ამობეჭდვის თარიღი: 30.04.2025 06:04:17
კატეგორია: სასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი ქ.დმანისში
განაცხადის #:6832AM113
აუქციონის #: 6832
ლოტის #: 1
საქმის ნომერი: A12067134
დაწყება/დასრულება: 29/03/2013 15:00 - 08/04/2013 15:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 1000GEL
მიმდინარე ფასი : 10000 GEL
საწყისი ფასი: 10000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 200 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო. ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურო.
მისამართი: 1) ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი 29ა (რუსთავის იუსტიციის სახლი) 2) ქ. თეთრიწყარო,კოსტავას ქ. #11 3) ქ. ბოლნისი,სულხან-საბას ქ. #113 4) ქ. მარნეული, ნარიმანოვის ქ, #4
ტელეფონი: 971-2749649
თვისებები
საქმის ნომერიA12067134ქუჩა(დასახელება/ნომერი)ქალაქი დმანისი, ქუჩა ბ. გაბაშვილის, №5
ქვეყანასაქართველოსაკადასტრო კოდი#82.01.08.288
შეფასების თანხა20000საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა23
გადახდის პერიოდი10წყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
Rs რუკის მხარდაჭერა-
;
აღწერილობა
აღწერილობა
ყურადღება!
ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ გადახდა: ინფორმაცია გადახდის პროცესის შესახებ.
ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებული პირი, ვალდებულია: აუქციონის
დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს შეძენილი ქონების სრული საფასური და თანხის სრულად გადახდიდან 3 სამუშაო დღის შემდეგ ჩაიბაროს საკუთრების უფლების შესახებ განკარგულება. ქონების წინასარეალიზაციო დათვალიერება შესაძლებელია მის განთავსების ადგილზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601. 2 749 649
მოკლე აღწერილობაუძრავი ქონება მდებარეობს ქალაქი დმანისი, ქუჩა ბ. გაბაშვილის, №5-ში.  წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზედ განლაგებულ შენობა-ნაგებობას.  მიწის ნაკვეთზე განლაგებული შენობა-ნაგებობა წარმოადგენს ორსართულიან საცხოვრებელ სახლს. სახლი ნაშენებია ძირითადად სამშენებლო ქვითა და სამშენებლო წვრილი ბლოკით, ხოლო გადახურულია ე.წ. ,,შიფერით”. საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე განლაგებულია: შესასვლელი, სამი ოთახი და ფართი ავტოფარეხის მოსაწყობად. პირველი სართული იმყოფება კარკასულ მდგომარეობაში, ამასთან მხოლოდ ორი ოთახის იატაკია მობეტონებული. მეორე სართულზე ასვლა შესაძლებელია გარე კიბით. საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე განლაგებულია შესასვლელი და ოთხი ოთახი. სახლის მეორე სართული სარემონტო მდგომარეობაშია. მეორე სართულის ერთი ოთახის იატაკი მობეტონებულია, ხოლო დანარჩენი ოთახების იატაკი ხისაა. საცხოვრებელ სახლს გააჩნია აივანი.  მიწის ნაკვეთი დამრეცი რელიეფისაა და მასზედ აღმოცენებულია მცენარეები. სახლის ეზოში განლაგებულია საპირფარეშო. ამასთან, საცხოვრებელი სახლის ეზო მოსაწესრიგებელია. მიწის ნაკვეთი ქუჩის მხრიდან შემოღობილია კაპიტალური ღობით. კომუნიკაციებით უზრუნველყოფის საკითხი დაუდგენელია.

მიწის ფართობი და დანიშნულება: 370.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო)
შენობა-ნაგებობების საერთო ფართი: - საჯარო რეესტრის ამონაწერით:შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი:განაშენიანების ფართი – 100.8 კვ.მ.; შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 160.38; საცხოვრებელი ფართი: 82.31

პირობადატვირთულია იპოთეკის უფლებით, იპოთეკის ხელშეკრულება  #მ-1892,  რეესტრი # 1-4440,  და #1-3389, , განცხადების რეგისტრაციის1)  #822004000029,  2)  822005000063.   იპოთეკარის განცხადებით ვალდებულება სრულად შესრულებულია  და მოთხოვნა არ გააჩნია.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენის უფლება არ აქვს საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს.
;