდენობით; 14) მოიჯარის, ან მასთან დაკავშირებული პირის მიერ, საიჯარო ფართით სარგებლობის პერიოდში, სარგებლობით გამოწვეული დაზიანებებისა თუ ხარვეზების აღმოფხვრის ვალდებულება ეკისრება მოიჯარეს. 15)„კოვიდ19ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით მოიჯარე ვალდებულია, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისას, გაითვალისწინოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და გამოიყენოს ყველა შესაძლო ღონისძიება კორონავირუსის თავიდან ასაცილებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობა მთლიანად დაეკისრება მოიჯარე მხარეს“.უძრავი ქონება გამოყენებული არ უნდა იქნას სოციალური შეკრებისთვის. 16) უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულების რეესტრში რეგისტრაციასთან დაკავშირებით და სხვა ხარჯებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაიღებს აუქციონში გამარჯვებული პირი/მყიდველი. 17) კომპანიას უფლება აქვს უარი თქვას იჯარის ხელშეკრულების გაფორმებაზე, იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული პირი რეგისტრირებულია იუსტიციის სამინისტროს სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მოვალეთა რეესტრში ან/და კომპანიის მიმართ გააჩნია გადაუხდელი ფულადი ვალდებულება, აღნიშნულის შესახებ უნდა მიეთითოს www.eauction.ge ვებგვერდზე აუქციონის პირობებში. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |