|
![]() |
კატეგორია:
იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ბათუმის ბულვარში უალკოჰოლო და ალკოჰოლური გამაგრილებელი სასმელების სარეალიზაციო კუთხის და საპლაჟო ინფრასტრუქტურის განსათავსებლად
განაცხადის #:39307DFH88807823 აუქციონის #: 39307 ლოტის #: 888078 დაწყება/დასრულება: 01/06/2023 17:30 - 07/06/2023 12:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 1 ბიჯი საგარანტიო თანხა: 7040GEL
დასრულების დრო: 07.06.2023 12:00:00
გაყიდვის ფასი : 9064.0000 GEL
საწყისი ფასი: 8800 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 264 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ "ბათუმის ბულვარი" მისამართი: ბათუმი / კ. გამსახურდიას 2 6000 ტელეფონი: 995-422278808 |
თვისებები
|
ბუნებრივი გაზი | - | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | ბათუმი | წყალი და კანალიზაცია | - | ელექტრო მომარაგება | - | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | ანბანის კოშკის გასწვრივ | ბრძანების ნომერი | 01-02/239 | მიწის ფართობი(მ²) | 650 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | სარგებლობაში გადაცემის ვადა | 2024წლის 01 იანვრამდე | ტელეფონის ნომერი | 0422 27 88 08 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: 1. დავით გამრეკელაშვილი - 0422 27 88 08 |
მოკლე აღწერილობა | გამარჯვებულს უფლება ეძლევა განათავსოს გამაგრილებელი უალკოჰოლო და ალკოჰოლური სასმელების სარეალიზაციო კუთხე და შესაბამისი ინფრასტრუქტურა 400 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და საპლაჟო ინფრასტრუქტურა 250 კვ.მ-ზე |
პირობა | 1. აუქციონში მონაწილეობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე განისაზღვროს ქონების საწყისი სარგებლობის საფასურის 80 %-ის ოდენობით, რომელიც ჩაითვლება ქონების საბოლოო სარგებლობის საფასურში; 2. საბოლოო სარგებლობის საფასურის გადახდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებამდე სრულად; 3. აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია სარგებლობის საწყის საფასურზე ბიჯის დანამატის შედეგად მაქსიმალური საფასურის შეთავაზება; 4. აუქციონში ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო თანხა შეადგენს სრული საიჯარო პერიოდის 2024 წლის 01 იანვარმდე საფასურს; 5. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია 3 სამუშაო დღის ვადაში, სსიპ „ბათუმის ბულვარში“ წარმოადგინოს სარგებლობით გადაცემულ ქონებ(ებ)ზე განსათავსებელი ობიექტის ვიზუალური მხარე; 6. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია 7 სამუშაო დღის ვადაში გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება სსიპ „ბათუმის ბულვართან“; 7. აუქციონში გამარჯვებულ პირზე ქონების დროებით სარგებლობის უფლება გადადის საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან; 8. აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, მას ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს თანხა არ უბრუნდება; 9. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც გადაიხადეს ბე ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ, გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში; 10. მოიჯარე ვალდებულია საკუთარი სახსრებით გადაიხადოს ყველა სახის კომუნალური მომსახურების გადასახადი და უზრუნველყოს ყველა საჭირო მრიცხველის მონტაჟი; 11. მოიჯარე ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 30 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს სარგებლობაში გადაცემულ ქონებაზე, მსუბუქი კონსტრუქციის, სხვადასხვა სახის გამაგრილებელი, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების სარეალიზაციო კუთხის განთვსება/ამოქმედება, საიდანაც მოხდება დამსვენებლების მომსახურება სხვადასხვა სახის გამაგრილებელი, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელებითა და მსუბუქი კვებით; 12. მოიჯარე ვალდებულია სარგებლობაში გადაცემულ ქონების ნაწილზე განათავსოს საპლაჟე ინფრასტრუქტურა (შეზლონგი -არანაკლებ 50 ერთეული, ქოლგა, მცირე ზომის ნაგვის ყუთები), რომელიც მომხმარებლისთვის უნდა იყოს უფასო; 13. მოიჯარე ვალდებულია სარგებლობაში გადაცემული ქონების ნაწილზე განათავსოს საბავშვო კუთხე და უზრუნველყოს 10 წლამდე ბავშვებისვის სასმელი წყლის უფასო მიწოდება. ასევე, ვალდებულია დღის განმავლობაში განახორციელოს სხვადასხვა სახის გასართობი აქტივობები, როგორც მოზრდილებისათვის, ასევე ბავშვებისათვის, რომელიც დამსვენებლებისათვის მუდმივად უნდა იყოს უფასო (ფრისბი, პლაჟის სპორტული და გასართობი აქტივობები, საბავშვო კამერები და ა.შ.); 14. მოიჯარე, ასევე, ვალდებულიასარგებლობაში გადაცემულ ტერიტორიაზე, დღისა და საღამოს განმავლობაში მოაწყოს კულტურული ღონისძიებები (ე.წ. ივენთები, სემინარები, ტრენინგები), რომელიც უნდა იყოს უფასო ნებისმიერი დამსვენებლისათვის; 15. მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში გადაცემული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ, მიზნობრივად; 16. მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში უზრუნველყოს სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მოვლაპატრონობა, დაცვა და ყოველდღიური დასუფთავება; 17. მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში უზრუნველყოს სარგებლობის უფლებით გადაცემულ ტერიტორიაზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი, უსაფრთხოების ნორმების დაცვა; 18. მოიჯარე ვალდებულია იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ, სარგებლობაში გადაცემული უძრავი ქონება დააბრუნოს პირვანდელ მდგომარეობაში; 19. მოიჯარეს ეკრძალება იჯარის ხელშეკრულებით მიღებული უფლებამოვალეობები გადასცეს მესამე პირს, სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს წინასწარი თანხმობის გარეშე; 20. მოიჯარეს ვალდებულია მესამე პიროს რეკლამა შეათანხმოს სსიპ ბათუმის ბულვართან 21. მოიჯარეს ეკრძალება სარგებლობაში მიღებული ქონების მიმდებარედ კონსტრუქციებისა და სხვა სახის ობიექტების განთავსება; 22. მოიჯარეს ეკრძალება იჯარით გაცემულ ქონებაზე, მიწასთან მყარად დაკავშირებული ნაგებობის (მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი) განთავსება; 23. მეიჯარე უფლებამოსილია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ნებისმიერ დროს დაათვალიეროს სარგებლობით გადაცემული ქონება; შენიშვნა: სარგებლობაში გადასაცემ ფართზე განთვსებულია მსუბუქი კონსტრუქციის ობიექტი, მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე, რომლის დემონტაჟიც განხორციელდება აუქციონის დასრულებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |