ამობეჭდვის თარიღი: 02.02.2025 16:06:56
კატეგორია: იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ფართის იჯარა ლიტერატურული კაფეს/კაფეს მოწყობის მიზნით
განაცხადის #:28253BNK88857723
აუქციონის #: 28253
ლოტის #: 888577
დაწყება/დასრულება: 05/05/2023 12:00 - 26/05/2023 12:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 1680GEL
მიმდინარე ფასი : 700 GEL
საწყისი ფასი: 700 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 50 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისის, ვაკე-საბურთალოს რაიონში, ილ. ჭავჭავაძის გამზ., ¿1
ტელეფონი: 971-322220241
თვისებები
გათბობა-აივანი-
ლოჯი-TV-
ცხელი წყალი-კვადრატულობა(მ²)62.40
წყალი და კანალიზაცია-ტელეფონი-
ინტერნეტი-პარკირება-
ლიფტი-ბუხარი-
Rs რუკის მხარდაჭერა-ელექტრო მომარაგება-
ბუნებრივი გაზი-შენობის მდგომარეობაახალი გარემონტებული
ქვეყანასაქართველოქალაქითბილისი
ქუჩა(დასახელება/ნომერი)მერაბ კოსტავას ქ. N5შენობის პროექტიარასტანდარტული
სათავსო-სარგებლობაში გადაცემის ვადა3 წელი
ტელეფონის ნომერი577943905
;
აღწერილობა
აღწერილობა

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით საკონტაქტო პირს.

საკონტაქტო პირი: ერეკლე კუპატაძე - 577943905

მოკლე აღწერილობა

იჯარის ფორმით გაიცემა უნივერსიტეტის ქონება საზოგადოებრივი კვების ობიექტის ფუნქციონირების მიზნით

პირობა

ქ. თბილისი, მერაბ კოსტავას ქ. N5-ში (საკადასტრო კოდი 01.15.03.028.001) მდებარე შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის შენობის პირველ სართულზე არსებული 62,40 მ 2 ფართი, იჯარის ფორმით, 3 წლის ვადით, ლიტერატურული კაფეს/კაფეს მოწყობის მიზნით.

საწყისი თანხა წარმოადგენს საწყის ყოველთვიურ საიჯარო გადასახადს.

აუქციონში გამარჯვებული პირი (მოიჯარე)::

1. ვალდებულია იჯარის ფორმით აღებულ ფართზე არ დაუშვას ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა;

2.  ვალდებულია უზრუნველყოს მისაწოდებელი კერძების დამზადება ახალი მაღალხარისხიანი ჯანსაღი პროდუქტებისაგან;

3. ვალდებულია დაამზადოს საკვებად ვარგისი და ჯანმრთელობისთვის უვნებელი კერძები (არ უნდა შეუქმნას საფრთხე ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას). გარდა სხვა შემთხვევებისა, აღნიშნული პირობების დარღვევის შემთხვევაში მეიჯარე უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება ხელშეკრულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად;

4. ვალდებულია უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმება სადეზინფექციო სამსახურთან ჩასატარებული დეზინფექციის, დეზინსექციის და დერატიზაციის შესახებ. ამ სამსახურების მიერ გაცემული დასკვნები ჩატარებული სამუშაოების (თვეში ერთხელ) შესახებ უნდა ინახებოდეს კვების ობიექტებში და საჭიროებისას წარედგინოს მეიჯარეს;

5. ვალდებულია კვების ობიექტზე გამოყენებული ახალი (გაუყინავი) საქონლის ხორცის ეტიკეტირება განახორციელოს 2016 წლის 9 მარტის №118 ტექნიკური რეგლამენტის –,,საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად;

6. ვალდებულია კვების ობიექტზე გამოყენებული ნედლეულის შეფუთვა და ეტიკეტირება განახორციელოს 2013 წლის 31 დეკემბრის №441 ტექნიკურ რეგლამენტის –,,სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნების შესახებ“ შესაბამისად;

7. ვალდებულია იჯარით აღებულ ფართზე გადაიხადოს კომუნალური გადასახადები, რისთვისაც უნდა უზრუნველყოს წყლის და ელექტროენერგიის მრიცხველების განმხოლება/რეგისტრაცია (ცალკე აბონენტად ან ქვეაბონენტად დარეგისტრირება) საკუთარი ხარჯებით; დაიცვას ეკოლოგიური, სანიტარულ–ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმები;

8. ვალდებულია საიჯარო ქირის გადახდა აწარმოოს ყოველთვიურად, აუქციონის შედეგად დაფიქსირებული ყოველთვიური გადასახადის შესაბამისად, არაუგვიანეს ყოველი საანგარიშო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვისა;

ასევე:

) მოიჯარის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, მოიჯარე ვალდებულია აღნიშნულის შესახებ მეიჯარეს წერილობით აცნობოს არაუგვიანეს 2 თვით ადრე და გადაიხადოს პირგასამტეხლო 2 თვის საიჯარო ქირის ოდენობით;

) მოიჯარე უფლებამოსილია, მეიჯარესთან შეთანხმებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, განახორციელოს უძრავი ქონების შიდა ინტერიერის რემონტი, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან, რა პერიოდშიც მოიჯარეს არ დაეკისრება საიჯარო ქირის გადახდა;

) მოიჯარე ვალდებულია რემონტის დასრულებისთანავე წარმოადგინოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნა ფაქტიურად შესრულებული სამუშაოებისა და მისი ღირებულების თაობაზე (რეაბილიტაციის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 2 წლის საიჯარო ქირას), რაც გახდება მოიჯარის მიერ გაწეული ხარჯის საიჯარო ქირიდან (მომდევნო თვეების მიხედვით) გამოქვითვის საფუძველი;

) მოიჯარის ინიციატივით ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, იმ შემთხვევაში თუ მეიჯარეს არ აქვს სრულად გაქვითული რემონტის დროს გაწეული ხარჯი, მეიჯარე მოიჯარეს არ უბრუნებს დარჩენილ სხვაობას

;