|
კატეგორია:
არასასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
დასახელება:ქ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის N49-ში (ნაკვ. 08/036); ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირის N49-ში; ქ. თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირის N49ა-ში (ნაკვეთი 08/028); ქ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის N49-ში (ნაკვ. 08/035) მდებარე 18019 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1-N16 შენობა-ნაგებობები
განაცხადის #:3158BV122 აუქციონის #: 3158 ლოტის #: 1 საქმის ნომერი: 2022112476573 დაწყება/დასრულება: 24/11/2022 18:00 - 08/12/2022 17:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 51 ბიჯი საგარანტიო თანხა: 4300679GEL
დასრულების დრო: 08.12.2022 17:00:00
გაყიდვის ფასი : 11020000.0000 GEL
საწყისი ფასი: 10000000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 20000 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო” მისამართი: თბილისი, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზირი #49ა. ტელეფონი: 995-1420 |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | ქალაქ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის N49 (ნაკვ. 08/036); ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირის N49; ქ. თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირის N49ა (ნაკვეთი 08/028); ქ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის N49 (ნაკვ. 08/035) | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | თბილისი | საქმის ნომერი | 2022112476573 | ბრძანების ნომერი | 1/1-6928 | საკადასტრო კოდი | 01.14.07.008.180 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | წყალი და კანალიზაცია | - | ელექტრო მომარაგება | - | ბუნებრივი გაზი | - | გადახდის პერიოდი | 731 | ამონაწერი საჯარო რეესტრიდან | http://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFNm4CM9BVWRmz7mDoeWtYVEM5lKhg531YsOFSgJK0YO6 | საკადასტრო რუკა | http://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFNa3Ll6SElFTG84HqqCD8vE]oScRs0lJyZDSI4uMRDVm | საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა | 746 | ტელეფონის ნომერი | 1420 | ქონების ტიპი | უძრავი ქონება |
აღწერილობა
|
აღწერილობა |
18019 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: N1 (მ/შ 0 სართული საერთო ფართით - 1080.32 კვ.მ., I სართული საერთო ფართით 1274.28 კვ.მ., II სართული საერთო ფართით 1098.71 კვ.მ., III სართული საერთო ფართით 1104.66 კვ.მ., IV სართული საერთო ფართით 1102.28 კვ.მ.), N2., N3 (მ/შ 0 სართული საერთო ფართით 1449.27 კვ.მ., I სართული საერთო ფართით 135.32 კვ.მ.), N4 (მ/შ სარდაფის სართული საერთო ფართით 540.58 კვ.მ., 0 სართული საერთო ფართით 505.20 კვ.მ., I სართული საერთო ფართით 515.39 კვ.მ., II სართული საერთო ფართით 225.43 კვ.მ.), N5 (მ/შ 0 სართული საერთო ფართით 216.71 კვ.მ., I სართული საერთო ფართით 220.37 კვ.მ., II სართული საერთო ფართით 257.50 კვ.მ., III სართული საერთო ფართით 258.26 კვ.მ., IV სართული საერთო ფართით 258.26 კვ.მ., V სართული საერთო ფართით 258.26 კვ.მ.), N6 საერთო ფართით 167.97 კვ.მ., N7 საერთო ფართით 88.57 კვ.მ., N8 საერთო ფართით 24.72 კვ.მ., N9 საერთო ფართით 14.50 კვ.მ., N10 საერთო ფართით 7.50 კვ.მ., N11 (I სართული საერთო ფართით 852.65 კვ.მ., II სართული საერთო ფართით - 348.19 კვ.მ.), N12 საერთო ფართით - 18.94 კვ.მ.; N13 (მ/შ სარდაფი საერთო ფართით 108.96 კვ.მ., I სართული საერთო ფართით 121.36 კვ.მ.); N14 (საერთო ფართით - 432.19 კვ.მ.); N15., N16 (მ/შ ნახევარსარდაფი საერთო ფართით 23.69 კვ.მ., I სართული საერთო ფართით 101.69 კვ.მ., II სართული საერთო ფართით 103.8 კვ.მ., III სართული საერთო ფართით 123.84 კვ.მ) შენიშვნები: 1. საპრივატიზებო უძრავი ქონება მდებარეობს სპეციალურ ზონა 1, სარეკრეაციო ზონა 2, სატრანსპორტო ზონა1 და საცხოვრებელ ზონა 6-ში. მისი ნაწილი მოქცეულია სასაფლაოების სანიტარული დაცვის არეალში, ამასთან, უძრავი ქონების ნაწილზე ვრცელდება სანიაღვრე და საინჟინრო-ტექნიკური შეზღუდვები (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ www.tas.ge.) 2. საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე გადის: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებული ხაზოვანი ნაგებობა (ს/კ 01.00.080), ასევე, სს „სილქნეტის“ (ს/ნ 204566978) (ს/კ 01.02.047) და შპს „მაგთიკომის“ (ს/კ 204876606) საკომუნიკაციო ნაგებობები (ს/კ 01.02.267), შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (ს/ნ 203826002) რეგისტრირებული (ს/კ 01.01.747., 01.01.834) და დაურეგისტრირებელი ხაზოვანი ნაგებობები (შეზღუდვებთან/რეგულაციებთან დაკავშირებით იხილეთ დანართი N3 - კომპანიის 28.09.2022 წლის OG22-0696283 წერილი) და სს „თელასის“ (ს/ნ 202052580) ხაზოვანი ნაგებობები (ს/კ 01.03.665., 01.03.873., 01.01.651., 01.01.654., 01.03.667., 01.02.946 და 01.04.120) და სატრანსფორმატორო სატრანსფორმატორო ჯიხური (შეზღუდვებთან/რეგულაციებთან დაკავშირებით იხილეთ დანართი N4 - კომპანიის 29.09.2022 წლის N0929/259/22 წერილი). 3. 18019.00 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან ნაწილი, 545 კვ.მ, 1883 კვ.მ და 338 კვ.მ (ჯამში 2766 კვ.მ.) დატვირთულია სერვიტუტის უფლებით. 4. უძრავი ქონების ნაწილი ექცევა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის - „გამარჯვების პარკის“ ინდივიდუალური დამცავი ზონის ვიზუალური დაცვის არეალში. შესაბამისად, მასზე ვრცელდება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები და კანონმდებლობით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების შემთხვევაში, საჭიროა ნებისმიერი ქმედება შეთანხმდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან (იხ. დანართი N5 - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 21 სექტემბრის 17/2090 წერილი). 5. საპრივატიზებო ქონების ნაწილზე ვრცელდება სანიაღვრე და საინჟინრო-ტექნიკური შეზღუდვები. 6. შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულებით შესაძლებელია განისაზღვროს, რომ „გ“ პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემისას, 7200 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდეს N01.14.07.008.180 საკადასტრო ერთეულის ფარგლებში, იმგვარად, რომ N01.14.07.008.180 საკადასტრო ერთეულის ამონაწერში 18019 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან, დანართი N2-ით გათვალისწინებული ფართიდან არანაკლებ 7200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი შესაბამის შენობა-ნაგებობებთან ერთად დარეგისტრირდეს სახელმწიფო საკუთრებად. ყურადღება!1. აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით; 2. ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს (საგარანტიო თანხის) გადახდა შესაძლებელია: ა) ნაღდი ანგარიშსწორებით სს ,, ლიბერთი ბანკში” ბ) ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით გ) ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით 3. მყიდველი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად მიმართოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იურიდიულ დეპარტამენტს აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგი. 4. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე : 1420 5. აუქციონის გამოცხადების შესახებ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ შესაბამისი ბრძანება იხილეთ თანდართული ფაილის სახით. 6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანების მე-4 მუხლის შესაბამისად კანონით დადგენილ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში ელექტონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი "ბე"-ს (საგარანტიო) თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში |
მოკლე აღწერილობა | 18019 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1-N16 შენობა-ნაგებობები |
პირობა | ქონების საპრივატიზებო პირობებად განსაზღვრულია:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში; ბ) 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის გადახდა სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოსათვის მის მიერვე მითითებულ ანგარიშზე, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) თვის ვადაში; გ) შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადაში, საპრივატიზებო უძრავი ქონებიდან, დანართი N2-ით განსაზღვრული სიტუაციური გეგმის შესაბამისად, არანაკლებ 7200 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, არანაკლებ 26 128 219 (ოცდაექვსი მილიონ ას ოცდარვა ათას ორას ცხრამეტი) ლარის დანახარჯის გაწევის გზით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეთანხმებული სამშენებლო პროექტით და პირობებით: გ.ა) არანაკლებ 9 400 კვ.მ. საერთო ფართობის მქონე შენობა-ნაგებობ(ებ)ის აშენება (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) ამავე შენობის სრულ რემონტს, დამოუკიდებელ გათბობა-გაგრილების სისტემას, არანაკლებ 20 (ოცი) ავტომობილზე გათვლილ მიწისქვეშა ავტოსადგომს, კალათბურთის, ფრენბურთის, ტანვარჯიშის, ძალოსნობის, ფიტნესის, კრივის თითო დარბაზისა და ჭიდაობის 2 (ორი) დარბაზის (ჯამში 8 (რვა) დარბაზი) მოწყობას) და შესაბამისი შენობა-ნაგებობ(ებ)ის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ექსპლუატაციაში მიღება; გ.ბ) „გ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ავტოსადგომიდან არანაკლებ 110 კვ.მ. ფართის მოწყობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან შეთანხმებით, იმგვარად, რომ საჭიროების შემთხვევაში, იგი ასრულებდეს სამოქალაქო უსაფრთხოების დამცავი ნაგებობის (თავშესაფრის) ფუნქციას; გ.გ) არანაკლებ 500 (ხუთასი) კვ.მ. ფართის მქონე ღია ტიპის ხელოვნურსაფარიანი/ბუნებრივსაფარიანი მინისაფეხბურთო მოედნის და არანაკლებ 650 კვ.მ. ფართის მქონე ღია ტიპის ჩოგბურთის მოედნის მოწყობა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი შენობა-ნაგებობ(ებ)ის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ექსპლუატაციაში მიღება; დ) „გ“ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად შესრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ამავე პუნქტით გათვალისწინებული უძრავი და მოძრავი ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა; ე) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადაში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მითითებულ ტერიტორიაზე არანაკლებ 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, ამავე სამინისტროსთან შეთანხმებული სამშენებლო პროექტითა და პირობებით, სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ, არანაკლებ 3 390 776 (სამი მილიონ სამას ოთხმოცდაათი ათას შვიდას სამოცდათექვსმეტი) ლარის დანახარჯის გაწევის გზით, სამბოს დარბაზის პროექტირება, მშენებლობა, რემონტი და შესაბამისი შენობა-ნაგებობ(ებ)ის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ექსპლუატაციაში მიღება. ვ) შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 7 (შვიდი) წლის ვადაში, საპრივატიზებო უძრავი ქონების ან მისი ნაწილის განვითარების მიზნით, ასევე, „გ“ და „ე“ პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, არანაკლებ 50 000 000 (ორმოცდაათი მილიონი) ლარის დანახარჯის/ინვესტიციის განხორციელება (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე). მყიდველი ვალდებულია „ა-ვ“ პუნქტებით განსაზღვრული პირობების შესრულების (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს „ვ“ პუნქტით განსაზღვრული დანახარჯის/ინვესტიციის არანაკლებ 5%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც ამავე პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადას აღემატება არანაკლებ 4 (ოთხი) თვის ვადით და რომელიც შესაძლებელია პროპორციულად (განხორციელებული დანახარჯის/ინვესტიციის 5%-ის ოდენობით) შემცირდეს დანახარჯის/ინვესტიციის განხორციელების ვალდებულების ეტაპობრივად შესრულების პარალელურად, კერძოდ, თავდაპირველად 10 000 000 (ათი მილიონი), ხოლო შემდგომ ყოველი 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარის დანახარჯის/ინვესტიციის განხორციელების დადასტურების შემთხვევაში.
|
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |