|
![]() |
კატეგორია:
სხვა ტიპის იჯარა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:სსიპ - ქალაქ თბილისის N171 საჯარო სკოლის 207,27 კვ.მ ფართის და 12 კვ.მ მიწის იჯარა
განაცხადის #:4866AWE88839423 აუქციონის #: 4866 ლოტის #: 888394 დაწყება/დასრულება: 05/05/2023 17:30 - 11/05/2023 17:45 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 1 ბიჯი საგარანტიო თანხა: 2000GEL
დასრულების დრო: 11.05.2023 17:45:00
გაყიდვის ფასი : 18010.0000 GEL
საწყისი ფასი: 18000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: 171 საშ. სკოლა მისამართი: ტელეფონი: 971-577599477 |
თვისებები
|
ქალაქი | თბილისი | ქვეყანა | საქართველო | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | ქ.თბილისი, ნუცუბიძის 3 პლატო, 2 კვარტალი, ძოწენიძის ქ N 3 | სარგებლობაში გადაცემის ვადა | რვა წელი | ზომის ერთეული | კვადრატული მეტრი | ტელეფონის ნომერი | 577376768 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420 |
მოკლე აღწერილობა | საიჯარო ფართი მოიცავს-სსიპ - ქალაქ თბილისის N171 საჯარო სკოლის
სარგებლობაში არსებული (ს/კ N01.14.02.029.022), დამხმარე შენობის მეორე სართულზე
მდებარე ჯამში 207.27 კვ.მ. ფართი საცურაო აუზის მოწყობის მიზნით და ეზოში მდებარე 12 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დამოუკიდებელი
საქვაბის დასამონტაჟებლად |
პირობა | 1. საწყისი თანხა შეადგენს იჯარით ფორმით ფართის სარგებლობის ერთი წლის საიჯარო გადასახადს; 2. ფართი იჯარით გაიცემა 8 (რვა) წლის ვადით; 3. ფართი იჯარით გაიცემა საცურაო აუზის მოწყობის მიზნით; 4.ფართის იჯარით გაცემა მოხდება ყოველდღიურად. იჯარით გაცემული ფართი იქნება იზოლირებული და მოიჯარეს შეეძლება ფართის მხოლოდ იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით სარგებლობა, შეთანხმებულ დროსა და შეთანხმებულ ფართზე 5.მოიჯარე ვალდებული იქნება განახორციელოს სარემონტო სარეაბილიტაიო სამუშაოები საცურაო აუზის მოსაწყობად. 6.მოიჯარე ვალდებულია საიჯარო ფართში განახორციელებს საშხაპეებისა , გასახდელის და მოსაცდელი ოთახის მოწყობას 7.მოიჯარემ უნდა განახორციელოს საფილტრაციო დანადგარის მონტაჟი საიჯარო ფართში, კერძოდ, სარდაფში 8.მოიჯარე ვალდებულია განახორციელოს მოხმარებული კომუნალური გადასახადების დამოუკიდებლად გადახდა და ამ მიზნით ელექტროენერგიისა და წყლის მრიცხველების განმხოლოება. ასევე, დამოუკიდებელი საქვაბის დამონტაჟება; 9.საიჯარო ფართით სარგებლობა მოიჯარის მიერ განხორციელდება სკოლის სასწავლო ცხრილით გათვალისწინებული საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ და ისე, რომ ხელი არ შეეშლება სასწავლო პროცესის უსაფრთხოდ და ნორმალურად წარმართვას 10. მოიჯარის მიერ განხორციელებულ სარემონტო სამუშაოებზე დახარჯული თანხა მოიჯარეს საიჯარო ქირიდან არ გამოექვითება. ნებისმიერი გაუმჯობესება დარჩება სკოლას; 11.მოიჯარე ვალდებული იქნება საიჯარო ფართში დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოების ნორმები; 12. მოიჯარე ვალდებულია სსიპ ქალაქ თბილისის N 171 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შესთავაზოს მომსახურება შეღავათიანი ფასებით და გაითვალისწიოს სოციალურად დაუცველი და სსსმ პირების მიერ აუზით უფასოდ სარგებლობის შესაძლებლობა. 13. მოიჯარე ვალდებულია იჯარის ხელშეკრულების გაფორმებიდან 3(სამი) თვის ვადაში სკოლას წარუდგინოს საცურაო აუზის პროექტი და ხარჯთაღრიცხვა, რომელიც შესათანხმებლად წარედგინება სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს. 14.მოიჯარე ვალდებულია დროულად გადაიხადოს საიჯარო ქირა და დაიცვას სანიტარული-ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმები; ასევე ვალდებულია საიჯარო ფართით ისარგებლოს ისე, რომ ამით ხელი არ შეუშალოს სასწავლო პროცესის მიმდინარეობას. 15. ფართი იჯარით გაიცემა იმ პირობით რომ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 2 კვირის ვადაში შეწყდება მოიჯარესთან გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება. 16. მეიჯარეს უფლება აქვს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნით ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ ირღვევა ბავშვთა უსაფრთხოებასთან და უფლებებთან დაკავშირებული რეგულაციები. 17. იჯარის ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეიძლება შეწყდეს თუ ეს გამოწვეულია სახელმწიფო პოლიტიკით, კანონმდებლობის ცვლილებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნით, სკოლაში სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების შემთხვევაში, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 18. მოიჯარეს მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა (ბე) ჩაითვლება საიჯარო ქირაში საბოლოო ანგარიშსწორებისას. 19. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულიად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულებაზე ხელმოწერაზე უარი განაცხადა. 20. თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს. 21.სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის/პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე - უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა. 22. აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს და აუქციონში რეგისტრირებულ პირებს, რომლებმაც მონაწილეობა არ მიიღეს სააუქციონო ვაჭრობაში ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. 23. იჯარის ხელშეკრულება უნდა დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში. რეგისტრაციის ხარჯები ეკისრება მოიჯარეს. 24. აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნების/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას. 25. მიმაგრებულ ფაილებში იხილეთ “სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |