|
კატეგორია:
არასასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
დასახელება:ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 1675,0 კვ.მ.არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა (265 ,00 კვ.მ დატვირთულია სერვიტუტით) და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობა N1-ის პირობებიანი ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზება
განაცხადის #:102694OQL84574322 აუქციონის #: 102694 ლოტის #: 845743 დაწყება/დასრულება: 02/12/2022 17:00 - 15/12/2022 17:00 ლოტის სტატუსი: ჩაშლილი ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 300000GEL
მიმდინარე ფასი :
3000000 GEL
საწყისი ფასი: 3000000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 200000 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი მისამართი: ქ.ზუგდიდი / რუსთაველის 90 ტელეფონი: 995-591445351 |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | რუსთაველის ქუჩა N95/სანაპიროს ქუჩა | ბრძანების ნომერი | ბ24.242233520 01.12.2022 | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | ზუგდიდი | საკადასტრო კოდი | 43.31.49.584 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | წყალი და კანალიზაცია | - | ელექტრო მომარაგება | - | ბუნებრივი გაზი | - | გადახდის პერიოდი | 30 | ამონაწერი საჯარო რეესტრიდან | https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFP9O]gv1Nf5q2ftUnVGewboL5wjlhPAVu7I58SdzY8[W | ტელეფონის ნომერი | 591447522 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | ქალაქი ზუგდიდი, რუსთაველის ქუჩა N95/მარცხენა სანაპიროს ქუჩაზე მდებარე 1675,0 კვ.მ.არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა (საკადასტრო კოდი: 43.31.49.584) (265 კვ.მ. დატვირთულია სერვიტუტით) და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობა N1 საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი შეიძლება იყოს ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი ან ასეთ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც მუნიციპალიტეტის ან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მონაწილეობის წილი 25 პროცენტზე ნაკლებია. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის საფუძველზე 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში ფორმდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს შორის წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს შეძენილი ქონების სრული ღირებულება. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, თუ: ა) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა; ბ) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა შეძენილი ქონების სრული ღირებულება. საბოლოო თანხა ელექტრონულ აუქციონში მონაწილე პირებმა უნდა გადაიხადონ შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტის ცენტრალიზებული შემოსულობები, ხაზინის ერთიანი ანგარიში №GE24NB0330100200165022; ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი №TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი-№300823390 (შემოსულობა ადგილობრივი თვითმართველი ერთეულების საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გაყიდვიდან). თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც გადაიხადეს ბე ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდა, ასევე ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდა შესაძლებელია საბანკო დაწესებულებაში, ინტერნეტბანკის საშუალებით, საბანკო პლასტიკური ბარათით და აუქციონატორის მიერ შეთავაზებული სხვა საშუალებებით, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა შესაძლებელია როგორც გააქტიურებით (ელექტრონულად), ასევე წარდგენის საშუალებით. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმად განისაზღვროს საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე ყველაზე მაღალი ფასის გადახდა და ელექტრონული აუქციონის პირობების დაკმაყოფილება. |
მოკლე აღწერილობა | დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ 591447522 |
პირობა | ელექტრონული აუქციონის პირობად განისაზღვროს: ქონების შემძენი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 (ექვსი) თვის ვადაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგენს შეძენილ უძრავ ქონებაზე განსახორციელებელი მშენებლობის (ინვესტიციის) სრულყოფილ პროექტს და 3 წლის ვადაში უზრუნველყოფს მის ექსპლუატაციაში მიღებას. უძრავი ქონების ფუნქციურად გამოყენების ნებადართულ სახეებად განისაზღვროს: ა) მრავალფუნქციური შენობა; ბ) სარეკრეაციო სივრცეები და მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო შენობა და ნაგებობა; გ) კვების, სავაჭრო და საოფისე ობიექტი; დ) სამეწარმეო ობიექტი, რომელიც არ არღვევს სამეზობლო თმენის პრინციპებს; ე) კულტურის, სოციალური, ჯანდაცვისა და სასპორტო ობიექტი; ვ) სკოლამდელი და სასკოლო აღზრდის დაწესებულება; ზ) სასტუმრო; თ) ადმინისტრაციული ობიექტი; ი) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება/კოლეჯი; კ) გასართობი დაწესებულება, რომლის დანიშნულება მისი დასაშვებობის საშუალებას იძლევა; ლ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი; მ) სავაჭრო ცენტრი. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |