|
![]() |
კატეგორია:
იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:სგპ სარფი-თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საწყობი
განაცხადის #:230233BH123 აუქციონის #: 230233 ლოტის #: 1 დაწყება/დასრულება: 31/05/2023 12:00 - 09/06/2023 12:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 18 ბიჯი საგარანტიო თანხა: 6000GEL
დასრულების დრო: 09.06.2023 12:18:00
გაყიდვის ფასი : 7900.0000 GEL
საწყისი ფასი: 2500 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 300 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: შემოსავლების სამსახური მისამართი: ქ. თბილისი, გორგასლის ქ.№16 ტელეფონი: 971-577053333 |
თვისებები
|
გათბობა | - | აივანი | - | ლოჯი | - | TV | - | ცხელი წყალი | - | კვადრატულობა(მ²) | 16.01 | წყალი და კანალიზაცია | - | ტელეფონი | - | ინტერნეტი | - | პარკირება | - | ლიფტი | - | ბუხარი | - | Rs რუკის მხარდაჭერა | - | ელექტრო მომარაგება | - | ბუნებრივი გაზი | - | შენობის პროექტი | არასტანდარტული | შენობის მდგომარეობა | ახალი გარემონტებული | ქვეყანა | საქართველო | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი სარფი | სათავსო | - | საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა | 3703 | სარგებლობაში გადაცემის ვადა | 10 წელი | ტელეფონის ნომერი | 995322261113 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით შემოსავლების სამსახური, ტელ: 2 26 11 13 |
მოკლე აღწერილობა | სსიპ შემოსავლების სამსახურის ბალანსზე არსებული საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფი“-ს (მისამართი ხელვაჩაურის რაიონი დაბა სარფი, საკადასტრო კოდი: 22.30.02.801) ტერიტორიაზე არსებული შენობის ნაწილი თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საწყობისათვის. |
პირობა | · ელექტრონულ აუქციონში მონაწილე პირებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ განცხადებაში მოცემული საწყისი ფასი შეადგენს ფართით სარგებლობის ერთი თვის საფასურს (დღგ-ს ჩათვლით). შესაბამისად, აუქციონის დასრულების შედეგად დაფიქსირებული ღირებულება წარმოადგენს სარგებლობის მანძილზე გადასახდელ ყოველთვიურ ღირებულებას (საიჯარო თანხას), რომლის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად წინასწარი გადახდის გზით; · აუქციონში გამარჯვებულმა პირმა მითითებულ ფართში (საიჯარო ქონებაში) უნდა უზრუნველყოს თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საწყობის მოწყობა. ამისათვის, დროებით სარგებლობაში, 10 წლის ვადით, გადაეცემა საბაჟო გამშვები პუნქტის ,,სარფის“ ტერიტორიაზე არსებული შენობის ფართის ნაწილი, სულ 16.01 კვ.მ. · უქციონში გამარჯვებულ პირს აღნიშნული ფართი გადაეცემა სარგებლობისათვის ვარგის მდგომარეობაში. გამარჯვებული პირი თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საწყობისათვის აუცილებელი ყველა ინფრასტრუქტურის მოწყობას უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯით. აუქციონში გამარჯვებულმა პირმა, საჭიროების შემთხვევაში სარემონტო სამუშაოების შესრულება უნდა უზრუნველყოს შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით. · მოიჯარის მიერ მეიჯარისადმი საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა შესაბამისი იჯარის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დღიდან; · ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრი ცვლილების შემთხვევაში (კერძოდ: ინფლაციის მაღალი დონე, უძრავ ქონებაზე იჯარის საბაზრო ფასების მკვეთრი ზრდა და სხვა) შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია შეცვალოს იჯარის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული საიჯარო ქირის ღირებულება მოიჯარისადმი წინასწარ გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების გზით, შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე; · აუქციონში გამარჯვებულ პირსა და შემოსავლების სამსახურს შორის დადებული იჯარის ხელშეკრულება ვადამდე ადრე შეწყდება, თუ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მოსთხოვს მეიჯარეს ხელშეკრულების შეწყვეტას. მოთხოვნიდან 2 კვირის შემდეგ წინამდებარე ხელშეკრულება შეწყდება უპირობოდ. ამასთან, აღნიშნულ საფუძველზე ხელშეკრულების შეწყვეტა მეიჯარეს არ დააკისრებს მოიჯარის მიერ საიჯარო ქონებაზე ან/და მის მიერ განხორციელებული საქმიანობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით გაწეული ხარჯების კომპენსაციის ვალდებულებას ან სხვა სახის პასუხისმგებლობას მოიჯარის თუ მესამე პირთა წინაშე; · ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა მონაწილემ უზრუნველყოს ,,ინტერნეტ ბანკინგის” საშუალებით, ასევე საბანკო დაწესებულების მეშვეობით ბეს თანხის გადახდა (ბეს გადახდა შესაძლებელია უნაღდო ანგარიშსწორებით) ან/და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის (მათ შორის, ელექტრონულად) წარდგენა/გააქტიურება . უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა შეადგენს 6000 ლარს. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ვადა არანაკლებ 7 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სარგებლობაში გადაცემის ვადას. · გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარგებლობაში გადაცემის საფასურის ოდენობაში საბოლოო ანგარიშსწორებისას. · სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე გამოიყენება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად. · ელექტრონული აუქციონის შედეგები გაუქმდება და გამარჯვებულის მიერ, ელექტრონულ აუქციონში წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ჩაირიცხება სსიპ შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა უარი განაცხადა ხელშეკრულების ხელმოწერაზე. · აუქციონში გამარჯვებულ პირსა და შემოსავლების სამსახურს შორის საიჯარო ურთიერთობის მარეგულირებელი სხვა პირობები განისაზღვრება მხარეთა შორის ხელმოწერილი ხელშეკრულებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |