ამობეჭდვის თარიღი: 11.05.2025 08:59:14
კატეგორია: სხვა ტიპის იჯარა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:რკინიგზის ჩიხი
განაცხადის #:31917CGN89322023
აუქციონის #: 31917
ლოტის #: 893220
დაწყება/დასრულება: 24/05/2023 14:00 - 14/06/2023 14:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 3750GEL
დასრულების დრო: 14.06.2023 14:00:00
გაყიდვის ფასი : 15100.0000 GEL
საწყისი ფასი: 15000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 100 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისის, ისანი-სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილი, №21
ტელეფონი: 995-322244040(514)
თვისებები
ქალაქილანჩხუთიქვეყანასაქართველო
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ლანჩხუთის რაიონი. სოფელი სუფსატელეფონის ნომერი558 68 08 83
სარგებლობაში გადაცემის ვადა5 (ხუთი) წელი
;
აღწერილობა
აღწერილობა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ ქონების მართვის დეპარტამენტის უფროსს ,ზვიად ტალიკაძეს ტელ: (+995 32)2 24 40 40 (514) მობ: 558 68 08 83
მოკლე აღწერილობა

ქონება მიერთებულია სუფსის რკინიგზის სადგურზე და მისი გამოყენება შესაძლებელია რკინიგზის ვაგონებით მშრალი და თხევადი ტვირთების გადაზიდვის მიზნით. ქონების საერთო სიგრძეა 1099.88 გრძივი მეტრი, ხოლო საკადასტრო კოდია N27.00.076; ქონება იმყოფება ექსპლუატაციისათვის ვარგის მდგომარეობაში და მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად თავისუფლად და დაუბრკოლებლად არის შესაძლებელი.
პირობა

ქონების ყოველთვიური საწყისი საიჯარო ქირა შეადგენს 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარს დღგ-ს ჩათვლით; ბიჯი - 100 (ასი) ლარი; საგარანტიო თანხა - 3750 (სამი ათას შვიდას ორმოცდაათი) -  ლარი. სარგებლობაში გადაცემის ვადაა 5 (ხუთი) წელი.

აუქციონში გამარჯვებული (მოიჯარე) ვალდებული იქნება საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ქონების ექსპლუატაციისათვის გამართულ მდგომარეობაში ყოფნისათვის საჭირო სამუშაოების განხორციელება. ამასთან, ქონების მესაკუთრე - სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ არ იქნება ვალდებული აუნაზღაუროს მოიჯარეს ქონების შენახვისათვის და ასევე ქონების გაუმჯობესებაზე გაწეული დანახარჯები.

მოიჯარე ასევე ვალდებული იქნება: ა) ქონების მეშვეობით ნედლი ნავთობის გადატვირთვასთან დაკავშირებული მომსახურება სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ გაუწიოს უსასყიდლოდ და კორპორაციისათვის სასურველი გრაფიკით; ბ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად  ინვესტორი კომპანიის სტატუსის მქონე პირებს, ქონების მეშვეობით ნედლი ნავთობის გადატვირთვასთან დაკავშირებული მომსახურება გაუწიოს მათთვის სასურველი გრაფიკით და მინიმალურ ფასად;

საიჯარო თანხის გადახდა განხორციელდება ყოველთვიურად, ყოველი საანგარიშო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვის ჩათვლით.

სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ და აუქციონში გამარჯვებულს შორის იჯარის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს აუქციონის დასრულებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში. ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის საჭირო ხარჯებს გაიღებს აუქციონში გამარჯვებული. 

თუ აუქციონში გამარჯვებული სუბიექტი, აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში არ გააფორმებს  იჯარის ხელშეკრულებას სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან" აუქციონში გამარჯვებულს ერთმევა (უუქმდება) გამარჯვებულის სტატუსი და მის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა სრულად რჩება კორპორციას.

აუქციონში გამარჯვებული ქონებაზე იჯარის უფლებას მოიპოვებს იჯარის ხელშეკრულებაზე ხელმოწერისა და აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე იჯარის უფლების სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში" რეგისტრაციის შემდეგ.

აუქციონის ჩატარებასთან დაკავშირებული სხვა პირობები და აუქციონის შედეგებიდან გამომდინარე მხარეთა უფლება მოვალეობები (რომელსაც არ მოიცავს სააუქციონო განაცხადი და განაცხადზე თანდართლი იჯარის ხელშეკრულების პროექტი) დარეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

;