|
![]() |
კატეგორია:
სამშენებლო მასალები
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:100 ერთეული მეორადი ბეტონის ფილის რეალიზაცია
განაცხადის #:51286EUY83806522 აუქციონის #: 51286 ლოტის #: 838065 რაოდენობა: 100 დაწყება/დასრულება: 04/11/2022 13:00 - 11/11/2022 23:59 ლოტის სტატუსი: ჩაშლილი ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 2800GEL
მიმდინარე ფასი :
28000 GEL
საწყისი ფასი: 28000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 280 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სს "თამ" თბილავიამშენი მისამართი: საქართველო, ქ. თბილისის სამგორის რაიონში, ბ.ხმელნიცკის ქ.,#181 ტელეფონი: 971-322700057 |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | გაბრიელ სალოსის 191 | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | თბილისი | რაოდენობა | 100 | მწარმოებელი | საქართველო | გადახდის პერიოდი | 7 | ზომის ერთეული | ერთეული | ფასი ფასდაკლებამდე | 35000 | ტელეფონის ნომერი | 555515330 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420 |
მოკლე აღწერილობა | სს "თამ" თბილავიამშენის საკუთრებაში არსებული 100 ერთეული ბეტონის ფილის რეალიზაცია, ზომით 6X3-ზე |
პირობა | მყიდველი ვალდებულია ქონების გატანა განახორციელოს საკუთარი ხარჯებით. ნებისმიერი შეტყობინება და მიმოწერა მხარეებს შორის უნდა განხორციელდეს წერილობით ქართულ ენაზე და გადაცემულ უნდა იქნეს პირადად, ფაქსის, შეკვეთილი წერილის, კურიერის ან ხელშეკრულებაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მისამართებზე. მყიდველს უნდა გააჩნდეს მოქმედი ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელიც მიეთითება ხელშეკრულებაში და მასზე გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად. ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება მისი გაგზავნის მომენტიდან. თითოეული მხარე მისამართის შეცვლის შემთხვევაში ვალდებულია აცნობოს აღნიშნულის თაობაზე მეორე მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ძველ მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება. მყიდველი ვალდებულია შეძენილი ქონების გატანა განხორციელოს ქონების საფასურის სსრულად გადახდიდან არაუგვიანეს 24 სამუშაო დღეში, 09:00 სთ-დან18:00 სთ-მდე. (ათვლა იწყება სრულად გადახდის შემდგომი სამუშაო დღიდან). ქონების გატანის ვადების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს - ქონების სარეალიზაციო ღირებულების 0,1%-ს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს - გადაუხდელი თანხის 0,1%-ს, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას დარღვევის გამოსწორების ვადის (რომელიც არ აღემატება 10 კალენდარულ დღეს) და პირგასამტეხლოს ოდენობის მითითებით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად. ასეთ შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგები, პრივატიზებული ქონება უბრუნდება გამყიდველს და სახელმწიფო ქონების შემძენს არ უნაზღაურდება საპრივატიზებო თანხა, გადახდილი თანხები და ქონებაზე გაწეული დანახარჯები. მყიდველის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა მყიდველს არ უბრუნდება. დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხის გადახდა არ ათავისუფლებს მყიდველს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან. აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ: ა) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა; ბ) აუქციონში გამარჯვებულმა პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა საპრივატიზებო საფასური; გ) დაარღვია აუქციონში მონაწილეობის „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონით და „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესით“ დადგენილი პირობები. ქონების შემძენს შეძენილ ქონებაზე საპრივატიზებო საფასურის გადახდამდე არ აქვს უფლება საპრივატიზებო ქონება გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს. ამასთან, ის პასუხისმგებელია საპრივატიზებო საფასურის გადახდის შემდგომ, საპრივატიზებო ქონების გამყიდველის ტერიტორიიდან ეტაპობრივი გატანის პროცესში მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე. აუქციონში გამარჯვებულმა პირმა, აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 7 კალენდარულ დღეში უნდა წარმოუდგინოს გამყიდველს (სს „თამ“ თბილავიამშენ-ს): 1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ფიზიკური პირის შემთხვევაში); 2. სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა ან დაწესებულების მიერ გაცემულ სათანადო მინდობილობა, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით; 3.განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედი ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში); 4. საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. გამარჯვებულად გამოვლინდება აუქციონში მონაწილე ის პირი, რომელიც აიღებს ვალდებულებას დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში სახელმწიფო ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. ქონების დათვალიერებასთან დაკავშირებით საკონტაქტო პირი: დათო ლომიძე 579 23 23 73 |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |