ამობეჭდვის თარიღი: 15.01.2025 17:06:00
კატეგორია: იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ქ.მესტიის მუზეუმის შენობაში განთავსებული კომერციული დანიშნულების ფართი-კაფე
განაცხადის #:65164GZL88997023
აუქციონის #: 65164
ლოტის #: 889970
დაწყება/დასრულება: 19/05/2023 11:00 - 29/05/2023 15:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 100GEL
დასრულების დრო: 29.05.2023 15:00:00
გაყიდვის ფასი : 850.0000 GEL
საწყისი ფასი: 800 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 50 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმი
მისამართი: ძველი თბილისი / რუსთაველის გამზ. 3
ტელეფონი: 995-322982135
თვისებები
გათბობა+აივანი-
ლოჯი-TV-
ცხელი წყალი+კვადრატულობა(მ²)40
წყალი და კანალიზაცია+ტელეფონი-
ინტერნეტი+პარკირება-
ლიფტი+ბუხარი-
საკადასტრო კოდი42.06.49.955Rs რუკის მხარდაჭერა-
ელექტრო მომარაგება+ბუნებრივი გაზი-
ქვეყანასაქართველოქალაქიმესტია
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ა.იოსელიანის #7შენობის პროექტიარასტანდარტული
შენობის მდგომარეობაახალი გარემონტებულისათავსო-
სარგებლობაში გადაცემის ვადა3ზომის ერთეულიკვადრატული მეტრი
ტელეფონის ნომერი599921610
;
აღწერილობა
აღწერილობა

ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადასახდელი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე- ოდენობა განისაზღვროს 100 (ასი) ლარით, რომლის მოქმედების ვადა 10 (ათიკალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს აუქციონის დასრულების ვადას. აუქციონში გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის ნაწილად.


ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420

მოკლე აღწერილობა

იჯარით გაიცემა სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის  შენობაში განთავსებული კომერციული  დანიშნულების ფართი - ინვენტარით შემდგომში კვების ობიექტის - კაფეს მოწყობის მიზნით.

საკადასტრო კოდი42.06.49.955

საწყისი ყოველთვიური საიჯარო ქირა - 800 ლარირომელიც მოიცავს კომუნალურ ხარჯებს და დღგ-

დაინტერესების შემთხვევაში შესაძლებელია საიჯარო ფართის ადგილზე დათვალიერება.


    პირობა

    აუქციონშიგამარჯვებულივალდებულიაშეასრულოსშემდეგიპირობები:

    )მოიჯარემ საიჯარო ქონება გამოიყენოს კვების ობიექტის, კერძოდ - სამზარეულოსა და პროდუქციის სავაჭრო ობიექტის მოწყობის მიზნით.

    მეიჯარესთან შეთანხმების გარეშე მოიჯარეს არ აქვს უფლება საიჯარო ქონებაზე აწარმოოს სხვა საქმიანობა, გარდა წინამდებარე ბრძანებით გათვალისწინებულისა. აღნიშნული პირობის დარღვევის შემთხვევაში, მოიჯარე ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს დარღვევის აღმოფხვრა.

    ) მოიჯარემ საიჯარო ფართი აღჭურვოს ყველა საჭირო ინვენტარით. კვების ობიექტის შიდა მოწყობა, გაფორმება (მათ შორის მუსიკალური) და შემდგომში მასში დაგეგმილი ყველა ცვლილება უზრუნველყოს მეიჯარესთან წინასწარ,  სახით შეთანხმებული დიზაინის შესაბამისად. აღნიშნული პირობის დარღვევის შემთხვევაში, მოიჯარე ვალდებულია დაუყოვნებლივ აღმოფხვრას დარღვევა.

    მოიჯარემ კვების ობიექტის მომარაგება და ფუნქციონირება უზრუნველყოს სამუშაო საათებში, კვების ობიექტის შეთანხმებული დროისგან განსხვავებულ საათებში ფუნქციონირების საკითხი მოიჯარემ შეათანხმოს სსიპ საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან. აღნიშნული პირობის დარღვევის შემთხვევაში, მოიჯარეს დაეკისროს პირგასამტეხლო ყოველ ასეთ შემთხვევაზე 100 ლარის ოდენობით;

    ) მოიჯარემ კვების ობიექტის ფუნქციონირება უზრუნველყოს იმგვარად, რომ ხელი არ შეეშალოს მეიჯარის საქმიანობას.

    ) საკვების მომზადებისა და რეალიზაციის ეტაპზეკვების ობიექტის მუშაობის პერიოდში არ უნდა წარმოიქმნას მზა პროდუქციის მძაფრი და მკვეთრი სუნი. აღნიშნული პირობის დარღვევის შემთხვევაში, მოიჯარეს დაეკისროს პირგასამტეხლო ყოველ ასეთ შემთხვევაზე 100 ლარის ოდენობით;

    ) მოიჯარემ საიჯარო ფართზე განთავსებულ კვების ობიექტზე საქმიანობა  განახორციელოს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპების შესაბამისად. კვების პროდუქტების მიწოდებისა და რეალიზაციის პროცესში დაცულ იქნეს საქართველოს მთავრობის 2010 წლის №173 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტები − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესისადასურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესისთაობაზე, ასევე, ამ სფეროში მოქმედი სხვა საკანონმდებლო ნორმები და წესები;

    ) კვების ობიექტზე დასაქმებულთა მიერ დაცულ იქნეს ჰიგიენის ნორმები. მოიჯარემ უზრუნველყოს ისინი სუფთა დამცავი ტანსაცმლით, მათ შორის, თავსაბურავით, ასევე, ადგილზე პირადი ჰიგიენის დაცვის საშუალებებით;

    ) იჯარის მოქმედების ვადაში განახორციელოს საიჯარო ქონების მოვლა-პატრონობა, იქონიოს იგი სრულ წესრიგში და დაიცვას ტექნიკური ექსპლუატაციის, (მათ შორის, ხანძარსაწინააღმდეგო) წესები და ნორმები, აგრეთვე მოწყობილობების და ინვენტარის, საინჟინრო კომუნიკაციებისა და ქსელების ექსპლუატაციის წესები;

    მოიჯარე ვალდებულია, კვების ობიექტზე, ყოველდღიურ სარეალიზაციო მენიუში ქონდეს წარმოდგენილი: ცომეულის მინიმუმ 4 სახეობა, მათ შორის მინიმუმ 1 ხორცის შემადგენლობით, მინიმუმ 1 ვეგეტარიანული. მინიმუმ 4 სახეობის დესერტი; მინიმუმ 3 სახეობის სალათი (მათ შორის მინიმუმ 1 ხორცის შემცველობით, მინიმუმ 1 ვეგეტარიანული);.  კვების ობიექტზე დასაშვებია მხოლოდ 12 საათის განმავლობაში მომზადებული საკვების რეალიზაცია. საკვები უნდა მომზადდეს ახალი და უმაღლესი ხარისხის პროდუქტებით ან/და ინგრედიენტებით;

    მოიჯარე ვალდებულია . ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის  თანამშრომელთათვის  საკვებ/სასმელ პროდუქციაზე დააწესოს 20 % ფასდაკლება.

    ) კვების ობიექტს უნდა ჰქონდეს მოთხოვნის შესაბამისი რაოდენობის როგორც ერთჯერადი, ასევე მრავალჯერადი გამოყენების ჭურჭელი;

    ) მოიჯარემ, მეიჯარესთან შეთანხმების გარეშე, არ დაუშვას საიჯარო ქონებაზე რეკლამის (გარდა მოიჯარის საფირმო სახელწოდებისა ან/და სასაქონლო სახელწოდების) განთავსება. რეკლამად არ ჩაითვალოს კვების ობიექტზე გასაყიდი საკვები და სასმელი პროდუქტების რეკლამა. აღნიშნული პირობის დარღვევის შემთხვევაში, მოიჯარემ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს დარღვევის აღმოფხვრა.

    ) იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის ან ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 დღის ვადაში მოიჯარემ დაუბრუნოს მეიჯარეს საიჯარო ქონება მასზე განხორციელებული სარემონტო სამუშაოების, ამორტიზაციისა და ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით.

    ) მოიჯარემ უზრუნველყოს კვების ობიექტის ფუნქციონირების დაწყება ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში;

    ) მოიჯარეს საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება წარმოეშვას კვების ობიექტის ფუნქციონირების დაწყების მომენტიდან, რის შესახებაც მხარეებს შორის გაფორმდება შეთანხმების აქტი, ან ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 15 კალენდარულ დღეში (რომელი პირობაც უფრო ადრე დადგება);

    ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის ან ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტის შემთხვევაში, მოიჯარის მიერ საიჯარო ქონებაზე განხორციელებული გაუმჯობესებები რჩება მეიჯარესთან გარდა კვების ობიექტის მოსაწყობად მოიჯარის მიერ შეძენილი ინვენტარისა და ტექნიკისა

    5. გარდა ზემოაღნიშნულისა, საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე მოიჯარეს  დაეკისროს შემდეგი ვალდებულებების შესრულება:

    ) მოიჯარემ აცნობოს მეიჯარეს საიჯარო ქონებაზე დაგეგმილი სამუშაოების ხანგრძლივობის შესახებ (რა დროსაც ობიექტი ვერ მოემსახურება მომხმარებლებს) მინიმუმ 1 სამუშაო დღით ადრე;

    ) მეიჯარის ან/და ნებისმიერი პირის მიერ ობიექტის ფუნქციონირებისას გამოვლენილი ხარვეზის დადასტურებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღეში, მოიჯარის  მიერ აღმოფხვრილ იქნეს  ხარვეზი, თუ აღნიშნული ხარვეზი გამოწვეული იქნება მოიჯარის ბრალით;

    ) უზრუნველყოფილ იქნეს კვების ობიექტის მომსახურების (საკვები პროდუქტების ღირებულებისსაფასურის გადახდა როგორც ნაღდი, ისე  უნაღდო ანგარიშსწორების გზით;

    ) მეიჯარის მიერ დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, მოიჯარემ განახორციელოს კვების ობიექტში დასაქმებული პირების ან მათი რაოდენობის ცვლილება;

    ) დაკარგული ნივთები დაუბრუნოს მესაკუთრეს ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გადასცეს მესაკუთრეს ან მეიჯარის ადმინისტრაციას;

    6. საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება განხორციელდება აუქციონის დასრულებიდან 5 (ხუთისამუშაო დღის ვადაში, მიღება - ჩაბარების აქტის საფუძველზე.

    7. მოიჯარეს ყოველი პირობის დარღვევისთვის დაეკისრება პირგასამტეხლო, ყოველდღიურად საიჯარო თვიური ღირებულების 0.1 %ის ოდენობით.

    8. ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ან ეროვნული მუზეუმის შეტყობინების მიღების დღიდან ორი კვირის ვადაში, მოიჯარეს წარმოეშვას ვალდებულება გამოათავისუფლოს საიჯარო ქონება. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მოიჯარის მიერ ქონებაზე გაწეული ხარჯები (ასეთი არსებობის შემთხვევაში) არ ანაზღაურდეს.

    ;