ამობეჭდვის თარიღი: 13.05.2025 11:30:31
კატეგორია: საძოვრების ხელმისაწვდომობის პროგრამა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ქედში მდებარე 1842479 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი
განაცხადის #:000042BV123
აუქციონის #: 000042
ლოტის #: 1
საქმის ნომერი: 2023031777176
დაწყება/დასრულება: 20/03/2023 12:00 - 29/03/2023 17:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1605 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 450GEL
დასრულების დრო: 29.03.2023 17:40:00
გაყიდვის ფასი : 25549.0000 GEL
საწყისი ფასი: 1474 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 15 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო”
მისამართი: თბილისი, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზირი #49ა.
ტელეფონი: 995-1420
თვისებები
ქონების ტიპიუძრავი ქონებაქვეყანასაქართველო
ქალაქიდედოფლისწყაროქუჩა(დასახელება/ნომერი)დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვემო ქედი
საქმის ნომერი2023031777176ბრძანების ნომერი1/1-1604
საკადასტრო კოდი52.59.31.020Rs რუკის მხარდაჭერა-
წყალი და კანალიზაცია-ელექტრო მომარაგება-
ბუნებრივი გაზი-საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა1157
ამონაწერი საჯარო რეესტრიდანსაკადასტრო რუკაhttp://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFD8rvL9K3dXqzbaFVcXyTCi5EgAdr3VVvd66JZxflOCW
სარგებლობაში გადაცემის ვადა3ტელეფონის ნომერი1420
;
აღწერილობა
აღწერილობა

1. იჯარის ვადა - 3 წელი; 
2. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 ოქტომბრის N497 დადგენილებით დამტკიცებულ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე პირებს.  
3. მითითებულია საწყისი წლიური საიჯარო ქირა.  
4. ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს (საგარანტიო თანხის) გადახდა შესაძლებელია : ნაღდი ანგარიშსწორებით სს "ლიბერთი ბანკში" ; უნაღდო ანგარიშსწორებით ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით; ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით. 
 5. საიჯარო ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში სარგებლობის უფლების მიმღების მიერ გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში. 
6. მოიჯარე ვალდებულია იჯარის ხელშეკრულების გასაფორმებლად მიმართოს სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს" შესაბამის რეგიონალურ მომსახურების ცენტრებს, აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დრის ვადაში.   
7. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 1420

მოკლე აღწერილობა 

1842479 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი

პირობა ა) წლიური საიჯარო ქირის გადახდა აუქციონის დასრულებიდან 50 კალენდარული დღის ვადაში და შემდგომში ყოველწლიურად; 
ბ) სარგებლობაში გადაცემული უძრავი ნივთის გამოყენება მხოლოდ დანიშნულებისამებრ − პირუტყვის (მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა) ძოვების მიზნით და მიღებული საძოვრის მოვლა-პატრონობა. მოიჯარემ არ უნდა დაუშვას საძოვარზე ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე მეტი რაოდენობის, ასევე სხვა პირის სახელზე რეგისტრირებული პირუტყვის ძოვება. ამასთან, ძოვება უნდა განხორციელდეს ადგილმონაცვლეობის პრინციპის დაცვით; 
გ) სარგებლობაში გადაცემული უძრავ ნივთზე მხოლოდ პროგრამაში ჩართული პირუტყვისა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 ოქტომბრის N497 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის მე-8 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული კენტჩლიქოსანი ცხოველის ძოვება; 
დ) მოიჯარემ არ უნდა დაუშვას სარგებლობაში გადაცემული უძრავი ნივთის დაბინძურება მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის გაპარსვის ან/და დაკვლის შედეგად მიღებული ნარჩენებისაგან; 
ე) პროგრამაში ჩართული პირუტყვის რაოდენობის ან/და საიდენტიფიკაციო ნომრების ცვლილებასთან დაკავშირებით შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სსიპ - მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს (შემდეგში, ,,სააგენტო”) ინფორმირება. აღნიშნული ინფორმაციის სააგენტოსთვის წარდგენა შესაძლებელია ასევე სააგენტოს ელექტრონული ფოსტის საშუალებით (info@land.gov.ge).
;