|
![]() |
კატეგორია:
დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟისა და მის შედეგად მიღებული ვარგისი (მეორადი) სამშენებლო მასალების გასხვისებ
განაცხადის #:3412BFT89435623 აუქციონის #: 3412 ლოტის #: 894356 დაწყება/დასრულება: 30/05/2023 10:00 - 06/06/2023 11:00 ლოტის სტატუსი: ჩაშლილი ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 2324.4GEL
მიმდინარე ფასი :
11622 GEL
საწყისი ფასი: 11622 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 100 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმი მისამართი: საქართველო, თბილისი, გრიბოედოვის ქ. 22 ტელეფონი: 995-322990036 |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | სოფელი მისაქციელი | ბრძანების ნომერი | 39-ს/ხ | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | მცხეთა | შენობის ფართობი(მ²) | 660.52 | საკადასტრო კოდი | 72.03.17.186 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | გადახდის პერიოდი | 50 | ტელეფონის ნომერი | 595308881 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სარგებლობაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული უძრავი ქონების, შენობა-ნაგებობის დემონტაჟისა და მის შედეგად მიღებული ვარგისი (მეორადი) სამშენებლო მასალების გასხვისების აუქციონი. ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420 |
პირობა | 1. მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელში არსებულ 3988 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე 660,52 კვ.მ. ფართის (მათ შორის, პირველი სართულის საერთო ფართი - 347,48 კვ.მ., სარდაფის საერთო ფართი - 113,45 კვ.მ., მანსარდის საერთო ფართი - 199,59 კვ.მ.) N1 შენობა-ნაგებობის (ს/კოდი: 72.03.17.186) დემონტაჟი (სრული დემონტაჟი საძირკვლის ჩათვლით) და დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალებისა და ნარჩენების ტერიტორიიდან გატანა უნდა განხორციელდეს შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში. 2. სადემონტაჟო სამუშაოების შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალების საწყისი საპრივატიზებო თანხა განისაზღვროს 11 622 (თერთმეტი ათას ექვსას ოცდაორი) ლარის ოდენობით. 3. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადასახდელი უპირობო დაგამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს ოდენობა განისაზღვროს 2324,40 (ორიათასსამასოცდაოთხი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარით, ხოლო სავაჭრო ბიჯის ოდენობა - 100 (ასი) ლარით. 4. მყიდველი ვალდებულია საპრივატიზებო თანხა გადაიხადოს ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 50 (ორმოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. 5. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობა შეადგენს საწყისი საპრივატიზებო თანხის 20%-ს. 6. მყიდველი ვალდებულია, ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად მიმართოს აკადემიას, აუქციონის ჩატარებიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგი. 7. აუქციონში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ საკუთარი სახსრებით უნდა განახორციელოს შენობის დემონტაჟი, დემონტაჟისათვის საჭირო ნებართვის მოპოვება და დემონტაჟის პროცესი უნდა განხორციელდეს შემდეგი წესების დაცვით: ა) სამუშაოების დაწყების მოსამზადებელ პერიოდში უნდა მოხდეს უცხო ხალხის გაყვანა სადემონტაჟო უბნიდან, შენობის გარე პერიმეტრის შემოღობვა (სამშენებლო მასალის უმისამართოდ გატყორცნის თავიდან აცილების მიზნით) და აკადემიასთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე უნდა განათავსდეს საინფორმაციო დაფა სადემონტაჟო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ; ბ) დემონტაჟის სამუშაოების განხორციელება უნდა მოხდეს ზემოდან ქვევით, აკრძალულია ერთზე მეტი კონსტრუქციის სადემონტაჟო სამუშაოების განხორციელება ერთდროულად და ამასთან, სამუშოების დროს უნდა იყოს გათვალისწინებული ყველა კონსტრუქციის დროებითი გამაგრება, მუშების სათანადო ინსტრუქტაჟი და უზრუნველყოფა სპეციალური ქამრებით და სათვალეებით, დემონტირებული კონსტრუქციების დროებითი ადგილი, აქტის შედგენა ძირითადი პერიოდის სამუშაოების შესახებ, ხოლო ავარიული სიტუაციის შემთხვევაში უნდა მოხდეს სამუშაოების შეჩერება და ყველა სადემონტაჟო კონსტრუქციების გამაგრება, ასევე, ყველა საშიში ადგილი უნდა იყოს შემოღობილი სათანადო განათებით ღამის საათებში და დემონტაჟის შედეგად დარჩენილი ნაგავი დროულად უნდა იქნას გატანილი; გ) ყველა სამუშაოს განხორციელება უნდა მოხდეს „მშენებლობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის N62 დადგენილების მოთხოვნათა გათვალისწინებით; დ) სამუშაო ადგილები, მუშაობის პირობებისა და ტექნოლოგიურობის გათვალისწინებით, უზრუნველყოფილი უნდა იყოს კოლექტიური დაცვის საშუალებით; ე) ელექტრო უსაფრთხოების წესები ჩამოყალიბებულია სახელმწიფო სტანდარტებში - 12.1.013-88 და ელექტროკარადა ყოველთვის უნდა იყოს ჩაკეტილ მდგომარეობაში, ელექტროკაბელები, ელექტრო სადენები და ელექტრომოწყობილობები კი იზოლირებული, ხოლო გაშიშვლებული სადენების გამოყენება აკრძალულია; ვ) დაშლით ოპერაციებში დასაქმებული მუშაკები დაცული უნდა იყვნენ თავის დამცავი ჩაფხუტებით; ზ) დაუშვებელია ხელსაწყოებისა და მოწყობილობების დატოვება ჩართულ მდგომარეობაში ზედამხედველობის გარეშე; თ) დასაშლელ სამუშაოებზე დასაქმებულმა ყველა მუშაკმა უნდა შეისწავლოს შრომის უსაფრთხოების წესები, გაიაროს ინსტრუქტაჟი, სპეციალურ ჟურნალში ხელმოწერების დაფიქსირებით; ი) გარემოს დაცვის შესაბამისი სამსახურის ნებართვის გარეშე იკრძალება მრავალწლიანი ხეებისა და ნარგავების მოჭრა, ამოძირკვა ან განადგურება; კ) დემონტაჟის შემდგომ დარჩენილი ნაგვის ტრანსპორტირება ფხვიერ მდგომარეობაში რეკომენდირებული არ არის და ავტომანქანების ძარებში ჩატვირთვის შემდეგ მათი ზედაპირი უნდა დაინამოს; ლ) სამუშაოების დაწყებამდე აუცილებლად უნდა მოხდეს დემონტაჟის წარმოების პროექტის შედგენა და დამუშავება სადემონტაჟო სამუშაოების შემსრულებელი ორგანიზაციის მიერ. 8. ხელშეკრულების დადების მომენტისათვის საბოლოოდ დაზუსტდება მხარეთა ვალდებულებები. 9. საკონტაქტო პირი: გურამ იაკობაშვილი 595 90-86-83, თეიმურაზ შანიძე 595 30-88-81. აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |