ამობეჭდვის თარიღი: 30.03.2025 10:33:04
კატეგორია: საზღვაო ტრანსპორტი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სადარაჯო ხომალდი P-21
განაცხადის #:120AC123
აუქციონის #: 120
ლოტის #: 1
საქმის ნომერი: პრივატიზება
რაოდენობა: 1
შტრიხკოდი: 2000005316951
დაწყება/დასრულება: 17/01/2023 13:00 - 23/01/2023 13:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 110250.00GEL
მიმდინარე ფასი : 367500.00 GEL
საწყისი ფასი: 367500.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 7350.00 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო”
მისამართი: თბილისი, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზირი #49ა.
ტელეფონი: 995-1420
თვისებები
ქალაქიფოთიქვეყანასაქართველო
განბაჟებული-ნავიგაცია-
კონდიციონერი-ტყავის სალონი-
საქმის ნომერიპრივატიზებაშტრიხ კოდი2000005316951
რაოდენობა1ქუჩა(დასახელება/ნომერი)ქ.ფოთი, ახალი პორტის მიმდებარე ტერიტორია (საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ტერიტორია)
გადახდის პერიოდი10საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა35
შეფასების თანხა490000.00ზომის ერთეულიცალი
ტელეფონის ნომერი1420ქონების ტიპიმოძრავი ქონება
;
აღწერილობა
აღწერილობა

წარმოდგენილი საზღვაო სატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს სანაპირო დაცვის სადარაჯო ხომალდს P-21-ს, რომელიც ნამყოფია ექსპლუატაციაში, აღენიშნება ძლიერი კოროზიისა და სხვადასხვა სახის მრავლობითი დაზიანებების კვალი, ვერ დადგინდა საიდენტიფიკაციო ნომერი, გააჩნია მოსასვენებელი ოთახი (კაიუტა), საპირფარეშო და სამზარეულო. ხომალდს ესაჭიროება აღდგენითი სარემონტო სამუშაოები და მოდერნიზაცია, განთავსებულია ხმელეთზე, ღია ცის ქვეშ, განიცდის კლიმატურ ზემოქმედებას. ხოლო,  სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 06 მაისის #002568320 სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნიდან ირკვევა, რომ სადარაჯო ხომალდი P-21-ის  ვიზუალური დათვალიერებით  ხომალდს აღენიშნება ხანგრძლივი ექსპლუატაციის პირობებში განვითარებული სხვადასხვა სახის დაზიანებები ძლიერი კოროზიის, საღებავის აშრევების და დეფორმაციის სახით. ძლიერ კოროზირებული და გათხელებულია ხომალდის ძარის თუნუქის ფენა და უსაფრთხოების მოაჯირები (საყრდენები რომლებშიც გატარებულია მეტალის ბაგირები). ძლიერ კოროზირებულია ღუზის წყალში ჩამშვებ-ამომღები მოწყობილობა. ძირითადი ძრავის ქვედა ნაწილში, ექსპერტიზის ჩატარების დღეს შეინიშნებოდა წყალი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ხომალდის ჰერმეტულობა დარღვეულია და ხდება ხომალდის ფსკერში წყლის შემოსვლა და დაგროვება გარკვეული რაოდენობით. ექსპერტიზის ჩატარების დღეს არ მომხდარა ხომალდის ძრავების სარევიზიო გაშვება თუმცა, მოწოდებული ინფორმაციით ხომალდში არსებულ ძრავებს ამოწურული აქვთ რესურსი რის გამოც ძრავები ხშირად საჭიროებენ აღდგენითი სამუშაოების ჩატარებას. მოწოდებული ინფორმაციით ასევე ცნობილია, რომ ძრავებს აღენიშნებათ ვიბრაციები. თითქმის ყველა ძრავზე შეინიშნებოდა დიზელის ტიპის საწვავის გაჟონვის კვალი (რაც შესაძლებელია ტექნიკური თვალსაზრისით გამოწვეული იყოს ძრავზე არსებული მაღალი წნევის მილების დათხელებით და დროდადრო დაგროვილი წნევის შედეგად მილების დაზინებით/დახეთქვით). გარდა ზემოაღნიშნულისა მოსაწესრიგებელია კაიუტები, სპირფარეშოები, საშხაპეები და ა.შ., ამდენად სადარაჯო ხომალდი P-21-ი, წარმოდგენილი სახით ტექნიკურად გაუმართავ მდგომარეობაშია და მისი ექსპლუატაცია ტექნიკური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის.   სადარაჯო ხომალდი P-21-ის  გამოშვების წელია:1973წ;  პროექტი:ПСКР 205; სიგრძე: 39,8 მ; სიგანე: 7,9 მ; წყალჯდომა ბაკის-1,80მ, 1,96; წყალჯდომა კიჩოს-2,20მ; წყალწყვა-172-245 Т; 3 მთავარი ძრავი: მარკა -М-504Б მინიმალური-800 ბ/წ, მაქსიმალური-2000 ბ/წ, 5000 ცხენის ძალა, სერიული ნომრები:1)8710-187: გამოშვების წელი1987წ, 2)8710-188; გამოშვების წელი-1987წ, 3)8801-151; გამოშვების წელი-1988წ; 2 დიზელ-გენერატორი მარკა 7Д6 გამოშვების წელი:1965წ 1500 ბ/წ 150 ც/ძ KW110; ავტონომიურობა: 5 დღე-ღამე; ზღვაოსნობა: 4-5 ბალი; დიზელის საწვავის ტევადობა:42000ლ; დიზელის ზეთის ტევადობა:2400ლ; წყლის მარაგი:10 ტონა; ცურვის სიშორე:900 მილი; სიჩქარე:36 კვანძი; საწვავის ხარჯვის ნორმა: მთავარი ძრავი -მინიმალური-270ლ, საშუალო-445ლ, მაქსიმალური-700ლ; ზეთის ხარჯი გახარჯული საწვავის 6%; დამხმარე ძრავის საწვავის ხარჯი-27ლ, ზეთის ხარჯი-გახარჯული საწვავის 3%.

სადარაჯო ხომალდი  შესაძლოა  საჭიროებდეს  რეგისტრაციას  შესაბამის სამსახურში.

ელექტრონულ აუქციონზე (ინტერნეტ-აუქციონი) გატანილ ქონებას არ მოყვება გარანტია.

ყურადღება! 

ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან/და ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით ან/და eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). 

შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ  ცხელ ხაზზე: 1420 ან  სააგენტოს სერვის ცენტრებში, შემდეგ მისამართებზე:

ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; 

ქ. თბილისი, გაბაშვილის ქუჩა N71, მუხიანის დასახლება, სასაწყობე მეურნეობა (ბაზა #2); 

ქ. ახალციხე, 9 აპრილის ქუჩის მიმდებარედ არსებული სასაწყობე ბაზა; 

ქ. სამტრედია, აღმაშენებლის გამზ. მე – 6ჩიხი.

მოკლე აღწერილობა
პირობა

ყურადღება! უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში, თანხის ანგარიშზე ასახვა აუცილებელია გადამოწმდეს სააგენტოში. ცხელი ხაზი: 1420.

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ქონების საპრივატიზებო  საფასური გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე.
 
აუქციონში გამარჯვებულის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება უნდა განხორციელდეს აუქციონის ჩატარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო შესაბამისი საპრივატიზებო  ქონების გატანა - ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე. 

ქონების დათვალიერება შესაძლებელია:  სამუშაო დღეებში სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტო”-სთან შეთანხმებით.

მოგებული ქონების გაცემა იწარმოებს სამუშაო დღეებში, სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტო”-სთან შეთანხმებით.

;