|
კატეგორია:
იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
დასახელება:ფართის იჯარა საზოგადოებრივი კვების ობიექტის ფუნქციონირებისათვის
განაცხადის #:28253BNK88859023 აუქციონის #: 28253 ლოტის #: 888590 დაწყება/დასრულება: 05/05/2023 12:00 - 26/05/2023 12:00 ლოტის სტატუსი: ჩაშლილი ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 2760GEL
მიმდინარე ფასი :
1150 GEL
საწყისი ფასი: 1150 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 50 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მისამართი: საქართველო, ქ. თბილისის, ვაკე-საბურთალოს რაიონში, ილ. ჭავჭავაძის გამზ., ¿1 ტელეფონი: 971-322220241 |
თვისებები
|
გათბობა | - | აივანი | - | ლოჯი | - | TV | - | ცხელი წყალი | - | კვადრატულობა(მ²) | 104.99 | წყალი და კანალიზაცია | - | ტელეფონი | - | ინტერნეტი | - | პარკირება | - | ლიფტი | - | ბუხარი | - | Rs რუკის მხარდაჭერა | - | ელექტრო მომარაგება | - | ბუნებრივი გაზი | - | შენობის მდგომარეობა | ახალი გარემონტებული | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | თბილისი | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | ილია ჭავჭავაძის გამზირი N3 | შენობის პროექტი | არასტანდარტული | სათავსო | - | სარგებლობაში გადაცემის ვადა | 3 წელი | ტელეფონის ნომერი | 577943905 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით საკონტაქტო პირს. საკონტაქტო პირი: ერეკლე კუპატაძე - 577943905 |
მოკლე აღწერილობა | იჯარის ფორმით გაიცემა უნივერსიტეტის ქონება საზოგადოებრივი კვების ობიექტის ფუნქციონირების მიზნით |
პირობა | ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N3-ში (საკადასტრო კოდი 01.14.14.010.030) მდებარე უნივერსიტეტის მე-2 სასწავლო კორპუსში არსებული 104,99 მ 2 ფართი, იჯარის ფორმით, 3 წლის ვადით, საზოგადოებრივი კვების ობიექტის ფუნქციონირების მიზნით. საწყისი თანხა წარმოადგენს საწყის ყოველთვიურ საიჯარო გადასახადს. აუქციონში გამარჯვებული პირი (მოიჯარე):: 1. ვალდებულია იჯარის ფორმით აღებულ ფართზე არ დაუშვას ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა; 2. ვალდებულია უზრუნველყოს მისაწოდებელი კერძების დამზადება ახალი მაღალხარისხიანი ჯანსაღი პროდუქტებისაგან; 3. ვალდებულია დაამზადოს საკვებად ვარგისი და ჯანმრთელობისთვის უვნებელი კერძები (არ უნდა შეუქმნას საფრთხე ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას). გარდა სხვა შემთხვევებისა, აღნიშნული პირობების დარღვევის შემთხვევაში მეიჯარე უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება ხელშეკრულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად; 4. ვალდებულია უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმება სადეზინფექციო სამსახურთან ჩასატარებული დეზინფექციის, დეზინსექციის და დერატიზაციის შესახებ. ამ სამსახურების მიერ გაცემული დასკვნები ჩატარებული სამუშაოების (თვეში ერთხელ) შესახებ უნდა ინახებოდეს კვების ობიექტებში და საჭიროებისას წარედგინოს მეიჯარეს; 5. ვალდებულია კვების ობიექტზე გამოყენებული ახალი (გაუყინავი) საქონლის ხორცის ეტიკეტირება განახორციელოს 2016 წლის 9 მარტის №118 ტექნიკური რეგლამენტის –,,საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად; 6. ვალდებულია კვების ობიექტზე გამოყენებული ნედლეულის შეფუთვა და ეტიკეტირება განახორციელოს 2013 წლის 31 დეკემბრის №441 ტექნიკურ რეგლამენტის –,,სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნების შესახებ“ შესაბამისად; 7. ვალდებულია იჯარით აღებულ ფართზე გადაიხადოს კომუნალური გადასახადები, რისთვისაც უნდა უზრუნველყოს წყლის და ელექტროენერგიის მრიცხველების განმხოლება/რეგისტრაცია (ცალკე აბონენტად ან ქვეაბონენტად დარეგისტრირება) საკუთარი ხარჯებით; დაიცვას ეკოლოგიური, სანიტარულ–ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმები; 8. ვალდებულია საიჯარო ქირის გადახდა აწარმოოს ყოველთვიურად, აუქციონის შედეგად დაფიქსირებული ყოველთვიური გადასახადის შესაბამისად, არაუგვიანეს ყოველი საანგარიშო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვისა; ასევე: ა) უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მიერ შერჩეული და წარმოდგენილი, სტუდენტებში ყველაზე მოთხოვნადი საკვები პროდუქციის ნუსხიდან (იხ. დანართი) მინიმუმ 8 დასახელების პროდუქცია უნდა იყოს წარმოდგენილი ყოველდღიურ მენიუში, საიდანაც მინიმუმ 4 დასახელების პროდუქციაზე უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 25%-იანი ფასდაკლება; ბ) მეიჯარის მიერ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შესაძლოა დამზადდეს სპეციალური ბარათები სტუდენტებისათვის, რისი მოიჯარისათვის წარდგენაც უნდა გახდეს ზემოხსენებული ფასდაკლების საფუძველი. ბარათების დამზადების შემთხვევაში, მოიჯარეს ეცნობება 1 თვით ადრე; გ) მოიჯარემ სასწავლო პერიოდის განმავლობაში უნდა იმუშაოს არანაკლებ 8 საათისა; დ) მოიჯარის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, მოიჯარე ვალდებულია აღნიშნულის შესახებ მეიჯარეს წერილობით აცნობოს არაუგვიანეს 2 თვით ადრე და გადაიხადოს პირგასამტეხლო 2 თვის საიჯარო ქირის ოდენობით; ე) მოიჯარე უფლებამოსილია, მეიჯარესთან შეთანხმებული საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, განახორციელოს უძრავი ქონების შიდა ინტერიერის რემონტი, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან, რა პერიოდშიც მოიჯარეს არ დაეკისრება საიჯარო ქირის გადახდა; ვ) მოიჯარე ვალდებულია რემონტის დასრულებისთანავე წარმოადგინოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნა ფაქტიურად შესრულებული სამუშაოებისა და მისი ღირებულების თაობაზე (რეაბილიტაციის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 2 წლის საიჯარო ქირას), რაც გახდება მოიჯარის მიერ გაწეული ხარჯის საიჯარო ქირიდან (მომდევნო თვეების მიხედვით) გამოქვითვის საფუძველი; ზ) მოიჯარის ინიციატივით ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, იმ შემთხვევაში თუ მეიჯარეს არ აქვს სრულად გაქვითული რემონტის დროს გაწეული ხარჯი, მეიჯარე მოიჯარეს არ უბრუნებს დარჩენილ სხვაობას. თ) მოიჯარემ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს თსუ სტუდენტებისთვის ხელის შეწყობა, კვების ობიექტში დასაქმებისას. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |