ამობეჭდვის თარიღი: 12.05.2025 09:36:42
კატეგორია: ტურისტული მომსახურება
გაყიდვის ტიპი:
დასახელება:ტურისტული მომსახურების გაწევის უფლების და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაქვისთავში (ს/კ: 20.50.03.022; 20.50.03.415) და სოფელ ხალაში (ს/კ:20.50.03.233) მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების (დართული სიტუაციური ნახაზის შესაბამისად) და მასზე არსებული კოტეჯების (თავის აღჭურვილობით), საპიკნიკეების, ფანჩატურების და კვების ობიექტის (კაფეტერია თავის აღჭურვილობით) იჯარის უფლებით გაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონი
განაცხადის #:29230BVL89472923
დასრულების დრო: 20.06.2023 16:00:00
გაყიდვის ფასი : 6.0000 GEL
საწყისი ფასი: 5 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 1 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო
მისამართი: გულუას 6
ტელეფონი: 971-2752352
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ქობულეთი, ჩაქვისთავიგადახდის პერიოდი1
ქვეყანასაქართველოტელეფონის ნომერი577222364
;
აღწერილობა
აღწერილობატურისტული მომსახურების გაწევის უფლების და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაქვისთავში (ს/კ: 20.50.03.022; 20.50.03.415) და სოფელ ხალაში (ს/კ:20.50.03.233) მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების (დართული სიტუაციური ნახაზის შესაბამისად) და მასზე არსებული კოტეჯების (თავის აღჭურვილობით), საპიკნიკეების, ფანჩატურების და კვების ობიექტის (კაფეტერია თავის აღჭურვილობით) იჯარის უფლებით გაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონი 
პირობა

1. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია:

ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში უზრუნველყოს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაქვისთავში (ს/კ: 20.50.03.022; 20.50.03.415) და სოფელ ხალაში (ს/კ:20.50.03.233) მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე (თანდართული სიტუაციური ნახაზის შესაბამისად) არსებული კოტეჯებით, საპიკნიკეებით, ფანჩატურებით და კვების ობიექტით (კაფეტერია) ვიზიტორების მომსახურება და სხვა ტურისტული სერვისების შეთავაზება;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში უზრუნველყოს არანაკლებ 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;

გ) ამ პუნქტის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) თვის ვადაში წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, მთლიანი საინვესტიციო თანხის (50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი) 10%-ის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ვადას;

2. ხელშეკრულების ვადის დასრულების და/ან ტურისტული მომსახურების მიმღების ბრალეული ქმედების გამო ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ობიექტზე მოწყობილი ინფრასტრუქტურა ყოველგვარი ანაზღაურებისა და კომპენსაციის გადახდის გარეშე რჩება სახელმწიფო საკუთრებაში; 

3. პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება დადასტურებული უნდა იქნას „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად იმ რეგისტრირებული აუდიტორების/აუდიტორული ფირმების მიერ, რომელიც რეგისტრირებულია სახელმწიფო რეესტრში და უფლებამოსილია განახორციელოს აუდიტორული საქმიანობა (მომსახურება), მათ შორის, ინდივიდუალურად.

4. საწყისი სააუქციონო ფასი განისაზღვრა ტურისტული მომსახურების გაწევისას განხორციელებული ყოველწლიური ბრუნვის (ბრუნვა - სარგებლობაში გადაცემული ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით, სარგებლობით მიღებული ერთობლივი შემოსავალი (დღგ-ის გარეშე), ხარჯების გამოკლების გარეშე) 5%-ის ოდენობით, ამასთან, ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით მიმღები ვალდებულია, ყოველწლიური ბრუნვის გადასახადთან ერთად ყოველწლიურად, იჯარით გადაცემული ქონების სარგებლობისთვის დამატებით, გადაიხადოს 12 000 (თორმეტი ათი) ლარი (დღგ-ს გარეშე). 

5. ტურისტული მომსახურების სარგებლობაში გადაცემის ვადად განისაზღვრა 10 (ათი) წელი.

6. უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობა განისაზღვრა 5 000 (ხუთი ათასი) ლარით (ამ თანხაში შედის ქონების საბაზრო ღირებულების 0,2%). (ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში ან აუქციონში გამარჯვებულმა სარგებლობის ხელშეკრულების ხელის მოწერაზე უარი განაცხადა. ამასთანავე, აუქციონში გამარჯვებულ პირს, რომელიც უარს განაცხადებს ხელშეკრულების ხელმოწერაზე 1 (ერთი) წლის განმავლობაში ეკრძალება დაცულ ტერიტორიებზე ქონების სარგებლობაში აღება.

7. აუქციონის ბიჯის სიდიდე განისაზღვრა ბრუნვის 1 %-ის ოდენობით. 

;