ამობეჭდვის თარიღი: 16.05.2025 08:14:39
კატეგორია: სხვა ტიპის იჯარა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ ,,დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია"
განაცხადის #:119789RQC86356423
აუქციონის #: 119789
ლოტის #: 863564
დაწყება/დასრულება: 06/02/2023 12:00 - 10/02/2023 14:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 163 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 0GEL
დასრულების დრო: 10.02.2023 14:22:00
გაყიდვის ფასი : 593.0000 GEL
საწყისი ფასი: 430 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 1 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ,,დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია"
მისამართი: გორი / ცხინვალის გზატკეცილი 3 კმ.
ტელეფონი: 995-599355254
თვისებები
ქალაქიგორიქვეყანასაქართველო
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კმსარგებლობაში გადაცემის ვადა1 წელი
ტელეფონის ნომერი555230006, 599355254
;
აღწერილობა
აღწერილობა

1. ფართი იჯარით გაიცემა მზა საკვები პროდუქტების მიწოდების მომსახურების პუნქტი იჯარით გაცემის ვადა განისაზღვრება აუქციონის შემდგომი ხელშეკრულებით;

2.   სარგებლობაში გადასაცემი ქონების სარგებლობაში გადასაცემი ქონების ყოველთვიური საწყისი საფასურია 430 ლარი (კომუნალური გადასახადის ჩათვლით);

3.    მეიჯარე გადასცემს, ხოლო მოიჯარე, მზა საკვები პროდუქტების  მიწოდების მომსახურების პუნქტის (სასადილოს) განთავსების მიზნით, დროებით სარგებლობაში, იჯარით იღებს, მეიჯარის მფლობელობაში არსებულ ქ.გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კმ-ზე მდებარე სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობაა- რეკრეაციული ზონის 40 კვ.მ.-ს (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №66.46.21.000.270 (შემდგომში „იჯარის საგანი“). იჯარის საგნის გადაცემა განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. საიჯარო ქირა  მოიცავს კომუნალურ გადასახადებს. საიჯარო ქირის გადახდა მოიჯარის მიერ მოხდება ყოველთვიურად, ყოველი საანგარიშო თვის დაწყებიდან არაუგვიანეს 25 (ოცდახუთი) კალენდარული დღის ვადაში. მეიჯარე ვალდებულია: აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს იჯარის ხელშეკრულების გაფორმება აღნიშნულის შემაფერხებელი ობიექტური გარემოებების არარსებობის შემთხვევაში. ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში მიღება-ჩაბარების აქტით გადასცეს მოიჯარეს იჯარის საგანი სარგებლობისათვის ვარგის მდგომარეობაში; დაიცვას ხელშეკრულების პირობები. მეიჯარე უფლებამოსილია: ვადაზე ადრე, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, ხელშეკრულებით ან/და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით; მოითხოვოს მოიჯარის ბრალით მიყენებული ზიანის ანაზღაურება; გამოიყენოს წინამდებარე ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით მასზე მინიჭებული უფლებები. მოიჯარე ვალდებულია: იჯარის საგანი გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებით. მოუაროს მას და მკაცრად დაიცვას ტექნიკური უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესები; ხელშეკრულების შეწყვეტისას დაუბრუნოს მეიჯარეს იჯარის საგანი იმ მდგომარეობაში, რომელშიც მისგან მიიღო ნორმალური ცვეთის და ამორტიზაციის გათვალისწინებით; მეიჯარის თანხმობის გარეშე არ განახორციელოს სხვა საქმიანობა, გარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა; დაიცვას ხელშეკრულების პირობები და მეიჯარეს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულების თაობაზე. მოიჯარე უფლებამოსილია: დაუბრკოლებლად ისარგებლოს იჯარის საგნით; იჯარის საგანი გამოიყენოს ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისთვის. გამოიყენოს ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით მასზე მინიჭებული უფლებები.

4.      ბიჯის სიდიდე: 1 ლარი.

5.      აუქციონში მონაწილე უნდა იყოს საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს შემდეგი პირობების შესრულება: 

5.2.   უზრუნველყოს სასადილოში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის შეტანა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით მზა საკვების მიწოდება ; 5.3.   კვების ობიექტი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხარისხიანი, ახალი ცხელი/ცივი საკვები და ცხელი/გამაგრილებელი სასმელები.

5.4.   მზა საკვები პროდუქტების მენიუ დღის განმავლობაში უნდა იყოს მრავალფეროვანი და უნდა მოიცავდეს სხვადასხვა სახის სახეობებს.

5.5.   უზრუნველყოს ,,სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 07 ივლისის N320 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების სრული დაცვა; 5.6.   უზრუნველყოს ,,ტექნიკური რეგლამენტის - ,,საცალო ვაჭრობაში დაუფასოებელი პროდუქციის მიწოდებისა და რეალიზაციის ჰიგიენური პირობების და წესების’’ დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 03 იანვრის N10 დადგენილებით დამტკიცებული მოთოვნების დაცვა;

5.7.   მალფუჭებადი პროდუქტების რეალიზაცია მოახდინოს ,,განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტების შენახვის პირობებისა და ვადების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N303/ნ ბრძანების მოთხოვნების სრული დაცვით;

5.8.  უზრუნველყოს კვების ობიექტების მომსახურე პერსონალი სპეციალური სამოსით;

5.9.  აუქციონში მონაწილე სუბიექტს უნდა გააჩნდეს მსგავსი მომსახურების (კვების ობიექტით მომსახურების გაწევა)  მოწოდების გამოცდილება.

5.10.   განახორციელოს მომსახურების პუნქტში მზა კერძების შემოტანა და რეალიზება. მოიჯარე პასუხისმგებელია პროდუქციის ხარისხზე (პროდუქტებზე დაწესებული ცალკეული სტანდარტების სრულად დაკმაყოფილებაზე).

5.11.   მზა საკვების მიწოდების მომსახურების პუნქტში შემოთავაზებულ კერძებზე და გამაგრილებელ სასმელებზე დაწესებული ფასები არ უნდა აღემატებოდეს ბაზარზე (მსგავს დაწესებულებებში) არსებულ საშუალო ფასებს. 5.12. პროდუქციის ფასი უნდა იყოს დაბალი, პროდუქციის ფასი განისაზღვრება აუქციონის შემდგომი ხელშეკრულებით.

5.13. დაიცვას ობიექტისა და მისი მომსახურე პერსონალის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.

5.14. ზედმიწევნით დაიცვას დაწესებულებაში დადგენილი წესები (უსაფრთხოება, სახანძრო, სამუშაო საათები ა.შ.).

5.15.  პროდუქციის მოწოდება უზრუნველყოს იმგვარად, რომ ხელი არ შეეშალოს დაწესებულებაში მიმდინარე სამუშაო პროცესს

6.  სარგებლობაში გადამცემის საკონტაქტო ტელეფონი: 555230006, 599355254

7.  აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია წარადგინოს მზა საკვების სავარაუდო განფასება, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გრამაჟი და ფასი.

მოკლე აღწერილობამზა საკვების პროდუქტების მიწოდების მომსახურების პუნქტის განთავსების მიზნით იჯარით გაიცემა სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობა, რეკრეაციული ცენტრში არსებული სივრცე 40 კვ.მ. ფართი. შენიშვნა: სხვა პირობები დარეგულირდება აუქციონის დასრულების შემდგომ აუქციონის გამარჯვებულთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
პირობა

მზა საკვების პროდუქტების მიწოდების მომსახურების პუნქტის განთავსების მიზნით იჯარით გაიცემა სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობა, რეკრეაციული ცენტრში არსებული სივრცე 40 კვ.მ. ფართი.

აუქციონში გამარჯვებულთან ხელშეკრულება გაფორმდება იმ შემთხვევაში თუ მის მიერ წარმოდგენილი იქნება საკვებ ობიექტზე წარმოდგენილი პროდუქტის განფასება იმგვარად რომ ეს მისაღები იყო აკადემიისთვის.

;