|
![]() |
კატეგორია:
აღნაგობა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე არსებული 2200 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი: 27.17.41.024) აღნაგობის უფლებით გაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონი
განაცხადის #:29230BVL89473223 აუქციონის #: 29230 ლოტის #: 894732 დაწყება/დასრულება: 10/06/2023 12:00 - 20/06/2023 16:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 1 ბიჯი საგარანტიო თანხა: 900GEL
დასრულების დრო: 20.06.2023 16:00:00
გაყიდვის ფასი : 4000.0000 GEL
საწყისი ფასი: 3000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 1000 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო მისამართი: გულუას 6 ტელეფონი: 971-2752352 |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | კოლხეთის ეროვნული პარკი | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | ლანჩხუთი | Rs რუკის მხარდაჭერა | - | ტელეფონის ნომერი | 577222364 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420 |
მოკლე აღწერილობა | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე არსებული 2200 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი: 27.17.41.024) აღნაგობის უფლებით გაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონი |
პირობა | 1. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია: ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) წლისა უზრუნველყოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე არსებულ 2200 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე არანაკლებ 2 (ორი) ერთეული კოტეჯის მოწყობა სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებული რენდერის შესაბამისად; ბ) ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, არაუგვიანეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) წლის ვადაში განახორციელოს არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) ლარის ინვესტიცია; გ) ამ პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) თვის ვადაში წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, მთლიანი საინვესტიციო ვალდებულების (თანხის) 10 %-ის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ვადას; დ) ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყებამდე უზრუნველყოს ზურმუხტის ქსელზე შეფასების დოკუმენტის მომზადება. 2. ხელშეკრულების ვადის დასრულების და/ან მოაღნაგის ბრალეული ქმედების გამო ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ობიექტზე მოწყობილი ინფრასტრუქტურა ყოველგვარი ანაზღაურებისა და კომპენსაციის გადახდის გარეშე რჩება სახელმწიფო საკუთრებაში; 3. პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის მოცულობა დადასტურებულ უნდა იქნეს ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად იმ რეგისტრირებული აუდიტორების/აუდიტორული ფირმების მიერ, რომელიც რეგისტრირებულია სახელმწიფო რეესტრში და უფლებამოსილია განახორციელოს აუდიტორული საქმიანობა (მომსახურება), მათ შორის, ინდივიდუალურად. 4. საწყისი სააუქციონო ფასი განისაზღვრა წელიწადში 3 000 (სამი ათასი) ლარის (დღგ-ს გარეშე) ოდენობით. 5. სასყიდლიანი აღნაგობის უფლების ვადად განისაზღვრა 20 (ოცი) წელი. 6. უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობა განისაზღვრა 900 (ცხრაასი) ლარის ოდენობით (ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება თუ მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში ან აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელის მოწერაზე უარი განაცხადა. ამასთანავე, აუქციონში გამარჯვებულ პირს, რომელიც უარს განაცხადებს ხელშეკრულების ხელმოწერაზე 1 (ერთი) წლის განმავლობაში ეკრძალება დაცულ ტერიტორიებზე ქონების სარგებლობაში აღება). 7. აუქციონის ბიჯის სიდიდე განისაზღვრა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით. აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |