აღწერილობა |
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შპს ”საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ადმინისტრაციაში. საკონტაქტო ტელ: +995599151908, +995595796226; +995551087838 |
Email: auctions@airports.geყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420 |
პირობა |
აუქციონის ფორმით ქონების შემძენი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, პირთა გაერთიანება, სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი. აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია საწყის გასაყიდ ღირებულებაზე ბიჯის დამატების შედეგად მაქსიმალური საფასურის შეთავაზება. აუქციონში მონაწილეობისთვის გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საბოლოო გამოსასყიდი საფასურის გადახდის ვადას. მყიდველი ვალდებულია საკუთარი სახსრებით, კომპანიის თანამშრომლის თანდასწრებით, უზრუნველყოს ლითონის ჯართის ზუსტი წონის დადგენა, სათანადო წესით დაკალიბრებული სასწორის საშუალებით და შესაბამისი აქტის გაფორმება. ასევე, აწონვის მიზნებისთვის საკუთარი ხარჯით მოახდინოს შეძენილი ქონების დატვირთვა-გადმოტვირთვა, ტრანსპორტირება და ტერიტორიიდან გატანა. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია, აწონვის მიზნით ტერიტორიიდან ჯართის გატანამდე, აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს 30 დღის ვადაში, მოახდინოს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ანგარიშზე საგარანტიო თანხის დეპონირება. საგარანტიო დეპონირებული თანხა უნდა შეესაბამებოდეს მყიდველის მიერ აუქციონზე დაფიქსირებულ ღირებულებას. იმის გათვალისწინებით, რომ დეპონირების ვალდებულება არ გავრცელდება ბე-ს სახით წინასწარ გადახდილითანხის ოდენობაზე, შესაბამისად, დეპონირებული თანხის ოდენობა განისაზღვრება აუქციონზე მყიდველის მიერ დაფიქსირებული ფასისთვის ბე-ს სახით გადახდილი თანხის გამოკლების შედეგად მიღებული ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველის მიერ არ მოხდება თანხის დეპონირება, ის ვალდებულია ზემოთ მითითებულ ვადაში წარმოადგინოს საბანკო გარანტია იმავე ოდენობის თანხაზე, რომელზეც გათვალისწინებულია დეპონირების ვალდებულება. მყიდველს კომპანიის ანგარიშზე დეპონირებული საგარანტიო და ბეს სახით გადახდილი თანხები ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას. შეძენილი ქონების საბოლოო საფასური განისაზღვრება ჯართის აწონვის შედეგად დადგენილი დაზუსტებული ჯამური წონის შესაბამისად. ერთეული ტონის ღირებულება დადგინდება აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო საფასურიდან, აუქციონის პირობებში მითითებული საორიენტაციო წონის პროპორციულად. შესაბამისად, აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს 30 დღის ვადაში, მყიდველს დაუბრუნდება ან იგი დამატებით გადაიხდის საბოლოო გამოსასყიდ და ჩათვლილ თანხებს შორის სხვაობას. თუ ქონების შემძენი დადგენილ ვადებში არ გადაიხდის საბოლოო საფასურს, ქონება ბრუნდება განმკარგავის საკუთრებაში. მყიდველი ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, მაგრამ არაუმეტეს 1 თვის ვადაში, საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს აუქციონზე შეძენილი მოძრავი ქონების ტრანსპორტირება და განთავსების ტერიტორიიდან გატანა. თუ აუქციონში გამარჯვებული მოითხოვს დადგენილზე მეტ ვადას, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ უფლებამოსილია განსაზღვროს დამატებითი ვადა არაუმეტეს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადით. აღნიშნულ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. დამატებითი ვადის განმავლობაში ქონების შემთხვევითი დაღუპვის რისკი ეკისრება აუქციონში გამარჯვებულს. თუ ქონების განმკარგავმა შეცვალა აუქციონში მონაწილეობის წესი ან სხვა პირობები და განათავსა ვებ-გვერდზე, აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა. აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე დაუბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში. გამარჯვებულთან ნასყიდობის ხელშეკრულება იდება აუქციონის დასრულებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში. ამასთან, დადგენილ ვადაში ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, ქონების განმკარგავ ორგანოში გამოუცხადებლობა მიიჩნევა ხელშეკრულების გაფორმებაზე უარად და აუქციონიოს შედეგები ძალას კარგავს. აუქციონის შედეგები ძალას კარგავს და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება ქონების განმკარგავი სუბიექტის ბიუჯეტში, თუ: ა)დადგენილ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში; ბ)აუქციონში გამარჯვებულის მიერ ქონების განმკარგავი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ქონების სრული საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში. გ)იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ უზრუნველყოფს ქონების გატანას; დ)საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი აუქციონში მონაწილეობის წესების დარღვევის შემთხვევაში. აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლება გადადის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან. |
აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას. |
გასაყიდი ქონება წარმოადგენს შენობის დემონტაჟის შედეგად მიღებულ ჯართს. მყიდველი ვალდებული იქნება საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს აეროპორტის ტერიტორიაზე განთავსებული ლითონის ჯართის აწონა და დაზუსტებული წონის (ცდომილების არსებობის შემთხვევაში) შესაბამისად ქონების ღირებულების გადახდა, დატვირთვა, ტრანსპორტირება და შეძენილი ქონების ტერიტორიიდან გატანა. |