ამობეჭდვის თარიღი: 27.09.2024 02:53:43
კატეგორია: აღნაგობა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ლაგოდეხის აღკვეთილის ტერიტორიაზე არსებული 3545 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი: 54.18.51.042) (თანდართული სიტუაციური ნახაზის შესაბამისად) აღნაგობის უფლებით გაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონი
განაცხადის #:29230BVL89465123
აუქციონის #: 29230
ლოტის #: 894651
დაწყება/დასრულება: 09/06/2023 12:00 - 19/06/2023 16:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 71 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 2160GEL
დასრულების დრო: 19.06.2023 16:06:00
გაყიდვის ფასი : 78200.0000 GEL
საწყისი ფასი: 7200 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 1000 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო
მისამართი: გულუას 6
ტელეფონი: 971-2752352
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ლაგოდეხის აღკვეთილიქვეყანასაქართველო
ქალაქილაგოდეხიRs რუკის მხარდაჭერა-
ტელეფონის ნომერი577222364
;
აღწერილობა
აღწერილობაყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420
მოკლე აღწერილობალაგოდეხის აღკვეთილის ტერიტორიაზე არსებული 3545 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი: 54.18.51.042) (თანდართული სიტუაციური ნახაზის შესაბამისად) აღნაგობის უფლებით გაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონი 
პირობა

1. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია:

ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) წლისა უზრუნველყოს ლაგოდეხის აღკვეთილის ტერიტორიაზე არსებულ 3545 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (დართული სიტუაციური ნახაზის შესაბამისად) არანაკლებ 06 (ექვსი) ერთეული კოტეჯის და არანაკლებ ერთი ერთეული კვების ობიექტის მოწყობა სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებული რენდერების შესაბამისად;

ბ) ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, არაუგვიანეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) წლის ვადაში განახორციელოს არანაკლებ 350 000 (სამასორმოცდაათი ათასი) ლარის ინვესტიცია;

გ) ამ პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) თვის ვადაში წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, მთლიანი საინვესტიციო ვალდებულების (თანხის) 10 %-ის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ვადას; ა

დ) ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყებამდე უზრუნველყოს ზურმუხტის ქსელზე შეფასების დოკუმენტის მომზადება.

2. ხელშეკრულების ვადის დასრულების და/ან მოაღნაგის ბრალეული ქმედების გამო ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ობიექტზე მოწყობილი ინფრასტრუქტურა ყოველგვარი ანაზღაურებისა და კომპენსაციის გადახდის გარეშე რჩება სახელმწიფო საკუთრებაში; 

3. პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის მოცულობა დადასტურებულ უნდა იქნეს ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად იმ რეგისტრირებული აუდიტორების/აუდიტორული ფირმების მიერ, რომელიც რეგისტრირებულია სახელმწიფო რეესტრში და უფლებამოსილია განახორციელოს აუდიტორული საქმიანობა (მომსახურება), მათ შორის, ინდივიდუალურად.

4. საწყისი სააუქციონო ფასი განისაზღვრა წელიწადში 7 200 (შვიდი ათას ორასი) ლარის (დღგს გარეშე) ოდენობით. 

5. სასყიდლიანი აღნაგობის უფლების ვადად განისაზღვრა 20 (ოცი) წელი. 

6. უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობა განისაზღვრა 2160 (ორიათას ასსამოცი) ლარის ოდენობით (ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება თუ მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში ან აუქციონში გამარჯვებულმა სარგებლობის ხელშეკრულების ხელის მოწერაზე უარი განაცხადა. ამასთანავე, აუქციონში გამარჯვებულ პირს, რომელიც უარს განაცხადებს ხელშეკრულების ხელმოწერაზე 1 (ერთი) წლის განმავლობაში ეკრძალება დაცულ ტერიტორიებზე ქონების სარგებლობაში აღება) 

7. აუქციონის ბიჯის სიდიდე განისაზღვრა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

;