|
კატეგორია:
იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
დასახელება:ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ,,ბათუმის ცენტრალური პარკი“-ს ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთიდან (ს/კ №05.23.06.010, ნაკვეთი №3) 10.00 კვ.მ მიწის (თანდართული სიტუაციური გეგმის მიხედვით) მასზე ატრაქციონის განსათავსებლად იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემა
განაცხადის #:7IMF323 აუქციონის #: 7 ლოტის #: 3 დაწყება/დასრულება: 16/05/2023 16:00 - 30/05/2023 14:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 1 ბიჯი საგარანტიო თანხა: 1000GEL
დასრულების დრო: 30.05.2023 14:00:00
გაყიდვის ფასი : 2060.0000 GEL
საწყისი ფასი: 2000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 60 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: ქალაქ ბათუმის მერია მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. ასათიანის ქ. N25/ ფაქტ: ქ. ბათუმი ლერმონტოვის ქ. N90ა ტელეფონი: 995-(0422)272606 |
თვისებები
|
ბუნებრივი გაზი | - | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | ბათუმი | წყალი და კანალიზაცია | - | ელექტრო მომარაგება | - | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | ,,ბათუმის ცენტრალური პარკი" | ბრძანების ნომერი | ბ14. 1423136001 | მიწის ფართობი(მ²) | 10 | საკადასტრო კოდი | 05.23.06.010 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | ამონაწერი საჯარო რეესტრიდან | https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFLlMbAuSlBWfutKTsM3EZAVSVJJVT]g8tyA0veiwQ2nl | საკადასტრო რუკა | https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFMQIfkMcEwX5X6]FZzfmOq8r9XsPsvtmBUoPDL8d[5aZ | სარგებლობაში გადაცემის ვადა | 365 | ტელეფონის ნომერი | 577 925224 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | ქ. ბათუმში, ,,ბათუმის ცენტრალური პარკი“-ს ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთიდან (ს/კ №05.23.06.010, ნაკვეთი №3) 10.00 კვ.მ მიწის (თანდართული სიტუაციური გეგმის მიხედვით) მასზე საბავშვო ატრაქციონის განსათავსებლად იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემა სარგებლობაში გადაცემის ვადა: 01 (ერთი) წელი 01 (ერთი) წლის საწყისი სარგებლობის საფასური : 2000,0 ლარი აუქციონის ჩატარების პირობები: იხილეთ „წესები და პირობები“, ასევე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესები“, აუქციონში გამარჯვებულთან გარიგების გაფორმებისა და აუქციონში გამარჯვებულის პასუხისმგებლობის პირობები განისაზღვრება ამავე დადგენილებითა და „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2018 წლის 11 აპრილის N37 დადგენილებით. ყურადღება: აუქციონში გამარჯვების პირობაა მაქსიმალური ფასის დასახელება, რომელიც უნდა აღემატებოდეს გამოცხადებულ საწყის საფასურს, არანაკლებ ერთი ბიჯისა (ქონება ითვლება განკარგულად ელექტრონულ აუქციონში საბოლოო თანხის შემომთავაზებელ მონაწილეზე). აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვების თაობაზე შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გამოცხადდეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურში და ხელშეკრულების დასადებად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია. ხელშეკრულება უნდა დაიდოს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. აუქციონში გამარჯვებულს გადახდილი ბე/საგარანტიო თანხა ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას, მის მიერ ელექტრონულ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს (სრულ ღირებულებას) და საგარანტიო თანხას/„ბე-ს“ ოდენობას შორის არსებული სხვაობის მითითებულ ვადაში სრულად გადახდის შემთხვევაში, ხოლო თუ წარმოდგენილია საბანკო გარანტია (საგარანტიო ფურცელი), საბანკო გარანტია უბრუნდება უკან, მის მიერ აუქციონზე განკარგული ქონების სრული საფასურის დადგენილ ვადებში სრულად გადახდის შემთხვევაში. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადეს ბე, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში მონაწილეობისათვის გადახდილი ბე სრულად ირიცხება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა ან აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, სრულად არ გადაიხადა ქონების სარგებლობის სრული ღირებულება, ასევე, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესებით“ და „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2018 წლის 11 აპრილის N37 დადგენილებით განსაზღვრული წესი და პირობები. დაინტერესებულ პირს დამატებითი ინფორმაციისათვის შეუძლია მიმართოს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურს (მის. ქ. ბათუმი, სულხან-საბა ორბელიანის ქ. N10; ტელ: (0422) 24 63 15; 24 63 06; 577 92 52 24 ; საკონტაქტო პირი - ხათუნა ალიშანიძე) |
მოკლე აღწერილობა | ქ. ბათუმში, ,,ბათუმის ცენტრალური პარკი“-ს ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთიდან (ს/კ №05.23.06.010, ნაკვეთი №3) 10.00 კვ.მ მიწის (თანდართული სიტუაციური გეგმის მიხედვით) მასზე საბავშვო ატრაქციონის განსათავსებლად იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემა. |
პირობა | · სააუქციონო პირობები: 1. აუქციონში მონაწილეობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე განისაზღვროს ქონების საწყისი წლიური სარგებლობის საფასურის 50 %-ის ოდენობით. 2. აუქციონში გამარჯვებულს გადახდილი ,,ბე“ ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო წლის გადასახდელი ქირის ოდენობაში. იჯარის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მიუხედავად ხელშეკრულების შეწყვეტის დროისა, მოიჯარე (აუქციონში გამარჯვებული) სრულად იხდის იმ სახელშეკრულებო წლის სარგებლობის საფასურს, როდესაც მოხდა ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა. 3. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია სარგებლობის საფასურის სრულად გადახდა განახორციელოს შემდეგ ვადაში: ა) გადასახდელი სრული სარგებლობის საფასურიდან პირველი 25%-ის გადახდა 2023 წლის 01 ნოემბრამდე; ბ) გადასახდელი სრული სარგებლობის საფასურიდან მეორე 25%-ის გადახდა 2024 წლის 01 აპრილამდე.
4. სარგებლობის ვადა: 1 (ერთი) წელი; 5. მოიჯარე (აუქციონში გამარჯვებული) ვალდებულია იჯარით მიღებულ მიწის ნაკვეთზე განათავსოს ატრაქციონი/საბავშვო ატრაქციონი; 6. მოიჯარე (აუქციონში გამარჯვებული) ვალდებულია სარგებლობის უფლებით გადაცემული მიწის ნაკვეთის გამოყენებისას სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში დაიცვას უსაფრთხოების ნორმები, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს ატრაქციონის გამართული მდგომარეობა (მუშაობა) და უსაფრთხო ექსპლუატაცია, სათანადო მომსახურებისა და ტექნიკური შემოწმების გზით დაიცვას კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები. იმ შემთხვევაში თუ ატრაქციონი გამოვიდა მწყობრიდან, მოიჯარე ვალდებულია შეადგინოს დეფექტური აქტი და დაუყოვნებლივ აცნობოს მეიჯარეს (ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო), ხოლო მწყობრიდან გამოსული ატრაქციონის აღდგენა საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს არაუმეტეს 10 დღის ვადაში; 7. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს შესაბამისი უფლებამოსილი და აკრედიტირებული საინსპექციო ორგანოს მიერ გაცემული, კონკრეტული ატრაქციონ(ებ)ის ტექნიკური ინსპექტირებისა და უსაფრთხოების შესახებ სერტიფიკატ(ებ)ი და ცნობა ატრაქციონ(ებ)ის მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციის (ასეთის საჭიროების შემთხვევაში) შესახებ. 8. მოიჯარე (აუქციონში გამარჯვებული) ვალდებულია სარგებლობაში გადაცემული ქონება გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ, მიზნობრივად; 9. მოიჯარე (აუქციონში გამარჯვებული) საკუთარი საშუალებებითა და ხარჯებით უზრუნველყოფს სააუქციონო პირობების შესრულების მიზნით განსახორციელებელი ქმედებებისათვის მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ნებართვების ან/და სხვა უფლებების მოპოვებას; 10. მოიჯარე აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია გადაიხადოს ყველა სახის კომუნალური მომსახურების საფასური და საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული სხვა გადასახდელები. 11. მოიჯარე (აუქციონში გამარჯვებული) ვალდებულია განახორციელოს იჯარის უფლებით სარგებლობაში მიღებული მიწის ნაკვეთის მოვლა-პატრონობა, დასუფთავება და სანიტარული წესების დაცვა. 12. აუქციონში გამარჯვებულ პირზე ქონების დროებით სარგებლობის უფლება გადადის საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან; 13. აუქციონში გამარჯვებული, შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან სამი სამუშაო დღის ვადაში უნდა გამოცხადდეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურში აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის გაფორმების მიზნით. 14. აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენიდან 10 კალენდარული დღის ვადაში საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებულ პირს ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს თანხა არ უბრუნდება; 15. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც გადაიხადეს ბე ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ, გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში; 16. მოიჯარე ვალდებულია იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ, სარგებლობაში გადაცემული უძრავი ქონება დააბრუნოს პირვანდელ (გამონთავისუფლებულ) მდგომარეობაში; 17. მოიჯარეს ეკრძალება იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთზე მიწასთან მყარად დაკავშირებული ნაგებობის (მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი) განთავსება; 18. მოიჯარეს უფლება არ აქვს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სარგებლობის უფლებით გადასცეს ( მათ შორის გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს) ან სხვაგვარად დატვირთოს ქ, ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან წინასწარი თანხმობის გარეშე საიჯარო ქონება 19. აუქციონში გამარჯვებულ პირს ეკრძალება სარგებლობის უფლებით გადაცემულ ქონებაზე განათავსოს მესამე პირის რეკლამა 20. მოიჯარეს ეკრძალება სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე სხვა სახის კონსტრუქციებისა და ობიექტის განთავსება. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |